ხშირად დასმული კითხვები

სფეისში მხოლოდ სამომხმარებლო სესხი გვაქვს.
სფეისში სესხის საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად დგინდება, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და რეიტინგის გათვალისწინებით. მინიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16%, ხოლო მაქსიმალური 50%-ია.
სესხის ასაღებად აპლიკაციის მთავარი გვერდიდან ჩამოსქროლე ქვემოთ, დააჭირე სესხის აღებას, მიუთითე სასურველი თანხა, გადახდის დღე, აირჩიე ყოველთვიური შენატანის ოდენობა და მიჰყევი ინსტრუქციას.
სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც არის მინიმუმ 18 წლის და მაქსიმუმ 60 წლის, ასევე არ არის ორმაგი მოქალაქე ან მწვანე ბარათის მფლობელი
სფეისში სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ გვაქვს. თუ ფული გამოგიჩნდება, დაფარე სესხი როცა გინდა, 24/7-ზე .
სფეისში შეგიძლია აიღო მინიმუმ 100 ლარის და მაქსიმუმ 50,000 ლარის მოცულობის სესხი. ვადა შეადგენს მინიმუმ 1 თვეს და მაქსიმუმ 48 თვეს.
სესხის ასაღებად უნდა გქონდეს ყოველთვიური შემოსავალი მინ 200 ლარის ოდენობით, რომელზეც შეძლებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას. სისტემამ შესაძლოა, არ მოგთხოვოს დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა და სესხი ავტომატურად დაგიმტკიცდეს.
სესხის ასაღებად საჭიროა ატვირთოთ ხელფასის, ქირის/იჯარის ან დივიდენდის, ბოლო 4 თვიდან სამი თვის ჩარიცხვის დოკუმენტი. ჩარიცხვის დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბოლო თვის ხელფასის ჩარიცხვა. ასევე, შესაძლებელია წარადგინო ფულადი გზავნილის ჩარიცხვის დოკუმენტი, ბოლო 6 თვიდან მინიმუმ 5 თვის. გაითვალისწინე, სესხზე საბოლოო პასუხისთვის, შესაძლოა, დამატებითი დოკუმენტების გამოგზავნა გთხოვოთ🤓. მეორე მხრივ, თუ სესხი ავტომატურად დაგიმტკიცდა არაფრის წარდგენა არ იქნება საჭირო.
სესხზე პასუხი მოდის მომენტალურად.
სესხის დამტკიცებისას სისტემა ავტომატურად აფასებს მომხმარებლის რისკიანობას და ითვალისწინებს რეგულაციებით დადგენილ ნორმებს. სესხი შეიძლება არ დაგიმტკიცდეს თუ: • გაქვს მიმდინარე დიდი ვალდებულებები • გაქვს ცუდი საკრედიტო ისტორია • შენი ასაკი არის 18 წელზე ნაკლები ან 60 წელზე მეტი • გადევს ინკასო ან ყადაღა - შენი ხელფასი არის 200 ლარზე ნაკლები • საჭიროების შემთხვევაში ვერ შეძლებ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას
თუ სესხს სფეის ბარათზე ისვამ, თანხა ბარათზე მომენტალურად აისახება. ხოლო, თუ სხვა ბანკის ბარათზე გსურს ფულის დასმა, ანგარიშზე ფულის ასახვას 1-3 სამუშაო დღემდე დასჭირდება. თუმცა, ბარათზე ფული მაინც მომენტალურად აისახება. ანუ, მის გამოყენებას შეძლებ ბანკომატიდან განაღდებისთვის, ნებისმიერ ობიექტში გადახდისა და ონლაინ შოპინგისთვის. .
სესხის მოთხოვნაზე პასუხს პირდაპირ აპლიკაციიდან მიიღებ.
ყოველთვიური შენატანის გადასახდელად საკმარისია, სფეისის ანგარიშზე გქონდეს საჭირო ოდენობის თანხა. ჩვენი სისტემიდან ავტომატურად მოხდება ჩამოჭრა. სესხის სრულად, წინსწრებით დასაფარად შედი სესხის გვერდზე (აპლიკაციის მთავარ გვერდზე ამოწიე ცისფერი ისარი) და დააჭირე სესხის გადახდის ღილაკს. წინსწრებით დაფარვა უფასოა.

სესხისთვის თანხის შეტანა Tbcpay.ge-დან შეგიძლია, სადაც სფეის სივრცე დაგხვდება
ვინაიდან სფეის სესხი არის სტანდარტული საბანკო სესხი, ყოველთვიური გადახდისას იფარება როგორც პროცენტი, ისე - ძირი.
უნდა შეხვიდე აპლიკაციაში, გადახვიდე სესხზე და დააჭირო ღილაკს "გადახდა".
ვინაიდან სფეის სესხი არის სტანდარტული საბანკო სესხი, ის საკრედიტო ისტორიას არ გიფუჭებს.
სფეისში შესაძლებელია გქონდეს მხოლოდ ერთი სესხი, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო ლიმიტის გაზრდა.
ჩამოსქროლე აპლიკაციის მთავარი გვერდი, დააჭირე ღილაკს "სესხის აღება" და მიუთითე სასურველი თანხა. შემდეგ, დააჭირე ღილაკს “მოთხოვნილი თანხის შეცვლა” და დაეთანხმე შემოსავლების დეკლარირებას. გაეცანი ხელშეკრულებას, დაეთანხმე პირობებს და აირჩიე ანგარიში/ბარათი, სადაც გსურს თანხის მიღება.
ხელშეკრულება შეგიძლია ნახო სესხზე გადასვლის შემდეგ, "სხვა" ღილაკზე თითის დაჭერით.
ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგერიცხება დავალიანების თანხის 0.27% ჯარიმა (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში, დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
გაითვალისწინე 🤓 ბანკის ვებგვერდზე (https://www.tbcbank.ge/web/ka) განთავსებული „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების“ თანხმად, ბანკი უფლებამოსილია, ვადაგადაცილების არსებობისას, მოახდინოს მომხმარებლის ანგარიშ(ებ)ის ბლოკირება (ანგარიშებზე/ანგარიშებიდან შეზღუდოს აქტიური ოპერაციები (თანხის გატანა, გადარიცხვა, კონვერტაცია და სხვა)).

გრაფიკის ცვლილება შეგიძლია აპლიკაციიდან, გარდა იმ შემთხვევებისა თუ:

  1. სესხზე დარჩენილი გაქვს ბოლო გადახდა;
  2. გადახდების რაოდენობა არ აღემატება ორს;
  3. სესხზე გიფიქსირდება მიმდინარე ვადაგადაცილება;
  4. სესხის დარჩენილი ნაშთი ნაკლებია 100 (ასი) ლარზე;
  5. შენი სესხი რესტრუქტურიზებულია;
  6. გრაფიკის მიხედვით, გადახდამდე დარჩენილი გაქვს 30 დღეზე მეტი;
  7. თარიღის ცვლილების ან გადახდის გადავადებით სარგებლობიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები;
  8. შენს სესხზე უკვე გაქვს გამოყენებული გრაფიკის ცვლილება, გასული 365 დღის განმავლობაში (დროის ათვლა იწყება ცვლილების განხორციელების დღიდან);
  9. გაქვს 36 თვის ვადით აღებული სესხი (ან საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციაში ("ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება") 2022 წლის 15 აგვისტოს განხორციელებულ ცვლილებებამდე გაქვს აღებული სამომხმარებლო სესხი 48 თვის ვადით).
სფეის ყულაბა არის იგივე ანაბარი, ანუ შენ მიერ ბანკში განთავსებული თანხა, რომელზეც გერიცხება სარგებელი
ეს არ არის ვადიანი ანაბარი. სფეის ყულაბა არის ე.წ მოთხოვნამდე ტიპის ანაბარი, რომელზეც თანხის შეტანას და გამოტანას ნებისმიერ დროს, ყველანაირი საკომისიოს და პროცენტის ცვლილების გარეშე შეძლებ.
ყულაბის გასახსნელად აპლიკაციის მთავარ გვერდზე ამოწიე ქვედა ისარი, დააჭირე ყულაბის შექმნას და მიჰყევი ინსტრუქციას.
სფეის ყულაბაზე წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 7.5%, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 7.76%-ია.
სარგებელი ყოველი თვის პირველ რიცხვში დაგერიცხება.
ამჟამად ფულის დაგროვება შეგიძლია ლარში.
ყულაბას მინიმალური მოცულობის შეზღუდვა არ აქვს. მისი გახსნა 0 ლარითაც შეგიძლია.
სფეის ყულაბაში თანხის შეტანა ნებისმიერ დროს შეგიძლია.
ყულაბას გახსნის საკომისიო არ აქვს.
ყულაბას მომსახურების საკომისიო არ აქვს.
ყულაბას თანხის გატანის საკომისიო არ აქვს. შეგიძლია ნებისმიერ დროს გაიტანო თანხა სფეის ანგარიშზე ისე, რომ არც საკომისიო დაგერიცხება და არც შენი ანაბრის პირობები (საპროცენტო განაკვეთი) შეიცვლება.
თანხის გატანას ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეძლებ.
სფეისში შეგიძლია შენთვის სასურველი ერთი, ან რამდენიმე მიზნის სახელობის 5-მდე ყულაბა გახსნა.
სფეის ყულაბაზე შეგიძლია ჩართო ავტომატური დაგროვების წესები და დააგროვო თანხა შეუმჩნევლად. წესები ასეთია: 1. ყოველ გადახდაზე ფიქსირებული თანხა ჩაირიცხება ყულაბაში. 2. ყოველ გადახდაზე თანხა დამრგვალდება და ნაშთი ჩაირიცხება ყულაბაში. ასევე შეგიძლია ნაშთი გააორმაგო, გაასამმაგო და ა.შ 3. სასურველ რიცხვში ფიქსირებული თანხა ჩაირიცხება ყულაბაში.
ავტომატური დაგროვების წესების ჩასართავად შედი აპლიკაციაში, დააჭირე სასურველ ყულაბას, შემდეგ ღილაკს "ჩართე წესები" და ჩართე სამიდან ნებისმიერი, ან ყველა წესი ერთდროულად.
რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
• ასაკი აღემატება 17 წელს
• არ აქვს მეწარმეს სტატუსი (ინდ.მეწარმე დაშვებულია)
• არ ადევს ყადაღა ან ინკასო
• არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ან მწვანე ბარათი
• აქვს ID ბარათი ან პასპორტი.
ამ ეტაპზე, სფეისში ანგარიშის გახსნა და აპლიკაციით სარგებლობა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.
რეგისტრაციისთვის პირველ რიგში, გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია, დააჭირე "დაწყებას" და მიჰყევი ინსტრუქციას.
ყურადღება მიაქციე, რომ სელფის გადაღებისას თმა შეკრული გქონდეს და არ გიფარავდეს სახეს. თუ სათვალეს ატარებ, მოიხსენი. ასევე, პირადობის დასკანერებისას, შეეცადე განათება თანაბრად გადანაწილდეს სრულ სახეზე: არ იყოს არც ზედმეტი და არც არასაკმარისი განათება. კამერა დაიჭირე პირადობასთან მიმართებით სწორად (ტელეფონი არ იყოს დახრილი). თუ ახლა მნიშვნელოვნად გაქვს შეცვლილი გარეგნობა, ვიდრე პირადობის სურათში (მაგალითად, გაქვს მოშვებული წვერი), სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება შენი იდენტიფიკაცია და რეგისტრაციას ვერ შეძლებ. თუმცა, ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ იდენტიფიკაციის პროცესი გახდეს უფრო ზუსტი და მოხერხებული.
სფეის განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან ინდ მეწარმეს ვინც: დარეგისტრირებულია სფეისის აპლიკაციაში არის მინიმუმ 18 და მაქსიმუმ 60 წლის
ამოწიე ქვედა ისარი აპლიკაციის მთავარ გვერდზე, დააჭირე QR განვადებას და იქ ნახავ ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების სრულ სიას. ესტუმრე ონლაინ მაღაზიებიდან ნებისმიერის ვებგვერდს, შეარჩიე სასურველი ნივთი, აირჩიე სფეის განვადებით ყიდვა, დაასკანერე QR კოდი ჩვენი აპლიკაციიდან და მიჰყევი ინსტრუქციას.
შემოსავლის დადასტურება აუცილებელია ნებისმიერ სასესხო პროდუქტზე, მათ შორის განვადებაზე.
სფეისში უკვე 100-ზე მეტი პარტნიორი ონლაინ მაღაზია გვყავს. მათი სრული სიის სანახავად გადადი ამ ბმულზე
ამ ეტაპზე სფეის განვადებით ნივთს მხოლოდ ონლაინ შეიძენ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლია ნივთი წინასწარ შეარჩიო და შემდეგ ეწვიო პარტნიორი მაღაზიის ვებგვერდს.
განვადების განაწილება შეგიძლია მაქსიმუმ 48 თვეზე, ხოლო წლიური ეფექტური განაკვეთი 29%, 35% ან 45%-ია შენი საკრედიტო რეიტინგის მიხედვით
სფეისის განვადებას გატანის საკომისიო არ აქვს.
სფეისის განვადებას დამტკიცების საკომისიო არ აქვს.
სფეისის განვადებას წინსწრების საკომისიო არ აქვს.
განვადების მინიმალური ვადა არის 3 თვე, ხოლო მაქსიმალური 48 თვე.
ნივთის შეძენა თანამონაწილეობით შესაძლებელია, ხოლო თანხის გადახდას აპლიკაციაშივე შეძლებ, ნებისმიერი ბანკის ბარათით.
ნივთი შესაძლებელია გაიტანო მაღაზიიდან ან მოგიტანოს მაღაზიის კურიერმა. კურიერულ მომსახურებასთან დაკავშირებით, უნდა მიმართო იმ მაღაზიას, რომელშიც ყიდულობ ნივთს.
ნივთი თუ დაზიანებულია, უნდა დაუკავშირდე მაღაზიას, რომ შეცვალონ ახლით. თუ ნივთის გადაცვლა ვერ ხერხდება, განვადების გაუქმება შესაძლებელია და ამაში თავად მაღაზია დაგეხმარება.
თუ ფულის გადარიცხვა გინდა, დააჭირე ღილაკს “გადარიცხვა” აპლიკაციის მთავარ გვერდზე, აირჩე გადარიცხვის სასურველი მეთოდი და მიჰყევი ინსტრუქციას. თუ შენი ერთი ბანკის ბარათიდან მეორეზე გჭირდება გადარიცხვა, აირჩიე გადარიცხვებში ღილაკი “ბარათებს შორის
სფეისში 4 ტიპის გადარიცხვა გვაქვს. შეგიძლია მომენტალურად გადარიცხო თანხა: მობილურის ნომრით, ნებისმიერი მესენჯერით ან ბარათებს შორის გადარიცხვის ფუნქციით. ან სტანდარტულად, გამოიყენო ანგარიშის ნომრით გადარიცხვის ფუნქცია.
სფეისზე თანხის ნებისმიერი ბანკის ბარათიდან გადმორიცხვა სრულიად უფასოა. რაც შეეხება სხვა გადარიცხვებს, ნახე მათი ტარიფები სრულად, ამ გვერდზე.
ბარათიდან ბარათზე: ერთჯერადად შეგიძლია გადარიცხო მაქს. 1500 ლარი, ხოლო დღიური ლიმიტი არის 5000 ლარი. ანგარიშიდან ანგარიშზე: ერთჯერადად შეგიძლია გადარიცხო მაქს. 25 000 ლარი, ხოლო თვიური ლიმიტი არის 100,000 ლარი.
ყოველ 24 საათში მაქსიმუმ 20 ტრანზაქციის შესრულება შეგიძლია. გაითვალისწინე, ტრანზაქციაში იგულისხმება ნებისმიერი ოპერაცია, რომელსაც აპლიკაციიდან შეასრულებ: კომუნალურების გადახდა, ბარათებს შორის გადარიცხვა, ანგარიშის/მობილურის ნომრით გადარიცხვა და სხვა.
ის სმს-ის საშუალებით მიიღებს ბმულს, გადავა მასზე, შეავსებს იმ ბარათის მონაცემებს, რომელზეც სურს თანხის დასმა და სულ ესაა!
ბარათიდან ბარათზე, მობილურის ნომრით და ბმულით გადარიცხვის დროს, თანხა ბარათზე ისახება მომენტალურად. რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის გამოყენება შესაძლებელია ბანკომატიდან განაღდებისთვის, ნებისმიერ ობიექტში გადახდისთვის და ონლაინ შოპინგისთვის. გაითვალისწინე ბარათებს შორის გადარიცხვის შემთხვევაში, თანხა შეგიძლია გადარიცხო სხვა ბანკის ბარათზე (სფეის ბარათიდან) თუმცა, თანხის ანგარიშზე ასახვას სჭირდება მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე.
გაითვალისწინე, რომ ამ დროის განმავლობაში, თანხას ვერ გადარიცხავ ანგარიშიდან სხვა ანაგრიშზე (IBAN გადარიცხვით). ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვისას თანხის ასახვას სჭირდება მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე.
  • სფეისის და თიბისის ანგარიშზე გადარიცხვა შესრულდება მომენტალურად.
  • თიბისი ბანკის ანგარიშზე, არასამუშაო დროს მოთხოვნილი 5,000 ლარზე მეტი გადარიცხვა, შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
  • სხვა ბანკის ანგარიშზე, 17:30 საათამდე მოთხოვნილი გადარიცხვა შესრულდება იმავე დღეს, ხოლო 17:30 საათის შემდეგ ან არასამუშაო დროს მოთხოვნილი გადარიცხვა - მომდევნო სამუშაო დღეს
ანგარიშის ნომრით გადარიცხვის შემთხვევაში: სფეისზე ან თიბისიზე თანხა აისახება მომენტალურად თუ არასამუშაო დროა და 5000₾-ზე მეტს რიცხავ, თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღეს თუ სხვა ბანკში რიცხავ 17:00 საათამდე, თანხა აისახება იმავე დღეს, ხოლო 17:00-ის შემდეგ ან არასამუშაო დღეს, ფული დაჯდება მომდევნო სამუშაო დღეს
თიბისიდან თანხის გადმოსარიცხად უნდა აირჩიო თიბისის ინტერნეტბანკში ღილაკი "საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა" და აირჩიო სფეისის ანგარიში.
აპლიკაციის მთავარ გვერდზე დააწექი ღილაკს “ტრანზაქციები” და გამოგიჩნდება შენი ტრანზაქციების ისტორია.
სფეის ბარათი არის სადებეტო, Visa Classic ტიპის ბარათი.
ბარათის შეკვეთა 10₾ ღირს და მას ჩვენი პილოტები ნებისმიერ ადგილას მოგიტანენ. სფეის ბარათს არ აქვს არც ყოველწლიური და არც ყოველთვიური მომსახურების საკომისიო.
ჩვენს პარტნიორ ბანკომატებში (თიბისი, ხალიკ ბანკი, ბაზის ბანკი) - უფასო. ლიბერთი ბანკის ბანკომატებში საკომისიო არის თანხის 0.7%, მინ. 0.3₾. ხოლო, სხვა ბანკის ბანკომატებში 2%, მინ. 6₾.
ბარათს უკვეთავ აპლიკაციიდან და მოგვაქვს ნებისმიერ მისამართზე: თბილისში - 2-3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში.
პინის მისაღებად, სფეის აპლიკაციაში, მთავარი გვერდზე, “ბარათებში” აირჩიე შენთვის სასურველი სფეის ბარათი, დააწექი ღილაკს “ბარათის აქტივაცია”, შემდეგ მიუთითე ბარათის ბოლო 4 ციფრი და დაელოდე პინ კოდს, რომელიც სმს-ის სახით მოგივა, სფეისში დარეგისტრირებულ მობილურ ნომერზე. ბარათი აქტიურდება პინის მიღებისთანავე.
ბარათის გასაუქმებლად დაგვირეკე 0322 711 711-ზე ან მოგვწერე აპლიკაციის ჩათში.
დაკარგული სფეის ბარათის შეკვეთა თავად შეგიძლია პირდაპირ აპლიკაციაში. დააჭირე შენს ბარათს აპლიკაციაში, შემდეგ ღილაკებს “სხვა” და “ბარათის განახლება”. გაითვალისწინე, ამ სერვისის საფასური 10₾-ია, თუმცა ყოველთვის შეგიძლია, წამებში გაიაქტიურო ციფრული ბარათი სრულიად უფასოდ.
პინის განახლებისთვის შედი აპლიკაციაში, ამოწიე ქვედა ისარი მთავარ გვერდზე, დააჭირე სფეის ბარათს და ღილაკს "პინის შეცვლა". ამ შემთხვევაში აპლიკაცია თავად დააგენერირებს ახალ პინს. თუ კონკრეტული ციფრების კომბინაციის დაყენება გსრუს, შეცვალე პინი თიბისის ბანკომატიდან.
ბარათის დასაბლოკად შედი აპლიკაციაში, ამოწიე ქვედა ისარი მთავარ გვერდზე, დააჭირე სფეის ბარათს და "სხვა" ღილაკს. მასზე დაჭერის შემდეგ, აირჩიე ღილაკი "ბარათის დაბლოკვა". კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე 0322 711 711.
ანგარიშის სანახავად უნდა შეხვიდე სფეისის აპლიკაციაში შენს გვერდზე (მთავარ გვერდზე, ეკრანის ქვედა ნაწილში არის პატარა ისარი, დააჭირე ამ ისარს), პირველივე სექციაში წერია შენი ანგარიშის ნომერი.
სხვა ბანკის ბარათის დასამატებლად უნდა შეხვიდე სფეისის აპლიკაციაში. ეკრანის ქვედა ნაწილში არის პატარა ისარი, დააჭირე ამ ისარს. ბარათების სექციაში დააჭირე პლუს ღილაკს (ბარათების დამატებას). *გაითვალისწინე, ბარათებში ვერ დაამატებ ლიბერთი ბანკის სოციალურ ბარათს, ამერიკან ექსპრესსა და საპენსიო ბარათს.
მთავარ გვერდზე ბალანსის ღილაკზე დაჭერით გადახვალ ტრანზაქციების ისტორიაზე.
თანხის შეტანა Tbcpay.ge-დან შეგიძლია, სადაც სფეის სივრცე დაგხვდება
სფეისის ციფრული ბარათი არის სადებეტო, Visa Classic ტიპის ბარათი და მოიცავს სამ დამოუკიდებელ ბარათს დოლარში, ლარში და ევროში.
ციფრული ბარათების შესაკვეთად, აპლიკაციის მთავარი გვერდიდან უნდა ჩამოსქროლო ქვემოთ, დააჭირო ბარათის შეკვეთა/დამატებას, შემდეგ აირჩიო ციფრული ბარათის შეკვეთა, დააჭირო შემდეგს, გაეცნო და დაეთანხმო პირობებს, უპასუხო კითხვას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, მიჰყვე ინსტრუქციას და აირჩიო სასურველი ვალუტის ბარათი.
შეკვეთიდან 5 წუთში შენს მიერ არჩეული სფეისის ციფრული ბარათი აქტიურდება და მისი გამოყენება მომენტალურად შეგიძლია.
სფეისის ციფრული ბარათები საუკეთესო ალტერნატივაა უსაფრთხო ელექტრონული ტრანზაქციებისა და ონლაინ შოპინგისთვის. შენ შეგიძლია გადაიტანო სასურველი ვალუტის ციფრულ ბარათზე ზუსტად ის თანხა, რამდენის დახარჯვაც გინდა და აღარ იფიქრო ბლოკირებულ ფულზე.

ამასთან, შეგიძლია აირჩიო რომელი ბარათიდან და რამდენის გადარიცხვა გსურს ციფრულ ბარათებზე და იქვე დაინახო მიმდინარე ვალუტის კურსი და თანხა, რომელიც კონვერტაციისთვის დაგჭირდება.

ფიზიკური ბარათისგან განსხვავებით, შეკვეთისას არ გიწევს ბარათების ლოდინი, ასევე, მათი თან ტარება.
ჯამში სულ 3 ციფრული ბარათის შეკვეთა შეგიძლია:
  • სფეისის ციფრული ვიზა ბარათი დოლარში
  • სფეისის ციფრული ვიზა ბარათი ევროში
  • სფეისის ციფრული ვიზა ბარათი ლარში
გაითვალისწინე, თითოეული ბარათი ცალ-ცალკე უნდა შეუკვეთო. თითის ერთი დაჭერით, სამივე ვალუტის ბარათების შეკვეთას ერთდროულად ვერ შეძლებ.
ბარათებს არ აქვს არც ყოველწლიური, არც ყოველთვიური მომსახურების საკომისიო. ასევე, მათი შეკვეთა არის სრულიად უფასო.
სფეისის სამივე ვალუტის ციფრული ბარათების მოქმედების ვადა 4 წელია.
ლარის ციფრულ ბარათზე
თანხის შეტანა შესაძლებელია ანგარიშის ნომრით და ბარათებს შორის გადარიცხვის მეთოდით. ასევე, Tbcpay.ge-დან, სადაც სფეის სივრცე დაგხვდება და TBC Pay-ს აპარატებიდან თანხის ჩარიცხვის გზით


დოლარისა და ევროს ციფრულ ბარათებზე
თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც სფეისის ლარის ანგარიშიდან კონვერტაციის, ისე სხვა ბანკის ანგარიშიდან ანგარიშის ნომრით გადმორიცხვის პრინციპით. გადმორიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ერთნაირი ვალუტის მქონე ანგარიშებს შორის, მაგალითად სხვა ბანკის დოლარის ანგარიშიდან სფეისის ციფრული ბარათის დოლარის ანგარიშზე.

ასევე, შეგიძლია სასურველი ვალუტა, ჩარიცხო შესაბამის ციფრულ ბარათზე Tbcpay.ge-დან, სადაც სფეის სივრცე დაგხვდება და TBC Pay-ს აპარატებიდან.

გაითვალისწინე, აპლიკაციაში მიბმული სხვა ბარათიდან არ ხდება ფულის ციფრულ ბარათებზე გადმოტანა.
ციფრული ბარათებიდან თანხის განაღდებას შეძლებ თიბისის ბანკომატებიდან Apple Pay-ს და TBC Wallet-ის დახმარებით.

ასევე, შეგიძლია დოლარის და ევროს ციფრული ბარათებიდან თანხა გადაიტანო ლარის ციფრულ ან ფიზიკურ ბარათზე კონვერტაციის გზით და შემდეგ გაანაღდო.

თიბისის ბანკომატებიდან გაიცემა დოლარის და ევროს მხოლოდ 50-იანი და 100-იანი კუპიურები, ხოლო განაღდების საკომისიო 0.2%-ია, მინიმუმ 0.2 GEL/USD/EUR.
დააჭირე სასურველ ციფრულ ბარათს, შემდეგ მონაცემებს, გაიარე ავთენტიფიკაციის პროცესი და ბარათის დეტალებიც გამოგიჩნდება.
აპლიკაციის მთავარ გვერდზე ბარათების ველში გადადი სასურველ ბარათზე და ანგარიშის ნომერიც გამოგიჩნდება.
ბარათის გასაუქმებლად დაგვირეკე 0322 711 711-ზე ან მოგვწერე აპლიკაციის ჩათში Android-ის მოწყობილობიდან.
ბარათის დასაბლოკად შედი აპლიკაციაში, ბარათების ველში დააჭირე სასურველ ბარათს და "სხვა" ღილაკს, აირჩიე "ბარათის დაბლოკვა" და დაეთანხმე. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე 0322 711 711 ან მოგვწერე აპლიკაციის ჩათში Android-ის მოწყობილობიდან.
ამ ეტაპზე, მხოლოდ ლარის ციფრული ბარათიდან არის თანხის სხვა ბანკში გადარიცხვა შესაძლებელი.
ლარის ციფრული ბარათიდან, ერთჯერადად, ბარათებს შორის გადარიცხვით შეგიძლია გადარიცხო მაქს. 1500 ლარი, ხოლო დღიური ლიმიტი არის 5000 ლარი. ანგარიშიდან ანგარიშზე ერთჯერადად შეგიძლია გადარიცხო მაქს. 25 000 ლარი

შეგიძლია უკუკონვერტაციის გზით, დოლარისა და ევროს ციფრული ბარათებიდან თანხა დააკონვერტირო ლარში და დაისვა სფეისის ლარის ციფრულ ბარათზე. Დოლარისა და ევროს ციფრული ბარათებიდან ერთჯერადი კონვერტაციით გადარიცხვის ლიმიტი 1500 USD/EUR, დღიური ლიმიტი კი 5000 USD/EUR.
ლარის ციფრული ბარათიდად ერთჯერადი გადახდის ლიმიტი 1500 ლარია, დღიური - 5000 ლარი.

ევროსა და დოლარის ციფრული ბარათებიდან ერთჯერადი გადახდის ლიმიტი 1500 USD/EUR, დღიური 5000 USD/EUR
მთავარ გვერდზე ტრანზაქციებზე დაჭერით გადახვალ ტრანზაქციების ისტორიაზე, სადაც ციფრული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციებიც გამოგიჩნდება.
სფეისში ყველა კომუნალურის გადახდა უფასოა, გარდა ენერგოპროს გადასახადისა, რომლის ღირებულება არის 50 თეთრი. აღნიშნული საკომისიო ჩვენ არ გვეკუთვნის.
სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელსაც არ აქვს ფილიალები და მხოლოდ შენს ტელეფონში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისში მომხმარებლების რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა ყოველდღიური ფინანსური სერვისის მიღება შესაძლებელია პირდაპირ აპლიკაციიდან.
სფეისის პროდუქტებია: სფეის ბარათი, მომენტალური სესხი, მყისიერი გადარიცხვა, კომუნალური და სხვა გადახდები, ონლაინ განვადება, ყულაბები.
ფილიალები სფეისს არ აქვს, ყველანაირი დახმარების გაწევა შეგვიძლია ონლაინ ან სატელეფონო ზარით. დაგვიკავშირდი ნომერზე 2 711 711, მოგვწერე აპლიკაციიდან ან მოგვძებნეთ facebook-ში.
შეგიძლია დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 2 711 711, მოგვწერე აპლიკაციიდან ან პირდაპირ messenger-ში.
თანხის განაღდება შეგიძლია ნებისმიერ ბანკომატში. ჩვენს პარტნიორ ბანკომატებში განაღდება უფასოა: • თიბისი • ხალიკ ბანკი • ბაზის ბანკი ლიბერთი ბანკის ბანკომატებში საკომისიო თანხის 0.7%, მინ. 0.3₾. ხოლო, სხვა ბანკის ბანკომატებში 2% მინ. 6₾-ია.
აპლიკაციის მთავარ გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე "კაცუნას", შემდეგ შენს სახელს და გვარს და შეცვალე სასურველი მონაცემები.
პაროლის გასაახლებლად აპლიკაციაში შესვლის დროს უნდა დააჭირო „პაროლის შეცვლა“-ს, შეიყვანო ბარათის მონაცემები და შეცვალო პაროლი.
სფეისში გთავაზობთ ყველაზე მარტივ, სწრაფ და გამჭვირვალე ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, სადაც არ არსებობს რიგები, ლოდინი და არასამუშაო დრო. ყველაფერს აკეთებ შენი მობილური ტელეფონით, მყისიერად. მინიმუმამდე დავიყვანეთ საკომისიოები და დავამატეთ ქეშბექისა და ლოიალობის უნიკალური პროგრამა, რომელიც ბარათის და სხვა პროდუქტების აქტიურად გამოყენებისთვის ყოველ პარასკევს 5₾-დან 150₾-მდე გასაჩუქრებს.
სფეისი იურიდიულად ეკუთვნის თიბისი ბანკს, ოპერირებს დამოუკიდებლად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით.
კი, აპლიკაცია განკუთვნილია, როგორც iOS (13.0 ან უფრო ახალი) ისე Android (5.0 ან უფრო ახალი) ოპერაციული სისტემებისთვის.
დაგრჩა კითხვები?
მოგვწერე

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.