ონლაინ სესხი სფეისში | ონლაინ სესხები | Onlain Sesxebi

მომენტალური ონლაინ სესხი

  • მოითხოვე სესხი ნებისმიერი ადგილიდან
  • ნებისმიერ დროს, 24/7-ზე
  • მიიღე პასუხი მომენტალურად

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    გამოთვალე შენი ყოველთვიური შენატანი

    გაითვალისწინე, კალკულატორი ითვლის სავარაუდო შენატანის ოდენობას, შენ მიერ შეყვანილი მონაცემების გათვალისწინებით. შედეგში გათვალისწინებულია ეფექტური 19%, თუმცა რეალურად საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად საკრედიტო რეიტინგისა და ისტორიის მიხედვით ითვლება.

    3000
    რა თანხის აღება გსურს?
    3 თვე
    რამდენში ხანში დაფარავ?
    19%
    წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
    570
    ყოველთვიურად გადასახდელი თანხა
    სესხის პირობები
    სფეისში შეგიძლია მომენტალურად აიღო სესხი, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24/-7ზე. ამისთვის რამდენიმე წუთი დაგჭირდება.
    ჩვენ არ გვაქვს არც სესხის გაცემის, არც მომსახურების და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო.

    მოირგე სესხი საკუთარ თავზე

    თავად წყვეტ, რა თანხის აღება გსურს, როგორ გადაიხდი და როდის

    სფეისში სესხი გაიცემა 100₾-დან 50,000₾-მდე, 1-დან 48 თვემდე ვადით.
    შეარჩიე თარიღი და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის რაოდენობა შენი სურვილის მიხედვით. ნებისმიერ დროს შეგიძლია გადაიხადო წინსწრებით, ჯარიმის გარეშე.
    შეგიძლია არ დაელოდო სფეის ბარათს. უბრალოდ დაამატე ნებისმიერი ბანკის ბარათი აპლიკაციაში და დაისვი თანხა მომენტალურად, თითის ერთი დაჭერით.

    რა არის საჭირო სესხის ასაღებად?

    სფეის სესხი გაიცემა 20 წლიდან, 60 წლამდე მომხმარებლებზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვემსახურებით ორმაგი მოქალაქეობის ან მწვანე ბარათის მფლობელებს.
    სფეის სესხის ასაღებად საჭიროა, დაადასტურო შენი შემოსავალი, რომლის ყოველთვიური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სისტემამ არ მოგთხოვოს დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა და სესხი ავტომატურად დაგიმტკიცდეს.
    სესხის ასაღებად შეიძლება დაგჭირდეს ხელფასის, ქირის/იჯარის ან დივიდენდის, ბოლო 4 თვიდან სამი თვის ჩარიცხვის დოკუმენტის ატვირთვა. ჩარიცხვის დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბოლო თვის ხელფასის ჩარიცხვა. ასევე, შესაძლებელია წარადგინო ფულადი გზავნილის ჩარიცხვის დოკუმენტი, ბოლო 6 თვიდან მინიმუმ 5 თვის.

    როგორ ავიღო სფეის სესხი?

    გაიარე სამი მარტივი ეტაპი

    თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, გადმოწერე აპლიკაცია და დარეგისტრირდი ონლაინ. გადაიღე სელფი, გადაუღე ფოტო პირადობის მოწმობას ან პასპორტს და გახსენი ანგარიში სულ რამდენიმე წუთში.
    სესხის ასაღებად აპლიკაციის მთავარი გვერდიდან ჩამოსქროლე ქვემოთ, დააჭირე სესხის აღებას, მიუთითე სასურველი თანხა, გადახდის დღე, აირჩიე ყოველთვიური შენატანის ოდენობა და მიჰყევი ინსტრუქციას. გაითვალისწინე, სფეისში ერთდროულად მხოლოდ ერთი სესხის აღებას შეძლებ, თუმცა ლიმიტის გაზრდას ნებისმიერ დროს მოითხოვ.
    სესხის მოთხოვნაზე პასუხის მიღების შემდეგ, დაადასტურე საბოლოო პირობები და დაისვი თანხა სასურველ ბარათზე.

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.