სფეისი - შენი ყოველდღიური ფინანსების სამართავად

ჩვენს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებმა ცხოვრება გაამარტივა, დადგა დრო, რომ საკუთარი ფინანსების ყოველდღიური კონტროლი და მართვაც ძალიან მარტივი გახდეს

სფეისი - შენი ყოველდღიური ფინანსების სამართავად

ნებისმიერი ბარათი, ნებისმიერი ბანკი

მარტივი ციფრული ბანკი

სფეისი შექმნილია თქვენი ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების გასამარტივებლად. სფეისის საშუალებით თავიდან აირიდებთ ბიუროკრატიას, რიგს და მომაბეზრებელ პროცედურებს. სფეისის საშუალებით შენ დაზოგავ ყველაზე ძვირფასს სამყაროში - შენს დროს.

მიაბი ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი ბარათი

თუ რამოდენიმე ბანკის ბარათს ერთდროულად იყენებ, მიაბი ყველა ბარათი აპლიკაციაში და სხვადასხვა ოპერაციისთვის შეარჩიე ნებისმიერი ბარათი. ასევე გადარიცხე ბარათიდან ბარათზე თანხა მყისიერად და აკონტროლე შენი ფინანსები ერთ სივრცეში.

გადარიცხე მარტივად

სფეის აპი შეგიცვლის ყველა ფინანსურ აპლიკაციას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე ბანკის მომხმარებელი ხარ. სფეისის საშუალებით შეგიძლია მყისიერად, თითის ერთი დაჭერით გადაიტანო თანხა ბარათიდან ბარათზე. დაივიწყე ფილიალიდან ფილიალებში სიარული. დაივიწყე ფეიბოქსები. რადგან სფეისი ნიშნავს შენს ყველა ბარათს ერთ სივრცეში

 სფეისი - ყველა აბრათი ერთ სივრცეში

სფეისის პროდუქტები

რაში გამოვიყენებ სფეისს?

სფეისი არის პირველი სრულიად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც მხოლოდ შენს მობილურ ტელეფონში არსებობს. სფეისის საშუალებით შენი ფინანსების კონტროლი ხდება აბსოლუტურად გამჭვირვალე და სრულიად გადმოდის შენს ხელში. სფეისი ნიშნავს შენს ფულს შენს ჯიბეში.

გადაიხადე გადასახადები

არსებობს ცხოვრებაში მოსაწყენი პროცესები, რომელთაც ვერ გაექცევი, თუმცა ისინი შეგიძლია გაამარტივო. გადაიხადე კომუნალურები, შეავსე მობილური ბალანსი და მიიღე შეხსენებები გადახდებთან დაკავშირებით სფეისში და ეს პროცესი ნაკლები თავის ტკივილი გახდება შენთვის. სფეისი საშუალებას გაძლევს თითის ერთი დაჭერით გადაიხადო კომუნალური გადასახები და შეავსო მობილური ტელეფონის ბალანსი.

გადაურიცხე ფული მეგობარს

როდესაც ახლობლებს ვჭირდებით, დრო არ იცდის. გადაურიცხე ფული მეგობარს ან ოჯახის წევრს მყისიერად. არ არის აუცილებელი იცოდე მისი ანგარიშის ნომერი. თანხის გაგზავნა შეგიძლია მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით.

აიღე სესხი

სფეისით სესხს აიღებ რამდენიმე წუთში, მობილურით, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ სწრაფი სესხი მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს, ამიტომ მისი მიღების პროცესს მაქსიმალურად ვამარტივებთ. რაც მთავარია ამ მყისიერებაში არ უნდა იხდიდე ზედმეტს. მიიღე შენთვის საუკეთესო შეთავაზება სფეისში.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

პინის შეცვლა

სფეისის აპლიკაციიდან შეგიძლია ბარათის პინკოდის შეცვლა ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე. ჩვენ გვესმის, რომ გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის გამო შეიძლება პინი დაგავიწყდეს. ამიტომ მისი ცვლილება ბევრად უფრო მარტივი იქნება ვიდრე აქამდე. გახსოვდეს, რომ სფეისი შექმნილია შენი ყოველდღიური ფინანსების მართვის გასამარტივებლად.

ბარათის დაბლოკვა და ბლოკის მოხსნა

რა არ ხდება ცხოვრებაში. თუ უეცრად აღმოაჩინე, რომ ბარათი დაკარგე, მთავარია, არ ინერვიულო, ზარის განხორციელებაც კი არ გჭირდება. გახსენი აპლიკაცია და მარტივად დაბლოკე ბარათი წამებში. თუ შემდეგ სავარძლის უკან იპოვნი შენს ბარათს, ბლოკის მოხსნაც ასევე წამებშია შესაძლებელი. სფეის აპით შენი ბარათი იქნება დაცული. სფეის აპით შენ რიგში ყოველთვის იქნებით პირველი - 24/7

გადმოწერე