სფეისი

ბრენდი, როგორც მომხმარებლის მეგობარი

ალბათ ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, როცა სასწრაფოდ გჭირდება კომპანიის დახმარება, შედიხარ ვებ.გვერდებზე, ეძებ საკონტაქტო ინფორმაციას, ძლივს მიაგნებ ელ.ფოსტის მისამართს, რომელზეც კაცმა არ იცის, როდის გიპასუხებენ😥 სფეისში გადავწყვიტეთ, რომ პირიქით, მომხმარებელთან საუბარი გვსურს, ამიტომ ყველგან შეამჩნევ ჩვენს ნომერს (2 711 711) და 24/7-ზე მზაობას, დაგეხმაროთ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში!

მე ხატია კილასონია ვარ, მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი და ყოველდღიურად უზრუნველვყოფ, რომ სფეისთან ურთიერთობა შენთვის ისეთივე კომფორტული, მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ნამდვილ მეგობართან.

წარმოიდგინე, დღეში ასობით რეკლამას ნახულობ, კომპანიები იბრძვიან შენი რამდენიმეწამიანი ყურადღებისთვის, ამ დროს კი, ქოლცენტრში თუ რეკავ, საშუალოდ 5-10 წუთს ატარებ ოპერატორთან საუბარში. ამ დროში, კომპანიას უნიკალური შესაძლებლობა აქვს, სასიამოვნოდ დაგამახსოვროს თავი და დადებითი ემოციები და ასოციაციები გაგიჩინოს ბრენდის მიმართ, რაზეც შეიძლება მეგობრებსაც მოუყვე, ან თუნდაც სოც. მედიაში გააზიარო.
სფეისში შენს ზარებს და მიმოწერებს მისიის მენეჯერები პასუხობენ. მათი მისიაა, შენზე იზრუნონ, შეგიქმნან საუკეთესო გამოცდილება და ზუსტად ისე დაგეხმარონ, როგორც თავად ისურვებდნენ დახმარების მიღებას იმავე სიტუაციაში.

ჩვენ არ გვაქვს შაბლონური და წინასწარ გაწერილი პასუხები. თითოეული მისიის მენეჯერი ინდივიდუალურად გამოხატავს შენთან მეგობრობის სურვილს და ცდილობს, სფეისთან შენი ნებისმიერი კომუნიკაცია სასიამოვნო და უშუალო იყოს.

მისიის მენეჯერები ყოველდღიურად პასუხობენ ასობით სატელეფონო ზარს, ელექტრონულ წერილს თუ Messenger შეტყობინებას და მომხმარებელთან ყოველ კონტაქტს აღიქვამენ, როგორც შესაძლებლობას – ვაშენოთ მომხმარებლის მეგობარი ბრენდი, რომელიც გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის თითოეული სფეისელისთვის.

სფეისში არ ვზომავთ ზარის ხანგრძლივობას და ამ მხრივ, არ ვზოგავთ რესურსებს. ჩვენი ყველაზე გრძელი ზარი 3 საათსაც კი გაგრძელდა.

მისიის მენეჯერებს, ხშირ შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების მიზნით ურეკავენ. ზოგიერთი, უბრალოდ, თავს მარტო გრძნობს. ხშირად, იმასაც გვწერენ, არაფერი მინდა, უბრალოდ მოგიკითხეთო. ნეტავ იცოდეთ, როგორც გვიყვარს სფეისელებთან ასეთი მიმოწერები 😍
ისეც ხდება, რომ მომხმარებელი განაწყენებული გვირეკავს და გვიბრაზდება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, რასაც თითოეული გუნდის წევრი, იქნება ეს უშუალოდ მისიის მენეჯერი თუ დეველოპერი, ძალიან განვიცდით და მთელი ძალებით ვერთვებით ამ პრობლემის მოგვარებაში.

ვფიქრობ, რაც გვსურდა, გამოგვივიდა – სფეისთან საუბარი ტრადიციულ ბანკებთან კომუნიკაციას არაფრით ჰგავს და მომხმარებელი თავის მეგობრად გვთვლის🚀

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.