სფეის ბარათი სფეისი ციფრული ბარათი

როგორ შეიქმნა ციფრული ბარათები სფეისში 🛰️

სფეისის გუნდში უკვე 200-ზე მეტი ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადამიანი ყოველდღიურად ვფიქრობთ, როგორ გავუმარტივოთ სფეისელებს საბანკო სერვისებით სარგებლობა და მათთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტები შევქმნათ! 

 

სფეისში გვჯერა, რომ ყველაზე უკეთ თავად სფეისელებმა იციან, რა სურთ და ამიტომ მათივე კარნახით ვიწყებთ ახალ პროდუქტებზე მუშაობას. სწორედ ასე დაგვემატა სფეისში ციფრული ბარათები 3 სხვადასხვა ვალუტაში! 

 

თათია კალანდაძე, უფროსი მისიის მენეჯერი 

მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრი - ასე ჰქვია ჩემს გუნდს, რომელიც მისიის მენეჯერებისგან შედგება. მისიის მენეჯერები 24/7-ზე ეხმარებიან სფეისელებს და ნებისმიერ მათ უკუკავშირს ინიშნავენ, რომელსაც ისინი აპლიკაციის, მეილის, სოციალური მედიისა თუ სატელეფონო ზარის საშუალებით აფიქსირებენ. ასევე, ხშირად ვატარებთ გამოკითხვას, რომ დავადგინოთ მომხმარებლების საჭიროებები. ეს ყველაფერი შემდეგ მიგვაქვს შესაბამის გუნდებამდე და სფეისში იწყება ახალ პროდუქტებზე მუშაობა  

 

მაგალითად, ჩვენი მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ სავალუტო ანგარიშების დამატებას, რადგან მათთვის ბევრად მარტივი გამხდარიყო ელექტრონულ კომერციაში სფეის ბარათის გამოყენება და უცხოურ საიტებზე სასურველ ვალუტაში შოპინგი.   

 

ამ საკითხზე მისიის მენეჯერების მხრიდან ყველა უკუკავშირი დაფიქსირდა, გადაეცა შესაბამის გუნდებს და სფეისში ციფრული ბარათების შექმნის პროცესი დაიწყო 

 

ნათია ჭანტურია, უფროსი პროდუქტის მფლობელი 

პროდუქტის შექმნისას ერთ-ერთი უპირველესი ეტაპი არის კვლევა, როგორც ბაზრის, ასევე მომხმარებლების საჭიროებების. ამის შემდეგ, ვაყალიბებთ ზუსტ საჭიროებას ან პრობლემას და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა ფუნქციონალი გაუადვილებს ცხოვრებას სფეისელებს. ასე იქმნება ახალი პროდუქტის კონკრეტული მონახაზი. 

 

მას შემდეგ რაც, ციფრული ბარათების შექმნაზე მომხმარებლების უკუკავშირი მივიღეთ და თან ვიცოდით, რომ განსაკუთრებით დოლარისა და ევროს ვალუტებს ელოდებოდნენ, დავიწყეთ ფიქრი. გვინდოდა, არც ამ შემთხვევაში გაგვეშვა სტანდარტული პროდუქტი, არამედ უფრო გაგვემარტივებინა და გაგვეუმჯობესებინა არსებული გამოცდილება. 

ჩვენი მუშაობის პროცესი ასეთი იყო: 
  • ჩამოვაყალიბეთ პროდუქტის იდეა და შინაარსი;
  • გავაკეთეთ მომხმარებლების კვლევა და აღმოვაჩინეთ კონკრეტული “pain point” – ები, რაც შემდეგ პროდუქტის ფუნქციონალში გადავთარგმნეთ;
  • გადავედით დიზაინის ეტაპზე და რეალურ მომხმარებლებს გავატესტინეთ პროტოტიპი;
  • დავიწყეთ პროდუქტის ტექნიკურად შექმნაზე მუშაობა;

 

სოსო სადუნაშვილი, სისტემის ანალიტიკოსი 

მე და ჩემი გუნდი, ამ ეტაპზე, სფეისის აპლიკაციაში ვაუმჯობესებთ და ვნერგავთ საბარათე ბიზნესთან დაკავშირებულ პროდუქტებს. პროდუქტის დეველოპმენტის პროცესშიც, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებაა. 

 

გრუმინგის შემდეგ, რომლის დროსაც “front-ის” და “back-ის” დეველოპერები განვიხილავთ პროდუქტისთვის შექმნილ დიზაინს და ვარკვევთ, რა მოცულობის სამუშაოები დასჭირდება დიზაინში გათვალისწინებულ ფუნქციონალებს, ვიწყებთ პროდუქტის დეველოპმენტს.  

 

დეველოპმენტის პარალელურად, ყოველდღიურად ხდება პროცესში დაფიქსირებული ტექნიკური საკითხების იდენტიფიკაცია და გარჩევა. 

 

ციფრული ბარათის დეველოპმენტის ნაწილში ყველაზე დიდი ფუნქციონალი, რაც გაკეთდა იყო აპლიკაციაში დოლარის და ევროს ანგარიშების დამატება, რომელშიც ყველა გუნდის back-ის დეველოპერი და ანალიტიკოსი იყო ჩართული. 

 

ნატო ჭიჭინაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი 

პროდუქტის დეველოპმენტის დასრულების შემდეგ, სფეისში იწყება ტესტირება, რაც მოიცავს სატესტო შემთხვევების შექმნას და წინასწარ გაწერილი სცენარების მიხედვით ფუნქციონალების დატესტვას.  

 

ციფრული ბარათებისთვის სფეისში გამოვიყენეთ ე.წ. friends & family ტიპის ტესტირება და პროდუქტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ციფრული ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობა სფეისის გუნდის წევრებს მივეცით. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები ტესტავდნენ და რჩევებს/შენიშვნებს/რეკომენდაციებს გვიზიარებდნენ, ჩვენ კი მათი გათვალისწინებით პროდუქტში შეგვქონდა ცვლილებები. გამოდის, ციფრული ბარათის შექმნაში სფეისის ყველა თანამშრომლის წვლილია შეტანილი  

 

საბოლოოდ მივედით “Go Live” ფაზამდე და ახლა ციფრული ბარათების გამოყენება უკვე ნებისმიერ სფეისელს შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის საწყის წერტილს ვუბრუნდებით და ისევ ვაანალიზებთ მომხარებლის უკუკავშირს, პროდუქტის სამომავლო განვითარებისთვის! 

 

ასეთია ინოვაციური ციფრული პროდუქტების შექმნის სფეისური გზა – შენ გვთხოვ და ჩვენ გისრულებთ! 

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.