როდის, სად და რა უნდა ჭამო შაბათ-კვირას?

რამდენადაც სასიამოვნოა შაბათ-კვირის დადგომა, იმდენად დამღლელი შეიძლება იყოს იმის დაგეგმვა თუ სად წახვალ ამ დღეებში, მითუმეტეს, თუ სამეგობროს “მოვლა-პატრონობა” შენ ჩაგაბარეს.😄

 

მომავალ უქმეებს რომ მომზადებული შეხვდე, ბევრი ადგილის სტუმრობის, კერძების დაგემოვნებისა და “ექსპერტების” ჩარევის შედეგად, გიზიარებთ გზამკვლევს, რომელიც გირჩევს, რომელ კვების ობიექტებს უნდა ესტუმრო, დღის მონაკვეთის მიხედვით. 

 

*სპოილერი: ბლოგის ბოლოს, სიურპრიზი გელოდება😋

 

10:00 სთ

ყველას არ ესმის, რამდენად თერაპიული შეიძლება იყოს დილით, თუნდაც, კომპანიონის გარეშე, სასაუზმოდ გასვლა, რადგან ამ პერიოდში, ჯერ კიდევ არ არის გადატვირთული ობიექტები და შეგიძლია, შენთვის საყვარელი საუზმე, ყავასთან ერთად, მშვიდად მიირთვა. თუ გვეთანხმები, გირჩევთ ესტუმრო კაფეებს Sol და Hello breakfast, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, ლამაზი სივრცეც დაგხვდება.


13:00 სთ

თუ დილით საუზმის იდეა მოგწონს, მაგრამ დამღლელი კვირის შემდეგ ვერც ძილზე ამბობ უარს, სწორედ შენთვის გამოიგონეს ბრანჩი. თან, ამ დროს მზე უკვე კარგადაა ამოსული და გარე სივრცეებშიც შეგიძლია შეხვდე მეგობრებს, მაგალითად, ქიქოძე-ში. ახალი და განსხვავებული გემოების აღმოსაჩენად, გირჩევთ, ველერს ესტუმრო.

19:00 სთ

აი, დადგა ნაწილი, რომლის გამოც ბლოგის კითხვა ჯერ კიდევ არ შეგიწყვიტავს. შესავლის გარეშე, ჩამოგითვლი იმ ადგილებს, რომლებსაც სავახშმოდ აუცილებლად უნდა ესტუმრო. 

  • სამწვადე Honoré თუ არ გიყვარს, როცა საჭმელს მხოლოდ შენთვის უკვეთავ და გირჩევნია მეგობრებთან ერთად სხვადასხვა კერძი გაიზიარო
  • ოსტერია ამბროზიანო – თუ იტალიური სამზარეულოსკენ და მყუდრო გარემოსკენ გაგიწევს გული. კერძების ცალ-ცალკე ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი გემრიელია პასტით დაწყებული და რიზოტოთი დამთავრებული.
21:00 სთ

ბოლო და ყველზე ტკბილი გაჩერება! 😍 მართალია, ამ დროს ტკბილეულის ჭამა შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ გემრიელად ჭამის მერე, თუ შენც გიყვარს დღის ტკბილეულით დასრულება, საუკეთესო დესერტები შეგიგროვეთ:

 

  • ბასკური ჩიზქეიქი და კრემ-ბრულე 📍 მადრე
  • პონჩიკი კენკრის და შაშკვლავის კრემით, ნაპოლეონი და წითელი ხავერდი 📍 პური გულიანი
  • სტაფილოს ნამცხვარი 📍 Milk
🥁 დაპირებული სიურპრიზის დროც დადგა!

თუ გეგონა, რომ შაბათ-კვირა უკეთესი ვეღარ გახდებოდა, ახლავე გადაიფიქრებ.
ყოველ შაბათ-კვირას, კვების ნებისმიერ ობიექტში სფეის ბარათებით გადახდისას, თანხის 7% მომენტალურად უკან დაგიბრუნდება🥳

 

Როგორ?

  • გადაიხადე სფეისის ლარის ბარათებით
  • გამოიყენე აუცილებლად Apple pay ან Google Pay
  • მიიღე ქეშბექი მომენტალურად, ჯამში 50 ლარი

 


აქცია აპრილის ბოლომდე გრძელდება, ამიტომ ამ შაბათ-კვირასვე გამოსცადე ჩვენი გზავმკვლევი მეგობრებთან ერთად. თუ ვინმე უკმაყოფილო დარჩება, ჩვენ დაგვაბრალე და შენი, როგორიც Food გიდის რეპუტაციაც ხელუხლებელი დარჩება😀

 

კარგ დასვენებას გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.