სფეისი

5 რჩევა სფეისისგან

მოგესალმები სფეისიდან, მე ვარ ვასო ხურცილავა – ციფრული მარკეტინგის სენიორ მენეჯერი. მალე ერთი წელი გახდება, რაც სფეისის გუნდს შემოვუერთდი და მარტივად რომ ვთქვა, ვზრუნავ იმაზე, რომ ყველას მივაწვდინო ხმა, ვინც სფეისის პროდუქტითა და ღირებეულებებით არის დაინტერესებული. ხუთი წელია სარეკლამო სფეროში ვარ და ამ გამოცდილებამ მასწავლა, როგორ უნდა გარდავქმნათ იდეები წარმატებულ სარეკლამო კამპანიებად ციფრული მარკეტინგის სწორი სტრატეგიის გამოყენებით.

Მინდა, ამ ბლოგში გაგიზიარო 5 აუცილებელი ფაქტორი, რის გარეშეც ციფრული მარკეტინგის კეთება წარმოუდგენელია. თუ შენც გაქვს ან აპირებ, რომ შეხება გქონდეს ამ სფეროსთან, ვფიქრობ ეს ინფორმაცია გამოგადგება.

სანამ დავიწყებ, მოკლედ გეტყვი ჩემი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ. ციფრული მარკეტინგი ძალიან ახალგაზრდა პროფესიაა. ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად, ადამიანების ყოველდღიურობაში დიდი ადგილი დაიკავა ციფრულმა სამყარომ – ვიყენებთ სხვადასხვა სოციალურ ქსელს, გასართობ აპლიკაციას ან თუნდაც ვეძებთ სასურველ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით. Მარკეტერებიც ამ სამყაროში წაყვნენ თავის მომხმარებლებლებს და გავჩნდით ჩვენ – ციფრული მარკეტერები.

 რა შეუძლია Data-? 

ონლაინ შოპინგი, ნეტფლიქსის ყურება, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის ძიება, მობილური აპლიკაციების გამოყენება – ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ციფრული სამყარო კომპიუტერების შექმნილია, კომპიუტერებს კი მონაცემების თვლა და ანალიზი უყვართ, ისინი თვლიან და ინახავენ ჩვენს ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს, რასაც Data-ს ვეძახით.  

ნებისმიერი თანამედროვე კომპანიისთვის Data სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია. ადამიანები სარგებლობენ მობილური აპლიკაციებით, საიტებით, ციფრული პროდუქტებით, რაც საშუალებას გაძლევს შეაგროვო და გააანალიზო მათი ქცევა, რათა მარტივად მიხვდე მათ სურვილებსა თუ პრობლემებს და შესაბამისად, იზრუნო მათ შესრულებასა თუ მოგვარებაზე.  

იმისათვის, რომ ძლიერი ციფრული სარეკლამო კამპანიები დაგეგმო და მართო, საჭიროა, გქონდეს მონაცემთა ანალიზის კარგი უნარები, რომელიც დაგეხმარება, გაანალიზო შენი მომხმარებელირა დროს ატარებს შენს საიტზე, როგორ იყენებს შენს პროდ უქტებს, რა გზას გადის საბოლოო პროდუქტის ყიდვამდე და ა.შ. ამ ყველაფრისანალიზი დაგეხმარება, იფიქრო იმაზე, თუ როგორ გაზარდო შენი ბიზნესის მოგება, შეამცირო ხარჯები და მოიზიდო, თუ შეინარჩუნო მომხმარებლები.  

ევრი რომ არ გავაგრძელო, Data ანალიზით შეგიძლია ზუსტად იცოდე, რა სურს შენს თითოეულ მომხმარებელს, ინდივიდუალურად მასზე მორგებული ღირებულება შესთავაზო და არ დაღალო უსარგებლო რეკლამებით. 

გამონაკლისი არც სფეისია, ქვეყნის პირველ სრულად ციფრულ ბანკს განსაკუთრებით მოგვეთხოვება შევაგროვოთ და მომხმარებლის სასიკეთოდ გამოვიყენოთ ყველა სახის ინფორმაცია. მრავალფეროვანი პროდუქტების არსებობის პირობებში, მოპოვებული ინფორმაცია გვეხმარება მივხვდეთ, თუ რა სურთ მათ და სწორად დავგეგმოთ მათთან სარეკლამო თუ საინფორმაციო კომუნიკაცია მრავალი ციფრული არხის საშუალებით. Ამისათვის ვიყენებთ ისეთ ხელსაწყოებს, როგორებიცაა Microsoft Power BI, Google Analytics, Facebook Analytics, და სხვ.  

 როგორ დავაორგანიზოთ და ვმართოთ ჩვენი საქმე 

დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ საქმეში შედეგის მისაღწევად მხოლოდ კარგი ფუნდამენტი არ არის საკმარისი. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებითა და ტექნიკური მახასიათებლებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ პროექტად. პროექტს კი, შესაბამისი დაგეგმვა და მართვა სჭირდება.  

ციფრული მარკეტინგის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭიროა, პროცესში ჩართულ გუნდებს ჰქონდეთ ერთმანეთთან სწორი და ნაყოფიერი კომუნიკაცია.  სფეისში თვითორგანიზებული ორგანიზაციული სტრუქტურა – ე.წ. ჰოლაქრასი გვაქვს, რაც ამ წარმატებულ კომუნიკაციას მშვენივრად უზრუნველყოფს.  

 წარმოიდგინეთ ადამიანის ორგანიზმი – სადაც თითოეულ უჯრედსა და ორგანოს თავისი ფუნქცია აკისრია, რომელსაც დამოუკიდებლად ასრულებს,. თუმცა, ისინი საერთო მიზანს ემსახურებიან – აცოცხლონ სხეული. Აი ასე ვმუშაობთ სფეისშიც.  

როდესაც სფეისი მორიგ „უმაგრეს აქციას“ გეგმავს, ამ პროექტის შესახებ რამდენიმე გუნდი ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. პროდუქტის განვითარების გუნდი სახავს ამოცანებს, მარკეტინგის გუნდი მუშაობს სარეკლამო სტრატეგიასა და მედია გეგმაზე, დიზაინერების გუნდი გვთავაზობს ამ იდეების ულამაზესად გადაწყვეტას, ხოლო ციფრული მარკეტინგის გუნდი ყველას უზიარებს გაანალიზებულ დატას და ამაზე დაყრდნობით, იძლევა რეკომენდაციებს ბიუჯეტზე, კონტენტსა თუ სამიზნე აუდიტორიაზე. ყველა პროცესი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და გადის მუდმივ ტესტირებას.  ამაში პროექტის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომას – ეჯაილს ვიყენებთ. ეჯაილი, პროექტის მუდმივი დახვეწისა და განვითარების პროცესია, რომელიც რეალური ტესტირების გზით გაძლევს საშუალებას გაიგო, სინამდვილეში რა სურს მომხმარებელს.   

 მარკეტინგის ავტომატიზაცია 

სამწუხაროდ, გავრცელებული სტერეოტიპია, რომ ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობა კომპანიის ფეისბუქ გვერდის მართვა და რეკლამების „დაბუსტვაა“, თუმცა ეს ასე არ არის.  

მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სხვადასხვა მესიჯი, სხვადასხვა მიზნისა და დროის გათვალისწინებით მიაწოდო მომხმარებელს შენი პროდუქტით დაინტერესების პროცესში ან მის შემდეგაც.  

 ამისათვის მომხმარებელს მუდმივად უნდა ესაუბრო სხვადასხვა არხის საშუალებით. ასეთი კომუნიკაცია ყოველთვის უნდა დაგეგმო და აღასრულო კონკრეტული ლოგიკითა და ტექნიკური გადაწყვეტილებებით.  

სფეისშიც ასე გვაქვს, ახალბედა და გამოცდილი სფეისის მომხმარებელი, მუდმივად იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტზე სხვადასხვა არხის საშუალებით, იქნება ეს სმს, მეილი თუ ბანერები. Ყველას ყველაფერს არ ვაჩვენებთ, წინასწარ ვსაზღვრავთ, რა შეიძლება იყოს საინტერესო ჩვენი მომხმარებლისთვის და სწორ დროს, სწორ ადგილას ვაწვდით ამ ინფორმაციას.  

მომხმარებლის გამოცდილება 

Ის დრო წავიდა, როცა მარკეტინგი მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზე ფიქრობდა. Დღეს, როგორც არასდროს ძალაუფლება მომხმარებლის ხელშია, რაც განაპირობებს მათზე განსაკუთრებული ზრუნვის აუცილებლობას, როგორც პროდუქტის შეძენამდე, ისე შემდეგ. Ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ურთიერთობისას საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს. 

Ამისთვის საჭიროა, კარგად იცნობდე მათ Და  შექმნა მათზე მორგებული და სრულყოფილი გამოცდილება, პროდუქტის ცნობადობიდან – ერთგულ მომხმარებლად ჩამოყალიბებამდე.  

აქაც უნდა გამოიყენო დალოცვილი Data, რათა თვალი ადევნო მომხმარებლის ქცევას შენს საიტზე თუ აპლიკაციაში. ინფორმაცია ბევრს გეტყვის შენი პროდუქტის ავკარგიანობაზე, სად ფიქსირდება ძლიერი თუ სუსტი მხარეები.  

ჩვენმა UX გუნდმა შექმნა მარტივი და დახვეწილი აპლიკაცია, ზედმეტი გაუგებარი ფუნქციების გარეშე. ეს იმის დამსახურებაა, რომ ყოველთვის გვაქვს ჩვენს ახალ თუ ძველ მომხმარებელთან კომუნიკაცია, ვისმენთ მათ შეფასებებს პროდუქტის შესახებ და ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები.  

ცოდნა ზედმეტი არასდროსაა  

შაბიამნისგან განსხვავებით ციფრული მარკეტინგის მენეჯერისთვის ყველაზე საჭირო ახალი ინფორმაციაა. ყოველდღიური სიახლეების გაცნობა ციფრულ მარკეტინგში, როგორებიცაა ახალი სოციალური ქსელების გაჩენა, სარეკლამო არხების ახალი შესაძლებლობები და ა.შ., დაგეხმარება კარგად გაანალიზო მიმდინარე მოვლენები და თუ შესაძლებლობა გაქვს – მათ ფეხი აუწყო.  

უნდა მოიკვლიო ინფორმაცია შენს სამიზნე აუდიტორიაზე, რომელ ციფრულ პლატფორმას იყენებენ და რა ტიპის კონტენტია მათთვის შესაფერისი. ასევე, თვალი უნდა ადევნო ტრენდებს, რა ფორმატებით შეიძლება გაამრავალფეროვნო შენი კომუნიკაცია, რომ არ მოგიძველდეს.  

სწორედ ამიტომ, სფეისში გვაქვს ახალი ფორმატების გაზიარების ტრადიცია.  ყოველი თვის დასაწყისში ვიკრიბებით და კონტენტის ახალ ვერსიებს, ციფრული მარკეტინგის ახალ ხელსაწყოებს, ახალ სარეკლამო არხებს და ა.შ. განვიხილავთ. 

Რაც ყველაზე მთავარია, ე ქ ს პ ე რ ი მ ე ნ ტ ე ბ ი. ჩვენ ვცდილობთ, რომ არასდროს გავიმეოროთ უკვე არსებული მიდგომები, არამედ შევქმნათ რაღაც ახალი, უნიკალური. Ზოგჯერ არ გამოგვდის, მაგრამ მცდელობას არ ვაჩერებთ. Შენც წარმატებებს გისურვებ ამ კოსმოსურ მოგზაურობაში! 

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.