სფეისი

5 ინოვაცია მომსახურებაში

დღევანდელი სამყარო ბრენდებისთვის ერთი დიდი რბოლაა: სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებში, მომხმარებლებზე ზრუნვაში შეჯიბრი. საწვავი ყველასთვის ტექნოლოგიებია. საკითხავი ის არის, ვინ იქნება შუმახერი და ვინ… მმმ, არა შუმახერი.

თუ მეცამეტე საუკუნის რაინდი არ ხარ (ძალიან გვაინტერესებს, რანაირად ჩაგივარდა ეს ბლოგი ხელში. გთხოვ, თუ რაინდი ხარ გაგვაგებინე) და ოცდამეერთე საუკუნეში მოგიწია ცხოვრება, შეამჩნევდი, რამდენად გაციფრულდა სერვისები და რამდენად ახლოს ვართ მეოცე საუკუნის ფანტასტი მწერლების გამოგონილ სამყაროსთან. აი ფანტასტიკა კი მაშინ შემოდის ცხოვრებაში, როცა ბრენდები ცდილობენ მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებასა და მათ გაბედნიერებაში ერთმანეთს ტოლი არ დაუდონ. ალბათ იმასაც შეამჩნევდი, რომ სფეისშიც ამ თემით ვართ დაკავებულები და ვცდილობთ მზრუნველობა და ინოვაციები არ მოგაკლოთ. პარალელურად კი, რა თქმა უნდა, მსოფლიო სიახლეებსაც ვადევნებთ თვალ-ყურს და ქვემოთ სწორედ იმ ხუთ გამორჩეულ იდეას შემოგთავაზებთ, რომლებთან გაცნობისას აღფრთოვანებით აღმოგხვდა: “ვააააახ”.

1. ბოტი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებს ესაუბრება

“ენდურენსი” კომპანიონი ჩათბოტია და ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებთან ყოველდღიურად საუბარი შეუძლია, ხოლო როგორც კი პაციენტის წინა და ახლანდელ მოწერილებს შორის განსხვავებას შეამჩნევს, შეუძლია მეხსიერების დაკარგვის ადგილები მონიშნოს და როგორც ექიმს, ისე ახლობლებსა და ნათესავებს პაციენტის მდგომარეობაზე თვალ-ყურის დევნებაში დაეხმაროს.

2. აპლიკაცია, რომელიც გაჩვენებს როგორი იქნებოდა გაკეთებული ტატუ მანამ, სანამ გაიკეთებ

აპლიკაცია Inkhunter AR-ის გამოყენებით საშუალებას გაძლევს სასურველი ტატუ ვირტუალურად მოირგო სხეულზე და კიდევ ერთხელ დაფიქრდე, გინდა თუ არა მისი გაკეთება. აპლიკაციით ასევე შეგიძლია კონსულტაციისთვის იმ ტატუ არტისტებს დაუკავშირდე, რომლებიც კონკრეტული, შენთვის სასურველი სტილის ექსპერტები არიან.

3. სილამაზის ვირტუალური მრჩეველი

შემთხვევით ჯიბეში შენი პერსონალური სილამაზის გურუ ხომ არ გესიამოვნებოდა? ლ’ორეალის ბრენდი NYX ასევე AR-ის დახმარებით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მაკიაჟი აპლიკაციით გამოსცადონ. თუ მოგინდა, დაგაკავშირებს კონსულტანტებთან და ლაივ ვიდეო ჩეთის რეჟიმში სხვადასხვა რჩევას მიიღებ.

4. მაღაზიაში დაკარგული მომხმარებლების ნავიგატორი

ალბათ ერთხელ მაინც ყველანი ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში: როცა სახლის საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაბნეული დაძრწიხარ და საჭირო პროდუქტს ვერ პოულობ. Lowe-ის აპლიკაციით მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის მონიშნვა შეუძლიათ, აპლიკაცია კი მათ მიმართულებებს უჩვენებს და ზუსტად იქ მიყავს, სადაც საჭიროა.

5. ინსომნიაკების ბოტი

თუ უძილობა შენი ღამეების განუყოფელი ნაწილია, შეგიძლია მატრასების კომპანია Casper-ის ჩათბოტს მიმართო. ინსომნობოტ-3000 მხოლოდ ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდეა ხელმისაწვდომი და ინსომნიაკებთან ნებისმიერ თემაზე შეუძლია ლაპარაკი, იქნება ეს კარდი ბის ახალი სიმღერა, ვივიენ ვესტვუდის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია თუ მარტინ სკორსეზეს ფილმები. მოკლედ, ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, ფოკუსი ჩათის დროს სწორედაც რომ ლაპარაკზეა მომართული და არა გაყიდვებზე, პერიოდულად ინსომნობოტ-3000 ჭკვიანურად უკავშირებს შენს საჭიროებებს ბრენდს.

მოკლედ, რისი თქმა გვინდა: თანამედროვე ადამიანი, თავისი ცხოვრების წესით, სწორედაც რომ ითხოვს ციფრულ და სრულყოფილ სერვისებს და თუ დააკვირდები, მიხვდები ყოველ წელს რამდენი ახალი აპლიკაცია ემატება შენს მობილურში.

ერთი წლის წინ საქართველოში არც სრულად ციფრული ბანკი არსებობდა, ახლა კი სად კითხულობ ამ ბლოგს? დიახაც. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვმუშაობთ საკუთარ თავზე, რომ კიდევ უფრო ინოვაციური, მარტივი და “ვაააახ” ფუნქციები შევქმნათ. დანარჩენი ერთად განვსაჯოთ ^_^

Stay tuned <3

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.