დაბრუნება

5 ტყუილი სფეისის შესახებ

სფეისში საბანკო მომსახურებაზე უკვე არაერთი მითი დავამსხვრიეთ - ყოველდღიური ბანკინგი არც ისეთი მოსაწყენი, რთული და დროში გაწელილი ყოფილა, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ზოგი პროცესი ისე გავამარტივეთ, ჩვენი მომხმარებლების ნაწილს გაუჭირდა მათი დაჯერება და სფეისზეც შეიქმნა „მოსიარულე მითები”, რომლებსაც ხან კომენტარებში, ხან მესენჯერში, ხანაც ნაცნობების წრეში გავიგონებთ ხოლმე. ჰოდა, ასეთ მოარულ ტყუილებს მომზადებული რომ დახვდე, შენთვის ბლოგი გავამზადეთ, რომელშიც 5 სიმართლეს გაიგებ სფეისის 5 ტყუილის შესახებ.

1. სფეისი არის მიკროსაფინანსო

სანამ სფეისს შევქმნიდით, საქართველოში არ არსებობდა სრულად ციფრული ბანკი. ამიტომ, ჩვენი გამოწვევა იყო, რომ აგვეხსნა არა მხოლოდ ის, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, არამედ ისიც, თუ რა იყო სრულად ციფრული ბანკი. აღმოჩნდა, რომ სულ არ ყოფილა ეს მარტივი საქმე. ჰოდა, მომხმარებლების ნაწილმა ჩათვალა, რომ თუ ტრადიციული ბანკი არ ვიყავით, მაგრამ ფინანსურ სერვისებს ვთავაზობდით მომხმარებლებს, ესე იგი მიკროსაფინანსო ვიყავით. მოკლედ, არა, არა და არა. არ ვართ მიკსოსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ბანკი, ოღონდ სრულად ციფრული, რომელიც არსებობს მხოლოდ აპლიკაციის სახით - ფილიალების გარეშე.

2. სფეისში სესხზე მაღალი პროცენტი გვაქვს

სწრაფი სესხი არ ნიშნავს მაღალ პროცენტს. სისწრაფე და მყისიერება ჩვენი ყველა სერვისის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის - სესხის. სფეისში სესხი ეფექტური 15% - დან იწყება და მხოლოდ შენს საკრედიტო რეიტინგზეა დამოკიდებული. კარგი საკრედიტო ისტორიის მომხმარებლებს ჩვენთან სესხი საუკეთესო პროცენტში ექნებათ.

ჩვენც ისევე, როგორც შენ, ძალიან არ გვიყვარს დაფარული და ჩახლართული საკომისიოები. ამიტომ სფეისში გეუბნებით პირდაპირ ეფექტურ (და არა ნომინალურ) პროცენტს. მათ შორის დეტალური განსხვავება შეგიძლია ჩვენს ბლოგში ნახო, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ როცა სფეისში სესხი გიმტკიცდება გარკვეული პროცენტით, შეგიძლია აღარ იდარდო ისეთ გაუგებარ საკომისიოებზე, როგორიცაა წინსწრებისა და გატანის საკომისიო. არც სესხის დაზღვევა და მსგავსი უცნაური გადასახადები გვაქვს სფეისში.

3. სფეისში ანგარიშის ნომრით ვერ გადარიცხავ

თავიდან მართლაც არ გვქონდა ეს ფუნქცია და მხოლოდ ბარათებს შორის, მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით იყო შესაძლებელი გადარიცხვა. თუმცა უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ანგარიშის ნომრითაც შეგიძლია გადარიცხო სფეისით. თან თუ ერთჯერადად გადარიცხვის დიდი ლიმიტი გჭირდება, სფეისში ანგარიშის ნომრით 25 000 ლარის ჩათვლით გადარიცხავ.

4. სფეის სტიკერის გამოსაყენებლად აუცილებელია სფეის ბარათიც გქონდეს

არ ვიქნებით თავმდაბლები და ვიტყვით, რომ საქართველოში მხოლოდ სფეისში შეგიძლია სტიკერი გამოიყენო ბარათისგან დამოუკიდებლად. ასევე, მხოლოდ ჩვენთან შეგიძლია სტიკერით გაანაღდო უფასოდ. თან ჩვენს სტიკერს არ აქვს არანაირი საკომისიო და ოთხი წელი სრულად უფასოა. და ის თუ იცი, რომ სფეის სტიკერი, შენი საყვარელი სასუსნავების მსგავსად, შეგიძლია პირდაპირ სავაჭრო აპარატებიდან ჩამოაგდო? სავაჭრო აპარატების ზუსტ მისამართს აპლიკაციაში ნახავ. ასევე აპლიკაციიდანვე შეუკვეთავ სტიკერს სულ რამდენიმე წამში.

Screen Shot 2019-04-17 at 10.57.20

5. შეუძლებელია არასამუშაო დროს მომენტალურად დაჯდეს ფული სხვა ბანკის ბარათზე

ამ ტყუილს მთელი კოსმიური ძალებით ვებრძვით. სანამ სფეისი გაჩნდებოდა, ბანკებს შორის გადარიცხვა ღამით, შაბათ-კვირას, დღესასწაულზე წარმოუდგენელი იყო. და როცა ვწერდით/ვამბობდით/ვყვებოდით, რომ სფეისით შეგიძლია არასამუშაო დროს მომენტალურად გადარიცხო ფული, ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ - ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, თქვენ ვის დაასწრებდითო.

ჰოდა, ფაქტია დავასწარით და შენ ფულს ადრესატამდე მისაღწევად აღარ მოუწევს ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა და დრაკონის მოშინაურება. მოკლედ, თუ შენი საფულე და გული რამდენიმე ბანკის ბარათს იტევს ან მეგობრები, ოჯახის წევრები იყენებენ სხვადასხვა ბარათს, ეს ფუნქცია შენს ტანზე გამოგვიჭრია.

ბარათზე ფული შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით, ნებისმიერი მესენჯერით ან ბარათებს შორის გადარიცხვით. გადარიცხული ფული მაშინვე აისახება ბარათზე და მომენტალურად გადაიხდი ტერმინალით, გაანაღდებ ფულს ბანკომატიდან ან იშოპინგებ ონლაინ. უბრალოდ აქვე უნდა გითხრათ, რომ ანგარიშზე ასახვას შეიძლება 1-დან 3 სამუშაო დღემდე დასჭირდეს (ეს სამწუხაროდ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული).

ისე, თუ ანგარიშზე გეჩქარება ფულის დასმა, შეგიძლია ანგრიშის ნომრით გადარიცხო და სტანდარტულ ვადებში აისახება (ნახე მე-3 პუნქტი).

თუ აქამდე გამოგვყევი, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე იცი სიმართლე სფეისში გავრცელებული 5 ტყუილის შესახებ. მოგვწერე, შენ რა მითები და ტყუილები გსმენია სფეისზე ყველაზე ხშირად.

შევხვდებით კოსმოსსა და კოსმიურ აპლიკაციაში!

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;