QR განვადება

5 რამ, რაც ონლაინ შოპინგისას უნდა გაითვალისწინო

როდესაც ფასდაკლებების სეზონი სამსახურში ყველაზე აქტიურ პერიოდს ემთხვევა, კიდევ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ შოპინგი. დროა, დავაცარიელოთ ჩვენი სურვილების ციფრული კალათები და გამოვიწეროთ ის, რასაც დიდი ხანია კომპიუტერის ეკრანიდან ვეტრფით.

თუმცა, სანამ ციფრულ სამყაროში საყიდლებზე წასვლას გადაწყვეტ, აუცილებელია, გაითვალისწინო რამდენიმე ფაქტორი:

1. დარწმუნდი, რომ უსაფრთხო საიტზე ხარ

თუ ვებ-გვერდის ბმულის გასწვრივ, მარცხენა კუთხეში ბოქლომს დაინახავ – ეს კარგის ნიშანია. მეორე ხერხია მოძებნო სიმბოლო “s” ბმულის სახელწოდებაში. დაცულ საიტებზე ყოველთვის შეხვდები ასეთ დასაწყისს https://. თუ ვერც ბოქლომს და ვერც “s”-ს იპოვი, კარგად დაფიქრდი სანამ შენი ბარათის მონაცემებს ანდობ.

2. ჩაატარე პატარა კვლევა

ნახე სხვა ვებ-გვერდზე რა ღირს შენთვის სასურველი ნივთი, როგორი შეფასებები აქვს მომხმარებლების მხრიდან. ძალიან დაგეხმარება არჩეული ბრენდის facebook და instagram გვერდების დათვალიერებაც. აქ შეიძლება შენთვის სასურველი პროდუქტის სულ სხვა ფოტო ან მახასიათებლები აღმოაჩინო. დარწმუნდი, რომ კარგ ნივთს ყიდულობ, კარგ ფასად.

3. ისარგებლე ფილტრის ფუნქციით

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტანსაცმელს ათვალიერებ. რამდენჯერ გქონია ისეთი შემთხვევა როცა შენი საყვარელი ბრენდის ფეხსაცმელზე 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობდნენ მაგრამ შენი ზომა აღარ იყო მარაგში? ასეთი იმედგაცრუებისგან ზომის ფილტრი დაგიცავს. სანამ თვალიერებას დაიწყებ, მიუთითე შენი ზომა და აღმოაჩინე მხოლოდ ისეთი პროდუქცია, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

4. დააკვირდი მიტანის და დაბრუნების პირობებს!

რა თქმა უნდა, ყველაზე კარგ სცენარში ორივე მომსახურება უფასოა. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. ამიტომ, აუცილებელია, წინასწარ იცოდე რამდენს იხდი შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანის ან მისი დაბრუნების შემთხვევაში. თუ რამე არ მოგერგო, ინტერიერს არ მოუხდა, ან „რა შევუკვეთე, რა ჩამომივიდა“ დაგემართა, ყოველთვის უნდა შეგეძლოს მისი უკან დაბრუნება. ზოგჯერ დაბრუნების ალტერნატივად ონლაინ მაღაზიამ შეიძლება იგივე საფასურის ვაუჩერი შემოგთავაზოს, რაც არც თუ ისე ცუდი ვარიანტია. ამიტომ, ყოველთვის იცოდე, რისი საშუალება გაქვს.

5. შეამოწმე, ონლაინ მაღაზია სფეისის QR განვადებას თუ გთავაზობს!

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რაც უნდა გაითვალისწინო ქართულ ონლაინ მაღაზიებზე შოპინგისას. სფეისის QR განვადება პირველი სრულად ციფრული, სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებაა საქართველოში. დიახ, ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა.

სფეისის QR განვადება საშუალებას გაძლევს ნივთის ღრებულება 3 თანაბარ ნაწილად გაყო და ისე გადაიხადო ნივთის ღირებულება – ყოველგვარი გაძვირების გარეშე! ამისთვის 1 დან მაქსიმუმ 5 წუთამდე დაგჭირდება (იმის მიხედვით ხარ თუ არა უკვე სფეისის მომხმარებელი)

არ იხდი არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.

პროცესი სრულად ავტომატიზებულია – არ გიწევს ათასი საბუთის მაღაზიიდან ფილიალში და ფილიალიდან მაღაზიაში ტარება.

გაეცანი სფეის განვადებას დეტალურად აქ.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.