სფეის ბარათი

რასაცა გასცემ შენია, ანუ დაიბრუნე 50 ლარი უკან

როგორც უკვე შეამჩნევდი, სფეის ბარათი უფრო და უფრო სარგებლიანი ხდება. ამ ბლოგში წაიკითხავ, როგორ შეგიძლია დაიბრუნო 50 ლარი ყველაზე მარტვად, თუ ჯერ არ ხარ სფეისელი.

ამბავი იწყება ვიზასთან დაძმობილებით და განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ გასფეისებულა.

შანსი გაქვს გადახდილი 50 ლარი უკან დაიბრუნო

თან ისე მარტივად, როგორც… როგორც… არ ვიცით, რას შევადაროთ, მართლა ძალიან მარტივია.

  1. აქციის პერიოდში გახდი სფეისელი და შეუკვეთე ბარათი
  2. ეგეთი ფუნქცია გვაქვს: ბარათებს შორის გადარიცხვა. ანუ, სფეისში შეგიძლია ნებისმიერი ბარათი მიაბა და ტრანზაქციებისთვის გამოიყენო. ხოდა გადმოიტანე მინიმუმ 50 ლარი სხვა ბარათიდან სფეის ბარათზე
  3. გადაიხადე სფეის ბარათით სადმე, ნებისმიერ ადგილას 50 ლარი

ამ დროს ჩვენი ალგორითმი ფანჯარაში გაიხედება, მთვარეს მიაშტერდება და ჩაილაპარაკებს: “აბრაკადაბრა”, გადახდილი ფული კი უკან დაგიბრუნდება ( თუ ალუზიას ვერ მიხვდი, ამ ბლოგის კითხვას რომ მორჩები, ეგრევე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი” ჩართე).

გაიგე მეტი, აქციის შესახებ

სფეისური მაგიის საწყისები

მაგრამ, სანამ წახვალ სფეის ბარათის სხვა უპირატესობებზეც გეტყვით ორი სიტყვით, დაგვიჯერე, მოგეწონება.

დაიბრუნე გადახდილი თანხის 5%

ჭამა ხომ გიყვარს? მმმ, ჩვენ ძალიან. ჰოდა, სფეის ბარათით ეს პროცესი კიდევ უფრო გემრიელი ხდება – კვების ნებისმიერ ობიექტში გადახდისას, თანხის 5% უკან იბრუნებ. და როცა ვამბობთ „ნებისმიერს“ – ვგულისხმობთ კიდეც ამას. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ლანჩის ფულს იხდი, ვახშმის თუ საერთოდ სამოგზაუროდ ხარ და ახალი ქვეყნის გასტრონომიული კულტურის აღმოჩენით ხარ გართული. გადახდილი 5% მომენტალურად უკან გიბრუნდება.

გაითვალისწინე, რომ თვის განმავლობაში მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობის ქეშბექის მიღება შეგიძლია.

შეგერგოს

მოიგე 150 ლარამდე ყოველ პარასკევს

ყოველკვირეული თამაში ხომ არ გესიამოვნებოდა? თამაშ-თამაშში ნაშოვნი ფული? პრინციპი მარტივია:

  • გამოიყენე სფეის ბარათი და სხვა სერვისები ხშირად (თამაში ყოველკვირეულია, პარასკევიდან პარასკევამდე);
  • შეაგროვე ვარსკვლავები (მაგ: სფეის ბარათით გადახდისას 10 ლარზე მიიღებ 100 ვარსკვლავს); – -კვირის ბოლოს კი დაგროვილი ვარსკვლავებით თუ 300 ლიდერის სიაში იქნები, ჩათვალე, რომ ფული გარანტირებულად შენია.

რაც უფრო მეტი ვარსკვლავი გაქვს, მით ზემოთ ხარ რეიტინგში და შესაბამისად მეტ ფულს იგებ – მაქსიმუმ 150 ლარს, მინიმუმ – ხუთს. ფული ყოველ პარასკევს, 18:00-ზე გერიცხება შენი რეიტინგის შესაბამისად. შემდეგ ვარსკვლავები ნულდება და თამაშიც ახლიდან იწყება.

როგორ შევუკვეთო სფეის ბარათი?

აქაც მარტივი პასუხი გვაქვს. სფეის აპლიკაციიდან წამებში უკვეთავ ბარათს, ჩვენ კი მითითებულ მისამართზე მოგიტანთ. ბარათის შეკვეთა, გამოყენება და განაღდება 4 ბანკის ბანკომატებში უფასოა. უი ხო, – ბარათის შეკვეთაც სრულიად უფასოა, სარგებელი კი ოჰო-ჰოო, შენით ნახავ ყველაფერს ხო იცი, a picture is worth a thousand words.

გაიგე მეტი, აქციის შესახებგაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.