სფეისი

“აპლიკაცია ბევრი სარგებლით” – სფეისელების შეფასებები

სფეისში მომხმარებლებისგან უკუკავშირს თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ, შენიშვნებსაც დიდი ყურადღებით ვინიშნავთ და მათი გათვალისწინებით ვქმნით ან ვაუმჯობესებთ პროდუქტებს. სულ ცოტა ხნის წინ, ერთგულ და აქტიურ სფეისელებში მორიგი კვლევა ჩავატარეთ. გადავწყვიტეთ, თქვენც გაგიზიაროთ, მათი რჩეული 5 პროდუქტი და მიზეზები, რატომ იყენებენ ამ სერვისებს ყველაზე აქტიურად

1.ბარათებს შორის გადარიცხვა 24/7-ზე

სფეისელების ყველაზე საყვარელი პროდუქტი ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ სერვისმა მათ დიდი ხნის პრობლემა მოუგვარა. თუ ადრე სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის თანხის გადარიცხვას დღეები და დიდი ნებისყოფა სჭირდებოდა, სფეისში ამისთვის რამდენიმე წამიც საკმარისია.

ჩვენი აპლიკაციით ნებისმიერი ერთი ბანკის ბარათიდან მეორე ბანკის ბარათზე ფული ჯდება მომენტალურად. ამ თანხას მაშინვე გამოიყენებ ტერმინალით გადახდისას, იშოპინგებ ონლაინ და გაანაღდებ ბანკომატიდან. თან, სფეისში ნებისმიერი გადარიცხვა 50 ლარის ჩათვლით უფასოა.

2.ქეშბექი კვების ყველა ობიექტში

სფეის ქეშბექი ძალიან მალე გახდა აქტიური სფეისელების საყვარელი პროდუქტი. მართალია ბოლო პერიოდში კვების ობიექტებში ვერ დავდიოდით, მაგრამ ამას ქეშბექის რჩეულთა სიაში მოხვედრისთვის მაინც არ შეუშლია ხელი. სფეის ბარათით არა მხოლოდ კვების ყველა ობიექტში (მთელს მსოფლიოში), არამედ Wolt-სა და Glovo-ზე გადახდის შემთხვევაშიც მომენტალურად გიბრუნდება გადახდილი ფულის 5%. არ იფიქრო, რომ ქეშბექი ერთჯერადია, თვეში ჯამში 100 ლარის დაბრუნება შეგიძლია.

3.კომუნალურების გადახდა საკომისიოს გარეშე

როგორც აღმოჩნდა, რუტინული საქმეების მარტივად და სწრაფად მოგვარება ყველა სფეისელის ამოცანაა. კომუნალურების გადახდის ფუნქციონალის რჩეულთა სიაში მოხვედრაც ლოგიკურია. სფეისში ყველა კომუნალურის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით და თან საკომისიოს გარეშე გადაიხდი, თან დააგროვე ვარსკვლავები და პარასკევს შეიძლება 150 ლარამდე მოიგო.

4.სრულად ციფრული განვადება

სფეისის სრულად დისტანციურმა განვადებამ სფეისის ბევრი მომხმარებლის სახლში დარჩენა გაამარტივა და მათ ნებისმიერი ნივთის სულ რამდენიმე წუთში შეძენის შესაძლებლობა მისცა. თან, ჩვენი სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიაში იშოპინგებ, რომლის სრულ სიას ამ ბმულზე ნახავ.

5.ყველაზე მოქნილი ყულაბა

ბოლო და ჩვენი ყველაზე ახალი პროდუქტი სფეის ყულაბაა, რომელმაც მალევე მოიგო ერთგული სფეისელების გული. თუ სახელმა დაგაბნია, აქვე გეტყვით, რომ სფეის ყულაბა იგივე ანაბარია. ყულაბის გახსნა პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია, რომელზეც ფულს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეიტან და გამოიტან. ამ ტიპის ანაბრებში ყველაზე მაღალი, 9% სარგებელი დაგერიცხება. ფულის უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად დასაგროვებლად, შეგიძლია ავტომატური დაგროვების წესებიც ნახო.

მოკლედ, სცადე სფეისის პროდუქტები შენც და გაგვიზიარე, რომელი გახდება შენი რჩეული.გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.