სფეისი

6 სერვისი, რომლითაც უკვე უფასოდ ისარგებლებ

ამ პერიოდში სახლში დროის მრავალფეროვნად და თან პროდუქტიულად გატარება ახალი გამოწვევაა ჩვენთვის. კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ დისტანციური სერვისების გამოყენება და ვცდილობთ, მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ მათგან, რა თქმა უნდა – მინიმალური დანახარჯით.

ამიტომ, გადავწყვიტეთ, ბლოგში შეგვეკრიბა 7 სერვისი, რომლის გამოყენება შეიძლება აქამდეც გინდოდა, მაგრამ მასში თანხის გადახდისგან მაინც თავს იკავებდი. ახლა, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებ.

1. ნაიკის სავარჯიშო აპლიკაცია

სახლში ყოფნა და ამავდროულად ფიზიკურად დატვირთვა არც ისე მარტივია. სულ გაქვს ცდუნება, რომ სავარძელში კომფორტულად მოკალათდე, ფილმს უყურო და თან რამე გემრიელიც მიირთვა. ამ ცდუნების დაძლევაში ნაიკმა დიდი მოტივაცია შეგვიქმნა და მისი აპლიკაციის პრემიუმ ვარჯიშები უსასყიდლოდ შემოგვთავაზა. აპლიკაციაში იპოვი პროფესიონალი მწვრთნელების ვიდეო გაკვეთილებს და მათთან ერთად შეასრულებ ყველა ვარჯიშს სახლის პირობებში.

iOS- დან გადმოსაწერად გადადი აქ, ანდროიდიდან გადმოსაწერად კი აქ.

2. ვირტუალური ტურები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებში

წარმოიდგენდი, ერთ დღეში 5 სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმის მონახულებას რომ შეძლებდი? Google-ის ხელოვნებისა და კულტურის კოლექციის საშუალებით უკვე ასობით მუზეუმის დათვალიერებას ვირტუალურად, სრულიად უფასოდ შეძლებ. თან არ დაგავიწყდეს, დეტალური ინფორმაცია თუ დაგაინტერესებს, ყველა ნამუშევარს მისი შექმნის ისტორია ახლავს თან.

3. ონლაინ კურსები Ivy უნივერსიტეტებში

საოცნებო უნივერსიტეტის კურსების სრულიად უფასოდ გავლაზე რას იტყვი? მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული 8 უნივერსიტეტი, რომელთა შორის არიან ჰარვარდის, იელის, კოლუმბიის, პენსილვანიის და სხვა უნივერსიტეტები, მსურველებს ასობით უფასო კურსის გავლას ონლაინ სთავაზობს. შენთვის საინტერესო კურსებს შეარჩევ –
https://www.classcentral.com/collection/ivy-league-moocs.

4. სპექტაკლები და წარმოდგენები მეტროპოლიტენის ოპერაში

ბროდვეიზე გასეირნებისას ოპერაში შესვლაზე თუ უარს არ იტყოდი, მაშინ მეტროპოლიტენს შენთვის საინტერესო შეთავაზება აქვს. რადგან, მსოფლიოში არსებული მიმდინარე მოვლენების გამო ყველა წარმოდგენა გაუქმდა, სპექტაკლების HD ჩანაწერებს მათ ვებგვერდზე შეგიძლია ადევნო თვალი.

5. უფასო მიწოდება ვენდუზე შეძენისას

ცნობილ საერთაშორისო ბრენდებს არც ქართული კომპანიები ჩამორჩებიან და სხვადასხვა სერვისებს უფასოდ აწვდიან მომხმარებლებს. მათ შორის არის ვენდუც – ონლაინ შოპინგ სივრცე, სადაც სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეგიძლია მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ პროდუქტზე, შეარჩიო და შეიძინო ის, სულ რამდენიმე მოქმედებით. ვენდუმ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიტანის სერვისი, სრულიად უფასო გახადა. არ დაგავიწყდეს, რომ ვენდუზე სფეის განვადებით სარგებლობა შეგიძლია, რა თქმა უნდა ყველანაირი საკომისიოს გარეშე და სამთვიანი ეფექტური 0%-იანი შეთავაზებით.

6. ექიმის უფასო კონსულტაცია Redmed-ის აპლიკაციით

ექიმთან დისტანციური კომუნიკაცია და პროფესიონალური რჩევების მიღება ხან სიმპტომებზე დაყრდნობით, ხანაც უბრალოდ თავის დასამშვიდებლად ძალიან გვჭირდება, მითუმეტეს ახლა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Redmed-მა გადაწყვიტა მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზოს ყველაზე მოთხოვნადი 5 სამედიცინო მიმართულების სპეციალისტის დისტანციური მომსახურება. შენ შეგიძლია ისარგებლო უფასო აუდიო რჩევით თერაპევტთან/ოჯახის ექიმთან და პედიატრთან. ასევე, უფასოა ვიდეო რჩევის მიღება ალერგოლოგისგან და ენდოკრინოლოგისგან.

სფეისში, რომ ყველა სერვისი დისტანციური იყო და არის და უმეტესობა ისედაც ყველანაირი საკომისიოს გარეშე, უკვე იცი. აქვე, გადახედე სფეისის დროულ შეთავაზებებს და ჩვენს პასუხს მიმდინარე გამოწვევებზე.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.