დაბრუნება

პროლოგი

შენი თავისუფალი ნებაა ის, რომ ახლა ამ ბლოგს კითხულობ. კი, შეიძლება დასპონსორებული ამოგიხტა და ისე მოხვდი აქ, მაგრამ შენი თავისუფალი ნებაა შეწყვიტო მისი კითხვა და სქროლვა გააგრძელო.

მხოლოდ შენ ხარ შენს ქმედებებსა და ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი

თავისუფლების მიმართ ჩვენც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ისევე, როგორც შენ, ვისთვისაც იქმნება და ვითარდება სფეისი.

სწორედ ამ იდეით შეპყრობილებმა პირველი ქართული ნეო-ბანკის შექმნისას ვეცადეთ, შეგვენარჩუნებინა ზემოთ ნახსენები სულისკვეთება და რაც ჩვენ, როგორც ფინანსური სერვისების რიგით მომხმარებლებს, ყველაზე მეტად არ მოგვწონდა, გვზღუდავდა და ჩარჩოებს გვიწესებდა, სფეისით მოვაგვარეთ.

თავი პირველი

გადავწყვიტეთ ზედმეტად არ გაგვერთულებინა ცხოვრება და უაზრო არჩევანის წინაშე არ დაგვეყენებინე - რომელი ბანკის ბარათის მომხმარებელიც არ უნდა იყო, სფეისში უმარტივესად შეგიძლია ნებისმიერი ბარათის მიბმა და სასურველი ოპერაციებისთვის გამოყენება, ბარათებს შორის გადარიცხვა და ა.შ.

თავი მეორე

ერთია, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სესხის აღება გჭირდება. ეს უკვე იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, დიდხანს ლაპარაკი არც ღირს.

მეორეა, რომ დგება მომენტები, როდესაც, მოდი ასე დავარქვათ - ერთგვარი თანადგომა გჭირდება. მაგალითად, აღებული სესხისთვის თვიურად გათვალისწინებული გადასახადი უცებ სხვა რამეში დაგჭირდა (იქსბოქსისთვის ახალი თამაში გამოვიდა; 100%-ით ხარ დარწმუნებული, რომ ნავთობის კერას მიაგენი; ონლაინ შოპინგისას საოცნებო ფეხსაცმელს წააწყდი და ერთი ეგზემპლარია დარჩენილი; გაგახსენდა, რომ ორი ახალი წელი გვაქვს; შენი საყვარელი მუსიკოსი ჩამოვიდა და ა.შ). ამ დროს შეგიძლია, ჩვენთან სესხი გამოტოვო, ან, უფრო ქულ იქნება, რომ დასქიფო ;) ორი გადახდის შემდეგ, ნებისმიერ დროს, როცა საჭიროდ ჩათვლი, მოითხოვე სესხის გამოტოვება და ფული დარჩენილ თვეებზე გადანაწილდება.

მოკლედ, - იმ თვეში ფული გჭირდება? No, prob — არ გადაგვიხადო ჩვენ და გამოიყენე ისე, როგორც გინდა ^_^

 

თავი მესამე

ჩვენი სახელით ხვდები ალბათ, რომ საზღვრები და ჩარჩოები არ გვიყვარს. ან, თუ სახელით ვერ ხვდებოდი, ამ ტექსტში იმდენჯერ გავუსვი ამას ხაზი, რომ მეტი მართლა აღარ შეიძლება :) კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მეტ თავისუფლებას განიჭებს, არის სესხის წინასწარ დაფარვის საშუალება.

ერთი სული გაქვს, როდის მოიშორებ სესხს (და აიღებ ახალს)? კერა, რომელსაც მიაგენი, მართლაც ნავთობის აღმოჩნდა? მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში ემიგრირებული შორეული ნათესავი დაიღუპა და მთელი თავისი ქონება შენ დაგიტოვა? - გილოცავ! შენ შეგიძლია დაფარო სფეისში აღებული სესხი, როცა გინდა და ამისთვის არანაირ ჯარიმას არ გადაიხდი.

ეპილოგი

თავისუფლება ჩვენ 24/7-ზე ვიცით. ასე რომ, სფეისში ნებისმიერი პროდუქტის მომენტალურად მოხმარება შეგიძლია, დღე და ღამე, აწ და მარადის.

მთავარია, გინდოდეს და ჩვენ აქ ვართ. ფილ კოლინზთან დიალოგად რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ასე იქნება:

ფილ კოლინზი: I can feel it coming in the air tonight, oh Lord… სფეისი: ღამით? რა პრობლემაა. ფილ კოლინზი: And I've been waiting for this moment for all my life, oh Lord… სფეისი: მითუმეტეს 😊რით დაგეხმაროთ?

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;