სფეისი

გინესის რეკორდი

შენიშვნა

საქმეს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, სინამდვილეში არასდროს მინიჭებია “საქმის” სტატუსი. მოქალაქე თორნიკე გ.-ს მიერ სიზარმაცეში დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდგომი ინტერვიუ უბრალოდ ჩვენს არქივებში ინახებოდა და მისი დღის შუქზე გამოტანა ახლა გადავწყვიტეთ.

თორნიკე გ.-ს სამადლობელი სიტყვა, სიზარმაცეში გინესის რეკორდის დამყარების შემდეგ

(…)

პირველ რიგში, რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო… თუ მოვუხადო? ისედაც სულ მეშლებოდა და ახლა, დაბნეულზე, კიდევ უფრო… ეგ და then თუ than… მაპატიეთ, თემიდან გადავუხვიე. მოკლედ, პირველ რიგში, ცხადია დიდი მადლობა გინესის მსოფლიო რეკორდების კომიტეტს, რომ დაინტერესდა ასეთ პატარა ქვეყანაში მცხოვრები, ერთი უბრალო ბიჭით, რომელსაც ბავშვობიდან ერთი ოცნება ამოძრავებდა – ყოფილიყო სიზარმაცის კორიფე, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა. რა თქმა უნდა ვერ დავიტრაბახებ, ბევრი შრომა და ენერგია ჩავდე ამაში-მეთქი…

(ხალხი იცინის)*

მაგრამ, როდის აქეთ გახდა სიზარმაცე დასაძრახი? ისევ გადავუხვიე თემიდან… დღევანდელ სამყაროში ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდა, ყველაფერი გამარტივდა. რისიც კი არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით – უნდა ვამაყობდეთ. ადამიანი განვითარებისთვის, წინსვლისთვისაა შექმნილი. შესაბამისად, ჩვენივე ტვინით ვქმნით იმას, რაც ცხოვრებას გვიმარტივებს, დისკომფორტებს გვაშორებს და წინსვლაში გვეხმარება. იმ აპლიკაციებზე მაქვს ლაპარაკი, მობილურში რო მიწერია და ყოველდღე ვიყენებ. რომელთა დახმარების გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება და თავისთავად – ამ რეკორდის დამყარება.

წარმოუდგენელი იქნებოდა ამდენი ხნის განმავლობაში სახლიდან საერთოდ არ გავსულიყავი და ყველაფერი ერთი, ხან ორი ოთახიდან მომეგვარებინა. მეტიც – ხან, საერთოდ ერთი აპლიკაციიდან. ამისთვის ცალკე მადლობას სფეისის გუნდს ვუხდი, ვის მიერ შექმნილმა აპმაც კიდევ უფრო დააჩქარა ჩემი რეკორდის დამყარება, რადგან ხშირად ყველაფერს არა თუ სახლიდან გაუსვლელად, არამედ ერთი ხელით, ერთ აპში ვაკეთებდი. იქნებოდა ეს სხვადასხვა ბანკის ბარათებზე ფულის წამებში გადატანა, თან მთელი კვირის განმავლობაში, დილითაც და ღამითაც; კომუნალურების გადახდა, თუ რა ვიცი, ათასი რამ. დიახ, არ შეიძლება ამას ხაზი არ გავუსვა. რეკორდის იქითაც ეს პრობლემა სულ მაწუხებდა.

თქვენ წარმოიდგინეთ და სულ სახლში კი არ ვიჯექი ამ ექსპერიმენტამდე. არაერთხელ დამჭირვებია ბარათიდან ბარათზე ფულის გადატანა და ყოველთვის პრობლემა იყო, თანხაც არასდროს ჯდებოდა თუ ღამე იყო, ან არასამუშაო საათები. იმედი მაქვს ამ სარეკლამო ტექსტს სფეისი ნახავს და სამომავლოდ ჩემთან თანამშრომლობითაც დაინტერსდებიან**. ასევე, იმედი მაქვს, ჩემი ექსპერიმენტი მთელი ქვეყნისთვის მაგალითი არ იქნება. ეს უბრალოდ ერთი მეოცნებე ბავშვის დაუოკებელი სურვილი გახლდათ. ბოლოს კი, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რამდენად საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ და მოგიწოდოთ, დავაფასოთ ის, შევირგოთ და ბუნერივია – ვიზრუნოთ მასზე. ჩაიწერე ეს ბოლო სიტყვები? აჰაა, მშვენიერი. რომელ არხზე გავა? ჰაა? არხზე საერთოდ არ გავა? და აბა სად დაიდება? ოოო, კაი რა. რათ მინდა გინესის რეკორდი, თუ ხალხმა ვერ გამიცნო და სარგებელი ვერ ვნახე?!

———————————

*ვინ ხალხი?

** სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.