დაბრუნება

რა არის ზოგადად ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი?

რა თქმა უნდა, გულწრფელობა - ამას ღაღადებს ჰოლივუდის აბსოლუტურად ყველა რომანტიკული კომედია/დრამა/თრილერი/ჰორორი, როცა პერსონაჟები ერთმანეთს რაღაცებს უმალავენ, შემდეგ კი ყველაფერი ცუდად მიდის და ფინალამდე სადღაც თხუთმეტი წუთით ადრე, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ყველაფერს პატიობენ, გამოუტყდებიან, რომ არასდროს მოატყუებენ, ყოველთვის პირდაპირები იქნებიან და გამჭვირვალობას შეინარჩუნებენ (მანამ, სანამ ფილმის მეორე და მესამე ნაწილის გადაღების საჭიროება დადგება და ისევ იგივე განმეორდება).

მოკლედ, ჰოლივუდში კიდევ ყველაფერი ძალიან ზედაპირულია, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერ ურთიერთობაში, იქნება ეს სასიყვარულო, საქმიანი თუ… თუ… მოკლედ, ყველგან და ყოველთვის გულწრფელობა მაინც N1 პრიორიტეტია (იმ შემთხვევის გარდა, როცა გასაუბრებაზე ხარ სადმე და გეკითხებიან, ხუთ წელში სად ხედავ თავსო, შენ კი ისიც არ იცი ხუთი წლის მერე დედამიწაზე თუ იქნები, ან ეს კომპანია თუ იარსებებს და საერთოდაც, ბრაზდები, ასეთ უაზრო შეკითხვას რომ გისვამენ 2018 წელს, მაგრამ ეს სამსახური გჭირდება/გინდა და ატყუებ, რომ ხუთი კი არა, ათი წლის მერეც ამ კომპანიაში ხედავ თავს და მიუხედავად იმისა, ორივე მხარემ იცით რომ სულელური პასუხია, კმაყოფილები ხართ და ცხოვრობთ დიდხანს და ბედნიერად, ოღონდ შენ ალბათ მერე სხვა სამსახურში).

რა გვიშლიდა ნერვებს?

თავის დროზე ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, ყველაზე მეტად რაც ფინანსური სერვისების მიღებისას ნერვებს გვიშლიდა, გაურკვეველი წვრილ-წვრილი საკომისიოები იყო, რომლებიც, თითქოს არსაიდან გაჩნდნენო, უეცრად წამოყოფდნენ თავს და ჰოპ, ბარათზე იმაზე ცოტი ფული გაქვს, ვიდრე უნდა გქონოდა. სწორედ ამიტომ, როცა ციფრული ბანკის შექმნა გადავწყვიტეთ, პირველი, რასაც ხმალამოღებულებმა გავუჩაღეთ ბრძოლა, დაფარული საკომისიოები იყო.

შეამჩნევდი, რომ სფეისში გავამარტივეთ, ან საერთოდ გავაქრეთ ისინი. მაგალითად, ჩვენთან უფასოა:

და აქციის ფარგლებში - კომუნალურების გადახდაც.

თუ უფრო დეტალური ინფორმაცია გაინტერესებს ჩვენი საკომისიოების შესახებ, აი, ამ ბმულზე ნახე.

თუ ცოტა ხნით გონების დასვენება გინდა და ძაღლებიც გიყვარს, აჰა შენ დამსახურებული პაუზა

ხოლო თუ მელომანი ხარ, ან უბრალოდ გიყვარს, როცა ყურს სიამოვნებს და თან ახლა ხმაური გიშლის ხელს, გაიკეთე ყურსასმენები და დატკბი

დავუბრუნდეთ სფეისს

ის, რომ გამჭვირვალობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კარგად ჩანს სესხის მოთხოვნის შემდეგ განხილვის პროცესშიც. თუ არ გახსოვს, შეგახსენებთ, რომ მოთხოვნის ანალიზისას, ჩვენ ვითვალისწინებთ საკრედიტო ისტორიას, შემოსავლებს და სხვა ვალდებულებების მოცულობას. ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ სესხი მივცეთ მას, ვისაც ის მხოლოდ სარგებელს მოუტანს და არა დამატებით პრობლემას.

 

როგორც ბარტ სიმფსონი დაწერდა სკოლის დაფაზე: სარგებელი და არა პრობლემა, სარგებელი და არა პრობლემა, სარგებელი და არა პრობლემა, სარგებელი და არა პრობლემა, სარგებელი და არა პრობლემა.

ჩვენი ბლოგის ამ სტატიაში შეგიძლია ნახო დეტალური ინფორმაცია საკრედიტო რეიტინგზე.

რა შეგიძლია?

თუ მაინც რამე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლია მოგვწერო, დაგვირეკო, მტრედი აფრინო, ბოთლში წერილი ჩადო და მტკვარში ისროლო, თუ პილოტი ხარ, ცაში თვითმფრინავით დაგვიწერო და 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს ჩვენ აუცილებლად ამომწურავ და მომენტალურ პასუხს გაგცემთ. ანუ, მართლა. ყველა ბლოგში ამას ვამბობთ და შენც არაერთხელ დარწმუნდი, მაგრამ კიდევ ვიტყვით, ჩვენი რა მიდის.

სესხი სესხად და იმასაც დააფიქსირებდი, რომ პროდუქტის შექმნის პროცესიც საკმაოდ გამჭვირვალე გვაქვს. ჩვენ გიყვებით იდეებს, ვიღებთ რეკომენდაციებს და ვისმენთ კომენტარებს, ვითვალისწინებთ შენიშვნებს. არც შეცდომების აღიარება გვიჭირს და მათ სწრაფად გამოსწორებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

რაც მთავარია, ყავის ახალი აპარატი გვაქვს 😅

საბოლოო ჯამში, ეს გამჭვირვალობა საშუალებას გაძლევს თვითონ გახდე პროდუქტის შექმნის მონაწილე, ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში იყო და გარკვეულწილად ჩვენი გუნდის წევრადაც მიიჩნეოდე 😊

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;