QR განვადება

8 ყველაზე გაყიდვადი ნივთი, სახლში ყოფნისას

ამ პერიოდში, მეტნაკლებად ყველამ შევიცვალეთ ყოველდღიური ქცევა და ჩვევები, მათ შორის შოპინგიც. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა იყიდება ყველაზე ხშირად, სანამ დროის დიდ ნაწილს სახლებში ვატარებთ. ამის გასაგებად ჩვენს მეგობარ ონლაინ მაღაზიებს მივმართეთ და აღმოვაჩინეთ 8 ყველაზე გაყიდვადი ნივთი.

გადაავლე თვალი და გვითხარი შენც ხომ არ შეიძინე რამე ამ სიიდან, ან იქნებ მომავალში გეგმავ?

1. ნოუთბუქი

ნოუთბუქების პოპულარობა ნამდვილად არ გაგვკვირვებია და ალბათ არც შენ. დისტანციური მუშაობის რეჟიმში ორმაგად შესამჩნევი და თან ხელისშემშლელი გახდა ჩვენი არსებული ნოუთბუქების პრობლემები, რომლებზეც აქამდე თვალის დახუჭვას ვახერხებდით.

2. სათამაშო კონსოლი

გართობის ეს საშუალება მშვენიერი გამოსავალია მათთვის, ვინც შეჩერებული ფეხბურთის მატჩების გამო განიცდის, რადგან FIFA-ს თამაშისას საყვარელი გუნდების შეჯიბრის მოწყობა თავად შეუძლია. სხვათაშორის სფეისშიც ხშირად მივმართავთ ამ ხერხს, ხან მარტო, ხანაც მეგობრებთან ერთად, ოღონდ რა თქმა უნდა დისტანციურად, ქსელში.

3. წვერის საპარსი

როგორც ჩანს, სალონების დახურვამ ბევრ ჩვენგანს ვერაფერი დააკლო და ამასობაში ახალ უნარებსაც კი ვიძენთ. ზოგი თავად სწავლობს წვერის პარსვას, ზოგიც გართობის მიზნით ოჯახის წევრზე ატარებს ექსპერიმენტებს. არიან ისეთებიც, ვინც თავის გადაპარსვაც კი გაბედა. შენ რომელ გუნდში ხარ?

4. ყურსასმენი

ყურსასმენების აქტუალურობის ერთი მიზეზი ნამდვილად ისაა რომ მუსიკის მოსმენისთვის ახლა ბევრი დრო გვაქვს და ამით მაქსიმალური სიამოვნების მიღებასაც ვცდილობთ. მეორე მხრივ, დისტანციური მუშაობისას, ონლაინ ზარებში ჩაკარგულებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნივთია. “ჩემი ხმა ისმის?” “ხმა ცუდად მოდის” და სხვა მსგავსი უხერხული კომენტარებისგან თავის არიდება თუ გინდა, შენც გირჩევთ.

5. ელექტრო ღუმელი

სიმართლე რომ ვთქვათ, ამ პერიოდში იმდენმა ჩვენგანმა აღმოაჩინა საკუთარ თავში კულინარი, რომ არც ამ პროდუქტის აქტუალურობამ გაგვაკვირვა. ათასნარი პასკა, ნამცხვარი, პიცა, ხაჭაპური და კერძები რომელთა სახელების დამახსოვრება სულაც არაა ადვილი. აი, თურმე როგორ ახერხებთ…

6. საბავშვო სათამაშოები

ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრების სახლში გასაჩერებლად აშკარად დიდი რესურსი და ენერგიაა საჭირო. შენ როგორ ართობ ბავშვებს სახლში?

7. ორთქლის საწმენდი აპარატი

ამ პროდუქტის სიაში მოხვედრაც ლოგიკურია, რადგან ახლა ისე როგორც არასდროს, სისუფთავე და დეზინფექცია აქტუალური და პრიორიტეტულია. გარდა ამისა, სახლის საფუძვლიანი დალაგებისთვის როგორც იქნა გამოჩნდა თავისუფალი დრო.

8. ტრენაჟორი

ეს კი ელექტრო ღუმელთან დაკავშირებული ისტორიის პირდაპირი გაგრძელებაა. სპორტდარბაზები დაკეტილია და არც გარეთ სეირნობაა მთლად კარგი აზრი, ასე რომ კალორიების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მხოლოდ სახლში ვარჯიში დაგვრჩენია. თან, ალბათ სპორტ დარბაზებიც ცოტა მოგვენატრა და სახლებში გადავწყვიტეთ მსგავსი გარემოს მოწყობა.

რაც არ უნდა იყოს შენი საყიდლების სიაში, სფეისის სრულად ციფრული განვადება დაგეხმარება სასურველი ნივთების მარტივად და სწრაფად შეძენაში.

დაათვალიერე ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიები და გაიგე მეტი.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.