დაბრუნება

როგორი უნდა იყოს ფულის გადარიცხვა დღეს?

გადარიცხვებმა შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა ან შეიძლება ჩვენმა ყოველდღიურობამ შეცვალა გადარიცხვები. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ გადარიცხვები დაემსგავსა იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ფულს რიცხავ?

სიმარტივე

არ უნდა გჭირდებოდეს ყველა ღილაკზე თითის დაჭერა და ზედმეტი ფიქრი, სად ეძებო გადარიცხვის ველი. სფეის აპლიკაციაში გადარიცხვისთვის მინუს ღილაკი მთავარ გვერდზე დაგხვდება.

არ ელოდო, როდის მოგწერს ადრესატი თავის ანგარიშის ნომერს და არც მას მოუწევს ლოდინი, როდის ჩაერიცხება ფული. იცი მობილურის ნომერი? სულ სამი დაწკაპუნება და თანხა გადარიცხულია - აი, ამას ვგულისხმობთ სიმარტივეში. კარგი, დავუშვათ, რომ არც მობილურის ნომერი იცი - მაშინ მესენჯერით გადარიცხვა არის მისწრება. გაუგზავნე ბმული მეგობარს ფეისბუქის მესენჯერში, მეილზე, ვაიბერში. ბმულის გახსნა, რამდენიმე დაწკაპუნება და თანხას იმ ბარათზე მიიღებს, რომელზეც სურს.

მყისიერება

ისედაც იმდენი რამეა დროში გაწელილი და ბიუროკრატიული ამ სამყაროში, კიდევ ფულის გადარიცხვა რომ არ დაემატოს ამ სიას. მოკლედ, შეგიძლია დაემშვიდობო ბანკებს შორის გაჭედილ ფულს და მომენტალურად გადარიცხო სფეისით. მიმღებსაც მაშინვე დაუჯდება ფული ბარათზე. თანხის გამოტანაც ისევე მყისიერად არის შესაძლებელი, როგორც ნებისმიერი რამ სფეისში. აქვე გეტყვი, რომ განაღდება უფასოა 6 ბანკის ბანკომატიდან.

via GIPHY

გადმორიცხვისთანავე შეგიძლია იშოპინგო ონლაინ, გაანაღდო ან გადაიხადო ტერმინალით. გაითვალისწინე, რომ ანგარიშზე ფულის ასახვას შეიძლება 1 - დან 3 სამუშაო დღემდე დასჭირდეს (ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული სამწუხაროდ). თუ სტანდარტული გადარიცხვა გჭირდება, ასევე სტანდარტული ვადებით, არც ესაა პრობლემა, გადარიცხე ანგარიშის ნომრით. თან სფეისში ანგარიშის ნომრით 25 000 ლარის ჩათვლით შეგიძლია გადარიცხო.

24/7

თუ შეგიძლია, რომ იშოპინგო ონლაინ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, დაგეგმო მოგზაურობა, დაჯავშნო ავიაბილეთები, იყიდო კინოს, თეატრის, მუსიკალური ფესტივალის ბილეთები, მაშინ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს 24/7 - ზე გადარიცხვა ან ფულის მიღება? სფეისში არ არსებობს სამუშაო და არასამუშაო დრო, დღე და ღამე მაშინ, როცა საქმე ჩვენს მეგობრობას ეხება. ჰოდა, შეგიძლია არ უყურო საათსა და კალენდარს - გადარიცხე მაშინ, როცა გინდა. თუ დახმარება დაგჭირდა, დაგვირეკე 2 711 711 - ზე და მოგვწერე ნებისმიერ დროს და აქ ვართ სულ.

via GIPHY

ნებისმიერი ბარათიდან

რატომ უნდა შეიზღუდო გადარიცხვისას მხოლოდ ერთი ბანკის ბარათით? სფეისში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ბანკის ბარათს იტევს შენი საფულე თუ გული. ერთ ბანკში სესხის პირობები შეიძლება მოგწონდეს, მეორეში ხელფასი გერიცხებოდეს. თუ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი ხარ, შეგიძლია შენი ბარათები გააერთიანო სფეის აპლიკაციაში და გადარიცხო ბარათებს შორის 24/7 მყისიერად.

სულ ეს იყო, რისი თქმაც გვინდოდა გადარიცხვებზე. როცა ფულის გადარიცხვა დაგჭირდება, უკვე იცი, როგორი მარტივი, მყისიერი და კომფორტული უნდა იყოს ეს პროცესი. და თუ ასე არ არის, იცი სადაც უნდა გვიპოვო.

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;