სფეისი

საქმე N1: არასამუშაო დროის გაქრობა

შენიშვნა:

საიდუმლო საქმეები, რომლებსაც ახლახანს მოეხსნა კონფიდენციალურობის ბეჭედი და ამ და შემდეგ ბლოგებში გაეცნობით, გარკვეული ხნის წინ ყოველდღიური დისკომფორტების უცნაურ გაქრობას ეხება.

საქმე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, დოკუმენტირებულია ნომრით S201806 და თავის თავში მოიცავს როგორც ოფიციალურ განცხადებებს, ისე თვითმხილველთა ჩვენებებს. მასალა საზოგადოებისთვის პირველად 2020 წელს გახდა ხელმისაწვდომი.

ოფიციალური განაცხადი #1

შემთხვევა პირველად 2018 წლის მაისში დაფიქსირდა. გაურკვეველი და ამოუცნობი მოვლენების შესწავლისა და ანალიზის დეპარტამენტში რამდენიმე ასეული ზარი განხორციელდა, რომლებშიც ქვეყნის მოქალაქეები უცნაური მოვლენის შესახებ (შემდეგში მოხსენიებული როგორც “(პ)არანორმალური მოვლენა”) იუწყებოდნენ. მოვლენა უკავშირდებოდა “დროის გაქრობას”, ხოლო ზარები ძირითადად არასამუშაო საათებში დაფიქსირდა…

გ.კ., თვითმხილვევლი

{ ინტერვიუერი: …შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რისი თვითმხილველი გახდით?

გ.კ: არ ვიცი, როგორ გითხრათ. წინა დღით იყო დრო და მერე უცებ საერთოდ გაქრა. აი, ის ფილმი ხომ გაქვთ ნანახი… ენის წვერზე მადგას სახელი. კარგი, შევეშვათ, ალბათ ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გექნებათ ნანახი. როგორ აგიხსნათ… აი, კვირაში ხომ შვიდი დღეა. ხუთი დღე ვმუშაობთ, შაბათ-კვირას ვისვენებთ, წესით და რიგით. ხომ ეგრეა მოწყობილი? შეიძლება ხანდახან მეექვსე დღესაც მოგვიწიოს მუშაობა, მარა ეგ სხვა შემთხვევაა. ამ ხუთი დღის გარდა, დასვენების დღეებიც ხომ არსებობს? ხოდა, წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ჰოპ და უცებ აღარ იყო. კვირაში შვიდი დღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში საერთოდ გაქრა დასვენების საათები.

ინტერვიუერი: სწორად გავიგე? – თქვენი არასამუშაო საათები გაქრა?

გ.კ: არა, ბატონო, ჩემი არა. როგორ გეკადრებათ? მე მაგას ვერ ავიტანდი. უბრალოდ აი, ზოგადად ხომ მიმიხვდით, – თითქოს უბრალოდ ასე აიღო და არასამუშაო საათები გაქრა…

ინტერვიუერი: და როგორ აისახა ეს მოვლენა თქვენს ცხოვრებაზე?

გ.კ: იმაზე კარგად, ვიდრე წარმომედგინა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს. უბრალოდ, თავიდან ვერ ვხვდებოდი, რანაირად მოხდა და ცოტათი დაბნეული ვიყავი… აი, იმ ფილმში როგორცაა. რა ქვია… კიდევ ვერ ვიხსენებ… }

ოფიციალური განაცხადი #2

…გამოძიების შედეგად, არანაირი კრიმინალური აქტივობა, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად იქნებოდა ზემოთ აღნიშნულ (პ)არანორმალურ მოვლენა S201806-სთან დაკავშირებული, არ გამოიკვეთა. როგორც განყოფილებების დოკუმენტებშია აღნიშნული, არცერთი განხორციელებული ზარი არ ყოფილა საჩივარი და ხალხი უბრალოდ საკუთარ გაკვირვებას გამოხატავდა, რისი კლასიფიცირებაც დანაშაულად ვერ მოხერხდა. ნივთმტკიცებების არ არსებობის გამო, მოვლენას ჩამოშორდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის გაურკვეველი და ამოუცნობი მოვლენების შესწავლისა და ანალიზის დეპარტამენტი, სანამ საქმეში არ გამოიკვეთებოდა სხვა დეტალები. მსგავსი რამ არ მომხდარა.

ოფიციალური განაცხადი #3

მალევე გაირკვა, რომ (პ)არანორმალური მოვლენა არა კოსმოსს (როგორც ამას სხვადასხვა თვითმხილველი აღნიშნავდა), არამედ პირველი ქართული ნეო-ბანკის აპლიკაციას, სახელად “სფეისი”, უკავშირდებოდა.

ა.ზ. და გ.ჯ., თვითმხილველები

{ ინტერვიუერი: სად გავჩერდით? ჰო, ე.ი., სად და რა სიტუაციაში გახდით ამ მოვლენის მომსწრენი?

ა.ზ: ბარში ვიყავით. ოღონდ, რომელში არ მახსოვს. შენ ხო არ გახსოვს?

გ.ჯ: არაა.

ა.ზ: ხოდა, მოკლედ მაშინ ახალი… როგორ ვთქვა… გაჩითულები ვიყავით ერთად. ჩემ მეგობრებს გავაცანი. ძალიან დავთვერით ყველანი და თან ამ სიყვარულისბუშტგახეთქილმა ავიჩემე, მეთქი დღეს აბსოლუტურად ყველაფერს მე ვიხდი. არავინ შემწინააღმდეგებია.

გ.ჯ: { იცინის}

ა.ზ: რო დავხედე ანგარიშს, მეთქი ოქეი. მაგრამ საკმარისი თანხა არ აღმომაჩნდა. ჩემი ძმაკაცების შეყვარებულებთან გამიტყდა, თორე ვაღიარებდი სიმართლეს. სად უნდა მეშოვა ღამის სამ საათზე ფული?

გ.ჯ: მე მქონდა იმ დღეს გაგონილი სფეისზე და მოვუყევი…

ა.ზ: რავი, რამდენი ხანია ბანკებთან მაქვს ურთიერთობა, მარა ღამის სამ საათზე სესხის აღება თუ აპლიკაციით შეიძლებოდა, მანამდე არ ვიცოდი. რაღაც რეკლამასავით კი ჟღერს, მარა ეგრეა და ჰა. შეამოწმეთ, თუ გინდათ…

ს.ა., თვითმხილველი

{ ს.ა: ყველაზე საჭირო მომენტში მგონი მე შემემთხვა ეს არანორმალური მოვლენა.

ინტერვიუერი: პ.

ს.ა: ბატონო?

ინტერვიუერი: პ-არანორმალური.

ს.ა: ხო, რასაც ეძახით. დილის ხუთი საათი იყო, კლუბიდან გამოვედი და ტაქსი გავაჩერე. მობილური მიჯდებოდა და მეთქი აღარ გამოვიძახებ. რო გადმოვედი, აღმოვაჩინე რო ბარათი დამრჩა ტაქსიში. მიდი და იპოვე ახლა. თან მთელი ფული მაგ ბარათზე მქონდა. მერე გამახსენდა რო დილით გადმოვწერე ეგ აპლიკაცია. ფულიც ეგრევე გადმოვიტანე სხვა ბარათზე და ის კიდე დავბლოკე. არადა შაბათის დილა იყო, წესით ხო ეგ ორშაბათს ჯდება? ეგრევე დაჯდა. დედაჩემს რაც ქონდა დაბარებული, ეგენიც ავიტანე სახლში. და მობილურიც გამოირთო. თურმე რო გამომეძახებინა ტაქსი, გამიძლებდა და ბარათსაც აღარ დავკარგავდი… }

ს.ხ., თვითმხილველი

{ ს.ხ: არ ვიცი უცხოპლანეტელები თუ არსებობენ, მაგრამ ეგეთი რაღაცები რომ საქართველოში ხდება ხოლმე, ცოტა უცხოპლანეტელური კი არის. }

ოფიციალური განაცხადი #3

ის, რაც თავიდან (პ)არანორმალური მოვლენის სახელით იყო ცნობილი, სინამდვილეში უბრალოდ მომსახურების სერვისში დანერგილი ინოვაციური მიდგომა აღმოჩნდა, რომელიც თავის თავში ყოველდღიურ დისკომფორტებთან ბრძოლას მოიაზრებდა 24/7-ზე მომსახურებით და რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნდა სტივენ სპილბერგის ფილმებსა და რეი ბრედბერის მოთხრობებთან. ისევე, როგორც კვანტურ მექანიკასთან, რისი იმედიც ცოტა ხნით მაინც მიეცა ხალხს. ზემოთაღნიშნული (პ)არანორმალური მოვლენა საკმაოდ ჩვეულებრივ მოვლენად და ათასობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ა.ა., თვითმხილველი

{ ა.ა: ახლა რო ვუყურებ ჩემს თავს ორი წლის წინ, მაშინ ეტყობა ზედმეტად მეუცნაურა ეს 24/7 ამბავი. ანუ, როცა არ უნდა მიწერო, სულ რომ დილის ექვსი იყოს, მაინც რომ გიპასუხებენ ფეიჯზე… ძირითადად ხომ within one hour, ან closed now აწერია ხოლმე… თან ყველაფერი მობილურში რომ გაქვს და რაღაც ფურცლებზე არ დარბიხარ, ეგ მანამდე საერთოდ არ მეგონა ჩვენთან თუ მოხერხდებოდა. ახლა უკვე ყოველდღე ვიყენებ. აი რამე ტინდერის მაგვარსაც თუ დაამატებენ, საერთოდ მაგარი იქნება – თან ის, თან ეს. ან რამე ისეთს, ინტერნეტის გარეშე რომ შეგეძლოს მუსიკის მოსმენა, სტატიების წაკითხვა, არ ვიცი, ბევრი რაღაც შეიძლება, თუ ფანტაზიას გასაქანს მისცემ }

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.