QR განვადება

8 მიზეზი, რატომ უნდა იშოპინგო სფეისის ონლაინ განვადებით

მაშინ, როდესაც ყველას დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა მოგვიწია, ორმაგად აქტუალური გახდა ციფრული სერვისები და ონლაინ შოპინგი. ამ პროცესის გამარტივებზე ფიქრი სფეისშიც დავიწყეთ და უკვე რამდენიმე თვეა, მომხმარებლებს სრულად ციფრული განვადებით სარგებლობას ვთავაზობთ. სფეისის ონლაინ განვადების შესახებ შეიძლება აქამდეც გსმენია, მაგრამ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გქონდა და ისევ სტანდარტული, უკვე ნაცნობი გზით არჩევდი ნივთის შეძენას.

ამ ბლოგში გადავწყვიტეთ, შენს ყველა კითხვას ვუპასუხოთ, მოგიყვეთ სფეის განვადების უპირატესობებზე და იმაზე, რატომ უნდა სცადო სფეისის QR განვადებით შოპინგი აუცილებლად.

1. ონლაინ განვადების დასამტკიცებლად და ნივთის შესაძენად, სულ დაგჭირდება 1-დან 5 წუთამდე

სხვადასხვა საკითხზე დაუსრულებლად შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ერთი რამ ვფიქრობთ, ყველასთვის ცხადია – თანამედროვე ადამიანისთვის თითოეულ წუთს დიდი ფასი აქვს. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად, რომ სფეის განვადებით ნივთის შეძენა მაქსიმალურად სრწაფ და მარტივ პროცესად გვექცია. შედეგად, სფეის განვადებით სარგებლობისას, სასურველი ნივთის შერჩევიდან მაქსიმუმ 5 წუთში ნივთი უკვე შენია. თუ ჯერ არ გაქვს სფეისის აპლიკაცია, არც ესაა პრობლემა – ამ დროში აპლიკაციის გადმოწერას და რეგისტრაციის გავლასაც მოასწრებ.

დამტკიცების შემდეგ ყოველთვიურ თანხას აპლიკაციიდან „გადახდა“ ღილაკზე დაჭერით დაფარავ, ნებისმიერი ბანკის ბარათით. ან უბრალოდ გადმორიცხავ ფულს სფეისის ანგარიშზე და განვადებისთვის საჭირო თანხა ავტომატურად დაიფარება გადახდის დღეს.

2. პროცესი სრულად დისტანციურია და ხელმისაწვდომია 24/7-ზე

ყველაზე უხერხული სიტუაციების ათეულში ალბათ იმ მომენტს აუცილებლად შევიტანდით – მაღაზიაში ნივთის შერჩევის შემდეგ ბანკის წარმომადგენელთან რომ მიდიხარ და გარშემომყოფებთან ერთად, სულგანაბული ელოდები განვადების მოთხოვნაზე საბოლოო პასუხს. ამ უხერხულობისგან თავის არიდებასთან ერთად, წარმოიდგინე, რამდენ დროს ზოგავ, როცა ნივთებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ არჩევ და განვადებასაც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ნებისმიერ დროს იმტკიცებ.

3. გადაანაწილებ ნივთის ღირებულებას 3 თვეზე, გაძვირების გარეშე

ალბათ სადაც განვადებას შეხვედრიხარ, იქვე ყველგან გინახავს 0%-ის ნიშანი. დღეს თითქმის ყველა ბანკი გთავაზობს 0%-იან განვადებას. მაგრამ რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა ეს 0% სინამდვილეში არ აღმოჩენილა 0% ?

სფეისში გვაქვს სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება, რომლის დროსაც ნივთში იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს. უბრალოდ მის ღირებულებას ყოფ სამ ნაწილად და ანაწილებ მომდევნო სამ თვეზე. აი, მაგალითად, თუ 600 ლარიანი ნივთის შეძენას და სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით სარგებლობას გადაწყვეტ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გადაიხდი 200-200 ლარს და არც ერთი თეთრით ზედმეტს.

4. გრაფიკს მოირგებ შენზე

თუ ხვდები, რომ სამ თვეში ვერ ფარავ უპროცენტო განვადებით სარგებლობისთვის საჭირო თანხას, შეგიძლია გადაიხადო მინიმალური შენატანი და გადახვიდე სტანდარტულ გრაფიკზე. ამ შემთხვევაში განვადების ვადა 3 თვიდან 48 თვემდეა და მას თავად ირჩევ. გაითვალისწინე, ამ შემთხვევაში ფიქსირებული ეფექტური 33% დაგერიცხება. ასევე, შეგიძლია აპლიკაციიდანვე გააკეთო თანამონაწილეობა და გადაიხადო თანხა ნებისმიერი ბარათით.

5. არ გადაიხდი გაცემისა და წინსწრებით დაფარვის საკომისიოებს

ალბათ გეცოდინება, როგორ არ გვიყვარს სფეისში დაფარული საკომისოები. არც განვადების შემთხვევაა გამონაკლისი – ჩვენ არ გვაქვს არც გაცემისა და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოები.

6. შემოსავლებს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაადასტურებ

არ დაგავიწყდეს, შემოსავლად გეთვლება ყველაფერი: ხელფასი, იჯარა, მომსახურების ანაზღაურება. დოკუმენტების აქეთ-იქით ტარება, ამ რუტინული საქმისთვის დროის დათმობა და ბევრი წვალება რომ აღარ დაგჭირდეს, ავტომატურად, აპლიკაციიდან გაუსვლელად დააჭირე შემოსავლების დადასტურებას, წამები და მზადაა.

8. ისარგებლებ საინტერესო შეთავაზებებით

ნივთის ონლაინ შეძენისას, ალბათ შენც ყოველთვის რამდენიმე სხვადასხვა მაღაზიაში ამოწმებ ფასებს, ადარებ მათ ერთმანეთს და ცდილობ საუკეთესო შეთავზებით ისარგებლო. ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დიდი არჩევანი მიგვეცა სფეისელებისთვის, ამიტომ დავამატეთ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ონლაინ მაღაზია, ამ ეტაპზე უკვე 80-მდე პარტნიორი გვყავს. სასურველ ნივთებს ტექნიკის, ტასაცმლისა და აქსესუარების, საბავშვო, სახლისა და ეზოს მოწყობის და სხვა კატეგორიებიდან შეარჩევ.

გადახედე განვადების პარტნიორების სიას, შედი მათგან ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე, შეარჩიე სასურველი ნივთი და დააჭირე სფეის განვადებით შეძენას. გადახვალ გვერდზე, სადაც დაგხვდება QR კოდი და მარტივად დაასკანერებ სფეისის აპლიკაციით. მაინც თუ დაგჭირდა დახმარება, იქვე ნახავ ელენეს ვიდეოს და ის აგიხსნის, როგორ უნდა დაასრულო შეძენის პროცესი.

7. იშოპინგებ ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიაში

სფეისში მუდმივად ვცდილობთ, პარტნიორებთან ერთად საინტერესო აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ ერთგულ მომხმარებლებს. ამისთვის, რა თქმა უნდა, მუდმივად ვაკვირდებით მათ უკუკავშირსა და სურვილებს, რომ შეთავაზებები სწორედ სფეისელების მოთხოვნას მოვარგოთ და არა პირიქით. მანამ, სანამ შოპინგს დაიწყებ, გადახედე ჩვენს ბლოგს და გაიგე, რას უნდა მიაქციო ყურადღება, როცა ნივთს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ყიდულობ.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.