QR განვადება

ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების აქციები

როგორც შენიშნე, ამ პერიოდში ჩვენი ყოველდღიური შოპინგი შეიცვალა, მიმდინარე მოვლენებს მოერგო და მთლიანად გაციფრულდა. ამ სიახლეებს ჩვენმა პარტნიორმა ონლაინ მაღაზიებმა სხვადასხვა აქციით უპასუხეს. ისინი ჩვენ ერთ ბლოგში გავაერთიანეთ და გიზიარებთ, რომ არ გამოგრჩეს რომელიმე შენთვის ხელსაყრელი შეთავაზება.

არ გადავიწყდეს, რომ ამ და სხვა ჩვენს პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში სფეისის QR განვადებით შეგიძლია ისარგებლო.

  1. განვადებას სულ რამდენიმე წამში დაიმტკიცებ
  2. პროცესი მთლიანად ციფრულია
  3. შეგიძლია ისარგებლო სამთვიანი ეფექტური 0%-იანი შეთავაზებით

მანამდე კი, სანამ სასურველ ნივთს იპოვი, თვალი გადაავლე მიმდინარე შეთავაზებებს.

თითოეული აქციის ხანგრძლივობა შეძენამდე თავად ონლაინ მაღაზიასთან გადაამოწმე.

ტექნიკა

მას შემდეგ, რაც მთელ დღეებს სახლში ვატარებთ, ნებისმიერი სახის საყოფაცხოვრებო თუ წვრილ ტექნიკას განსაკუთრებული დატვირთვით უწევთ მუშაობა. ამიტომ მათი განახლება ახლა უფრო აქტუალური და დროულია. ქვემოთ ჩამოთვილი შეთავაზებები დაგეხმარება შეიძინო ტელეფონი, ნოუთბუქი, სარეცხი მანქანა , სათამაშო კონსოლი ან სხვა ტექნიკა ხელსაყრელი პირობებით.

1.Alta.ge

თუ თვლი, რომ დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უფრო კონკრეტულად კი მაცივარი ან სარეხი მანქანა შეცვალო და სამსუნგის ბრენდს აირჩევ, საჩუქრად მტვერსასრუტს ან მიკროტალღურ ღუმელს მიიღებ ალტასგან. ხოლო თუ Asus-ის ნოუთბუქის ყიდვას გადაწყვეტ, ყურსასმენი, მაუსი, როუტერი ან ჩანთა უფასოდ გერგება.

2.Ee.ge

ელიტ ელექტრონიქსში სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას დიდი ფასდაკლებით ისარგებლებ და 500 ლარამდე თანხას დაზოგავ. გაითვალისწინე რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ნივთს უფასოდ მოგიტანენ.

3.Megamall.ge

ონლაინ შოპინგისთვის შენი დაჯილოება გრძელდება. მეგამოლში ტელევიზორის შეძენისას არც მეტი არც ნაკლები, სათამაშო კონსოლს – PS4 PRO-ს გაჩუქებენ. თუ მობილურ ტელეფონს აირჩევ Huawei-ს აკუსტიკურ სისტემასაც მოგიტანენ სრულიად უფასოდ, ხოლო ნოთბუქის შეძენის შემთხვევაში თავად შეგიძლია გადაწყვიტო, ზურგჩანთა გირჩვენია საჩუქრად თუ ნოუთბუქის ჩანთა.

4.Rugged.ge

თუ შედარებით ბიუჯეტურ სმარტფონს ეძებ, ეს შეთავაზება ნამდვილად გამოგადგება. შეგიძლია იყიდო Xiaomi Redmi Note 8, რომელიც 629 ლარი ღირს და თან შენს შენაძენს პრემიუმ ხარისხის პორტატული დამტენიც ავტომატურად მოჰყვება. გაითვალისწინე, რომ Rugged.ge ქსიაომის ავტორიზებული რითეილერია.

5.Gamezone.ge

როგორც ჩანს, სახლში ყოფნის პერიოდში, სათამაშო კონსოლები ბევრისთვის აღმოჩნდა გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ამიტომ ჩავთვალეთ რომ ეს შეთავაზება შენთვის საინტერესო იქნება და დაგეხმარება თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებაში.

ახლა შეგიძლია ფასდაკლებით შეიძინო SONY PS4 PRO და მასთან ერთად FIFA20-იც, მათი ჯამური ფასი კი 1599 ლარის ნაცვლად 1499 ლარი იქნება. ხოლო თუ თამაშისთვის უფრო მობილურ და პორტატულ საშუალებას ანიჭებ უპირატესობას მაშინ Nintendo Switch Lite უნდა აირჩიო, რომელშიც 999 ლარის ნაცვლად 899 ლარს გადაიხდი.

6.Karchershop.ge

ახლა, ისე როგორც არასდროს, დასუფთავება და ბაქტერიებთან ბრძოლა ყველასთვის პრიორიტეტია.

როგორც აღმოჩნდა, მაღალი წნევით რეცხვის ეს აპარატი უამრავ რთულ დავალებას უმკლავდება და იდეალურად ასუფთავებს მანქანას, ავეჯს, ველოსიპედს, ღობეს, კიბეს და ქვის კედლებსაც კი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლის ყოველდღიურ დასუფთავებაში დახმარება დაგჭირდება, ამ კომპაქტურ მტვერსასრუტს გირჩევთ. მარტივად გაუმკლავდები იატაკის, ხალიჩის თუ ნებისმიერი ავეჯის წმენდას.

7.Zoommer.ge

თუ ახლა ფიქრობ, რომელი სმარტფონით ჩაანაცვლო შენი ამჟამინდელი მობილური ტელეფონი. გადაწყვეტილების მიღებაში Huawei-ს სმარტფონებზე ზუმერის ფასდაკლება დაგეხმარება. არჩევანი საკმაოდ დიდია და ისღა დაგრჩენია შენთვის ზედგამოჭრილი მოდელი აქ აარჩიო.

ტანსაცმელი და აქსესუარები

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ სახლებში ვრჩებით, ჩვენს საგაზაფხულო გარდერობს მაინც სჭირდება განახლება. სხვა თუ არაფერი განწყობას ნამდვილად აიმაღლებ. აუცილებლად გადაავლე თვალი ამ აქციებს და სულ მალე იპოვი შენი გარდერობის ახალ წევრებს.

8.Dressup.ge

აქ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ ახალ კოლექციაზე, ხოლო წინა სეზონის კოლექციიდან ნებისმიერ ნივთს 60%-მდე ფასდაკლებით შეიძენ. თან უფასო მიწოდებაც აქვთ საქართველოს მასშტაბით.

ამ შეთავაზებების გარდა, სფეის განვადებით სოციალური მედია მარკეტინგის კურსიც შეგიძლია შეიძინო.

იმედი გვაქვს ეს აქციები გამოგადგება და არ დაგავიწყდეს, შეგიძლია ისარგებლო სფეისის სრულად ონლაინ განვადებით, სამთვიანი ეფექტური 0%-იანი შეთავაზებით.

წარმატებები!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.