დაბრუნება

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე სესხის აღებისას

იცი რა განსხვავებაა ეფექტურ და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის? საერთოდ, არ გაგვიკვირდება თუ არ იცი, რადგან ჩვენც სანამ პირველი, სრულად ციფრული ბანკის შექმნა არ დავიწყეთ, ჩვეულებრივი მომხმარებლის როლში ხშირად გვიკითხავს, რა საჭიროა ეს ორი სხვადასხა ტერმინი.

აღმოჩნდა, რომ ჩვენც ვტყუვდებოდით. ნუ ტყუილი რადიკალური სიტყვაა, უბრალოდ ვიბნეოდით, ყურადღებას არ ვაქცევდით. ფინანსური ორგანიზაციები სესხის შეთავაზებისას ხშირად გვეუბნებიან პროცენტს, რომელიც მერე აღმოჩნდება, რომ იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პროცენტი, რომელსაც რეალურად საბოლოოდ ვიხდით. ეს იმიტომ ხდება, რომ ნომინალური პროცენტი უფრო ხშირად გვესმის ხოლმე ვიდრე ეფექტური.

სწორედ ამიტომ, ყოველთვის იკითხე, რამდენი იქნება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

რა არის ეფექტური პროცენტი?

ეს არის რეალური, საბოლოო პროცენტი რომელსაც იხდი, ანუ ნომინალურ პროცენტს დამატებული ყველა საკომისიო, როგორებიცაა:

  1. სესხის დამტკიცების საკომისიო
  2. სესხის გატანის საკომისიო
  3. წინსწრებით დაფარვის საკომისიო
  4. ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები
  5. ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო და ა.შ.

როგორც წესი, ამ საკომისიოებზე ხმამაღლა არ საუბრობენ. არადა ეს ფარული გადასახადები, გვიძვირებენ ჩვენ სესხზე გაწეულ დანახარჯებს.

ამიტომ, როდესაც სესხის აღებისთვის რამდენიმე ბანკის ალტერნატივას განიხილავ, __აუცილებლად შეადარე ეფექტური პროცენტი.

პირობა უკეთესია, თუ ერთსა და იმავე ვადაზე ნაკლები ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გვაქვს.

სფეისში გვძულს დაფარული საკომისიოები. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ეფექტურ პროცენტს გაუბნებით, რომელიც თითქმის იგივეა, რაც ჩვენი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. როგორ? ჩვენთან ყველა ეს საკომისიო 0-ია:

  1. სესხის დამკიცების საკომისიო - 0
  2. სესხის გატანის საკომისიო - 0
  3. წინსწრებით დავაფარვის საკომისიო - 0
  4. ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები - 0
  5. ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო - 0

რაზეა დამოკიდებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სფეისში?

მხოლოდ შენს საკრედიტო რეიტინგზე. რაც უფრო მაღალი რეიტინგი გაქვს, მით უფრო ნაკლები პროცენტის გადახდა მოგიწევს. ამ თემაზე მეტი ინფორმაციისთვის, წაიკითხე ჩვენი ბლოგი და გაიგე, როგორ შეამოწმო და გამოასწორო შენი საკრედიტო ისტორია.

სფეის კალკულატორი

ასევე, თუ გაინტერესებს, რა პირობით შეიძლება დაგიმტკიცდეს სესხი სფეისში, ჩვენი უმარტივესი კალკულატორით გაგებ მიახლოებით რიცხვებს. სცადე სფეის კალკულატორი აქ.

ზუსტი პასუხის მისაღებად, რა პირობებით ისარგებლებ სფეის სესხზე, გადმოწერე სფეისი და შეამოწმე შენი საკრედიტო ლიმიტი.

შეგახსენებთ, რომ სფეისში სესხი ეფექტური 15.5% -დან 50% -მდე მერყეობს. ჩვენთან მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით შეგიძლია აიღო სესხი და მისი ლიმიტი 25 000 ლარია.

 

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;