ონლაინ სესხი

საკრედიტო ისტორიის შემოწმება და გამოსწორება

ბუნებრივია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი სურვილის ასრულება გინდა. ისინი განსხვავდება, მითუმეტეს, სხვადასხვა სახის პროდუქტის ასეთი მრავალფეროვანი არჩევანის ეპოქაში. ჰო, აბა.

მოკლედ, ზოგისთვის გართობაა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ზოგისთვის – დასვენება. ზოგისთვის ტკბილეული, ზოგისთვის კი – სუში. ერთისთვის ნეტფლიქსი, მეორესთვისაც ნეტფლიქსი, მესამესთვისაც… და ა.შ. ძალიანაც ნუღარ ჩავუღრმავდებით.

მოკლედ, ყველას გვაქვს რაღაც მოთხოვნები, ამა თუ იმ პროდუქტის ქონის სურვილი და ისიც არაა გასაკვირი, რომ თუ ჯეფ ბეზოსი ან ოპრა უინფრი არ ხარ, რაღაც მომენტში ამ პროდუქტისთვის ფული დაგჭირდეს, რომელიც იმ წამს არ გაქვს.

ასეთ დროს სესხი მარტივი გამოსავალია. და საერთოდ არ “ტეხავს” ამის აღიარება. სწრაფი სესხი (მითუმეტეს სწორად და ჭკვიანურად შერჩეული), ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მაღაზიაში ჩასვლა. მთავარია, იცოდე რის საყიდლად ჩადიხარ, რომ შემდეგ უცებ ფული არ დაგაკლდეს.

რას ნიშნავს საკრედიტო ისტორია?

განვადება, სესხი, საკრედიტო ბარათი – თითოეული მათგანი ვალდებულების ფორმაა, როდესაც იღებ ვალს და მოგვიანებით იხდი. მაგრამ, სესხის ასაღებად, ჯერ შენი გადახდისუნარიანობა უნდა დაამტკიცო.

სწორედ ამას ემსახურება საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი. ეს ყველაფერი ალბათ ზედაპირულად ისედაც იცი, მაგრამ მგონი აჯობებს უფრო სიღრმისეულად გაეცნო საკითხს. რაც მეტი გეცოდინება, შენთვისვე არაა უკეთესი? თუ შეგიძლია და კიდევ რამდენიმე დამატებით წუთს გამონახავ ჩვენთვის, ჭეშმარიტ საკრედიტო ისტორიაზე მოგიყვებით.

რა არის საკრედიტო ქულა?

სათვალე რომ გავიკეთოთ, პერანგის ბოლო ღილი შევიკრათ და რთულად ავხსნათ, საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. თუ შუა წინადადების დროს არ ჩაგეძინა (ისტორიაში შეხვალ), ესე იგი პერანგის ღილი ძალიან შეიკარი და ახლა გიჭერს. ხოდა, მოდი შეიხსენი და უფრო მატივადაც ავხსნათ.

საკრედიტო ქულა არის რიცხვი, რომლითაც ფასდება რისი გადამხდელი ხარ. ანუ, თუ შენს საკრედიტო ისტორიას, კრედიტის გადახდებს გავითვალისწინებთ, რა მოლოდინი იქმნება შენს მომავალ ქცევაზე.

დაახლოებით იგივეა, ამერიკულ ფილმებში და მულტფილმებში, მშობლები რომ ეუბნებიან შვილებს, მთელი წელი როგორც იქცეოდი, იმაზეა დამოკიდებული, სანტა კლაუსი საჩუქარს მოგიტანს თუ არაო (თოვლის ბაბუა არ არსებობს. არც სანტა კლაუსი. მშობლები იცვამენ ფორმებს ? ). საკრედიტო ქულა კი რიცხვებით გამოიხატება და 0-დან 400-მდე მერყეობს.

რა გავლენა აქვს საკრედიტო ქულას შენზე?

მარტივია – რაც უფრო მაღალია საკრედიტო ქულა, მით უკეთეს პირობებს იღებ ნებისმიერი სესხის მოთხოვნისას. ანუ, კარგი ბიჭი/გოგო ხარ. თუ შენი ქულა ძალიან დაბალია, შეიძლება საერთოდაც უარი მიიღო სესხის აღებაზე და უსაჩუქროდ დარჩე.

რა განსაზღვრავს შენს საკრედიტო ქულას?

საკრედიტო ქულის დადგენისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

✅ ვალდებულების მოცულობა

✅ რამდენად ხანგრძლივი საკრედიტო ისტორია გაქვს

✅ რამდენად ხშირად მოიხმარ საბანკო პროდუქტებს

და რაც ყველაზე მთავარია:

კრედიტის გადახდის როგორი ისტორია გაქვს

თუ ეს ყველაფერი წესრიგშია, მაშინ შეგიძლია ჰიუსტონს გადასცე, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვს. თუ არადა, იმედია ამ წამს “აპოლო 13”-ზე არ იმყოფები.

რა უნდა ქნა, თუ უკვე ცუდი საკრედიტო ქულა გაქვს?

ყველაფრის გამოსწორება შეიძლება (ნუ, თითქმის), ასე რომ, ფარ-ხმალი ნამდვილად არ უნდა დაყარო და არც გული გაიტეხო, სხვათა შორის. მთავარია, რომ მეზარბაზნეები არ გჭირდება. საკრედიტო ქულას კი შეიძლება ეშველოს. მის გამოსწორებაზე კი შემდეგნაირად უნდა იზრუნო:

✅ თუ ძალიან, ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდი, არ დაიმატო ახალი კრედიტი

✅ მიმდინარე სესხის პროცენტი ყოველთვის დროულად დაფარე (და გახსოვდეს, რომ ვადაგადაცილებები ნეგატიურად აისახება შენს საკრედიტო რეიტინგზე)

გარდა ამისა, ონლაინ სესხის დამტკიცებისას ყურადღება ექცევა, თუ რამდენი გაქვს შემოსავალი.

სესხი არადროს აგიღია და როცა გადაწყვიტე, არ გიმტკიცებენ

გაინტერესებს რატომ? აბა ერთი წამით დაფიქრდი, შემთხვევით ვინმეს თანამსესხებელი ან სესხის თავდები ხომ არ ხარ? თუ გაირკვა რომ დიდი ვალდებულების თანამონაწილედ ფიქსირდები, ეს ნამდვილად ნეგატიურად აისახება შენს საკრედიტო რეიტინგზე.

არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაცია აქვს, რომლის მიხედვითაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებლად გჭირდება, როცა სესხის აღებას გადაწყვეტ.

კარგი, ახლა მოდი ცოტა ჩვენზეც, სფეისზე ვილაპარაკოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ გახსოვს სად კითხულობ ამ ტექსტს?

როგორ განვიხილავთ სფეისში სესხის მოთხოვნას

როგორც კი აპლიკაციას გახსნი, სფეისში შემოხვალ და სესხს მოითხოვ, ჩვენი სისტემა ადგენს სესხის პირობებს, – ვითვალისწინებთ საკრედიტო რეიტინგს, შემოსავლების ოდენობას და ამ შემოსავლების წყაროს. პროცესი, რა თქმა უნდა ავტომატურია, ამიტომ, პასუხსაც მომენტალურად იღებ.

გასაგებია, რომ შეიძლება სასურველი პროდუქტის დაუფლების სურვილი იმდენად დიდი იყოს (“ერთი სული მაქვს, ჩემს უზარმაზარ პლაზმურ ტელევიზორში “ავატარს” ვუყურო”; “სულ მალე ახალი “ვესპა” მეყოლება”; “დროა ოცნება ავიხდინო და ჰაბნარფორდიური მოვინახულო”) რაღაცებს, რისთვისაც ყურადღება უნდა მიგექცია, საერთოდ გვერდი აუარო, ან უბრალოდ დაუდევრობის ბრალი იყოს, მაგრამ სესხს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოჰქონდეს შენთვის დამატებითი პრობლემა. რისთვის იღებ სესხს? – რომ მეტი სარგებელი ნახო. ასე ვფიქრობთ ჩვენ და შესაბამისად, ვამბობთ კიდეც. ეს არის ჩვენი კომენტარი 🙂

ახლა კი, მოდი ისევ შენზე გავაგრძელოთ ლაპარაკი.

გაინტერესებს, როგორი საკრედიტო რეიტინგი გაქვს?

თუ კი, მაშინ საკრედიტო ისტორიის შემოწმება ძალიან გამოსადეგ ქართულ საიტზე – mycreditinfo.ge-ზე შეგიძლია.

თუ დაგჭირდა ონლაინ სესხი, მაგრამ ჯერ გინდა გადაამოწმო შენი საკრედიტო ისტორია, საკმარისია დარეგისტრირდე (რეგისტრაცია ფასიანია) და პერიოდულად შეამოწმო საკრედიტო რეიტინგი. აკონტროლო ცვლილელები და იცოდე, შენს შესახებ არსებულ რა ინფორმაციას ეყრდრნობიან ბანკები, თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციები, როცა სესხს გასცემენ. ამ მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც საკუთარი საკრედიტო ისტორიის ნახვა აინტერესებს.

სულ ეს იყო. მართალია, ხშირად გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, მაგრამ პერიოდულად გრძელი სიტყვაც საჭიროა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ მეტად ინფორმირებული იყო ყველაფერზე, რაც შეიძლება შენ გეხებოდეს ^_^




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

სწრაფი სესხები | sesxi | denis gadaxda | gadaxdebi | sesxebi

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.