ონლაინ სესხი

რა უნდა იცოდე შენს საკრედიტო ქულაზე?

თუ ერთხელ მაინც გაბრაზებულხარ, იმის გამო, რომ სესხი არ დაგიმტკიცდა ან აღმოგიჩენია, რომ სხვაზე მაღალ პროცენტს იხდი, ალბათ დაფიქრებულხარ, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი.

საქმე ისაა, რომ ფინანსური ინსტიტუტები შენი საკრედიტო ქულის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა პროცენტში და რა მოცულობის სესხი შემოგთავაზონ.

რა არის საკრედიტო ქულა?

სესხით თუ გისარგებლია, გქონია განვადება ან საკრედიტო ბარათი, ყოფილხარ თავდები ან თანამსესხებელი, ანუ არსებობს დოკუმენტი, რომელიც შენს საკრედიტო ქცევას ასახავს. შენს ქცევაზე დაყრდნობითა და ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით კი გამოითვლება შენი საკრედიტო ქულა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, შეაფასოს შენი ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა და გადაუხდელობის რისკები.

ადამიანურ ენაზეც რომ გითხრათ, შენი წარსული ქცევით ფასდება, როგორ მოიქცევი მომავალში და რამდენად შეიძლება გენდოს ბანკი 🙂 საკრედიტო ქულა გამოიხატება 0-დან 400-მდე რიცხვებით. რაც უფრო მაღალია შენი საკრედიტო ქულა, მით უფრო სანდო და ნაკლებრისკიანი მსესხებლის კატეგორიაში ხვდები, შესაბამისად, სესხს უკეთეს პირობებში გთავაზობენ.

ასე გამოიყურება საკრედიტო რეიტინგის კატეგორიები ქულების მიხედვით:

რეიტინგი საკრედიტო ქულა
A 334 – 400
B 321 – 333
C1 308 – 320
C2 296 – 307
C3 285 – 295
D1 273 – 284
D2 260 – 272
D3 235 – 259
E1 210 – 234
E2 190 – 209
E3    0   – 189

რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საკრედიტო ქულაზე?

შენს საკრედიტო ქულას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, გადახდების ისტორია, ანუ ის, თუ რამდენად კარგად ასრულებ ვალდებულებებს. გარდა ამისა, ქულის დათვლისას გაითვალისწინება საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე, მიმდინარე ვალდებულებების მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა და ჯარიმებისა თუ ვადაგადაცილებების ისტორია.

რამდენია შენი საკრედიტო ქულა?

შენი, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის საკრედიტო ქულას კერძო ორგანიზაცია “კრედიტ ინფო” ადგენს, რომელიც სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებიდან კრებს, აარქივებს და აანალიზებს ინფორმაციას. Სესხის მოთხოვნისას სწორედ “კრედიტ ინფოში” ამოწმებს ბანკი შენს საკრედიტო ქულას, შენივე თანხმობით.

იცოდი, რომ საკუთარი საკრედიტო ქულის ნახვა თავადაც შეგიძლია? საკმარისია გაიარო რეგისტრაცია „კრედიტ იფნოს“ ვებგვერდზე, ინფორმაციის მიღებისთვის შეარჩიო სასურველი პაკეტი და თვალი ადევნო საკუთარ საკრედიტო რეიტინგს. გაიგე მეტი აქ

როგორ უნდა გამოისწორო საკრედიტო ქულა?

ქულის გამოსწორებისთვის პირველ რიგში კარგია ნახო საკუთარი საკრედიტო ისტორია, რაც დაგეხმარება იმ ფაქტორების აღმოჩენაში, რამაც წარსულში უარყოფითი გავლენა იქონია შენს რეიტინგზე. ასევე, გაითვალისწინე, საკრედიტო ქულის გამოსწორების სწრაფი გზა არ არსებობს. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენს საკრედიტო ისტორიაში დაფიქსირებული პრობლემების სერიოზულობაზე.

საკრედიტო რეიტინგის გამოსწორებაში დაგეხმარება:

  • დროულად გადაიხადე შენატანები და ეცადე, არ გქონდეს ვადაგადაცილება
  • აკონტროლე კრედიტების მოხმარების სიხშირე

– მხოლოდ მაშინ მოითხოვე სესხი, როცა გჭირდება, რადგან მესამე ფინანსური ორგანიზაციების მიერ შენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება მცირედით, მაგრამ მაინც უარყოფითად აისახება შენს საკრედიტო ქულაზე. გაითვალისწინე, შენ მიერ საკუთარი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება არ აისახება ქულაზე.

შეამოწმე შენი სესხის ლიმიტი საკრედიტო ქულის ცვლილების გარეშე

თუ გაინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში, რა მოცულობის სესხით ან განვადებით ისარგებლებ, გადადი სესხის კალკულატორზე, გვიპასუხე რამდენიმე კითხვაზე და ჩვენ დაგითვლით შენი სესხის დაახლოებით ლიმიტს, კრედიტ ინფოში გადამოწმების გარეშე.




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

Komunalurebi | komunaluri gadasaxadebi | sesxebi | სწრაფი სესხი | gadaixade

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.