ონლაინ სესხი

რას ნიშნავს საკრედიტო რეიტინგი და როგორ ითვლება ის?

[აქ შეიძლება ყოფილიყო შენი გაბრაზებული კომენტარის სქრინები სესხის მაღალ პროცენტზე]

[აქ შეიძლება ყოფილიყო GOT-ის ფინალური სერიის ლინკი]

[აქ შეიძლება ყოფილიყო რამე ციტატა “წითელი და შავიდან”]

მოკლედ, აქ შეიძლება ყოფილიყო ყველანაირი ტექსტი, მაგრამ არის ერთი კონკრეტული, რომელიც, როგორც ჩვენ გვგონია, შენთვის ძალიან გამოსადეგი იქნება. აქვე რამდენიმე მიზეზი:

  1. ნაკლებს გაბრაზდები.
  2. ბრაზისთვის განკუთვნილ ენერგიას სხვა, უფრო საჭირბოროტო საკითხებში დახარჯავ.
  3. ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ შენს ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება, მაგრამ უფრო მეტს გაიგებ ერთ საკითხზე, რომელსაც აუცილებლად მალევე დაივიწყებ და იქამდე არ გაგახსენდება, სანამ ამის საჭიროება არ იქნება.

ალბათ ერთხელ მაინც გწყენია, გაბრაზებულხარ, ან უბრალოდ უკმაყოფილო დარჩენილხარ იმით, რომ სესხი სხვაზე მაღალ პროცენტში, ან საერთოდ არ დაგმტკიცებია. მაგრამ, რამდენად იცი, რა ახდენს ზეგავლენას იმაზე, თუ რა პროცენტში გთავაზობენ სესხს ესა თუ ის ფინანსური ინსტიტუტები?

სპოილერი:

ყველაფერს საკრედიტო ქულა განაპირობებს

ახლა ცოტა უფრო ვრცლად:

ყოველთვის, როცა სესხის განაცხადს ავსებ, საკრედიტო ბარათის აღებას გეგმავ, ან თუნდაც ახალი სახლის ყიდვა გსურს, შენ შეხება გაქვს სწორედ ამ საკრედიტო ქულასთან.

მცირე ისტორიის გაკვეთილი მკაცრ, მაგრამ გულით კეთილ სათვალიან მოხუც ქალთან ერთად

[სახელმძღვანელოს შლის, სათვალეს ცხვირზე ისწორებს, კლასს ერთხელ კიდევ გადახედავს და კითხვას იწყებს]

საკრედიტო სარეიტინგო სისტემის მთავარი მომწოდებლები საკრედიტო ბიუროები არიან, მათი ისტორია კი 1800-იანი წლებიდან იწყება. თავდაპირველად ვაჭრები კლიენტებს მხოლოდ პიროვნული მაჩვენებლების მიხედვით ამოწმებდნენ. 1860-იანი წლებიდან ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, აშშ) ადგილობრივმა ვაჭრებმა დაიწყეს იმ პირების აღრიცხვა, რომელთაც ცუდი საგადახდო ქცევა ახასიათებდათ. სარკინიგზო და საავტომობილო ქსელის განვითარებამ ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის გაცვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

[კითხვას წყვეტს. კლასს აკვირდება – აბა, ვინმე ხომ არ მაიმუნობს. კითხვას აგრძელებს]

„კრედიტინფო საქართველოს“ ისტორია 2005 წლიდან იწყება, როდესაც მსხვილი ბანკებისა და კრედიტინფოს ურთიერთანამშრომლობით შეიქმნა პირველი ქართული საკრედიტო ბიურო.

„კრედიტინფო საქართველო“ აგროვებს დემოგრაფიულ და საკრედიტო ინფორმაციას. მისი ძირითადი საქმიანობა არის მრავალჯერადი წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება-შეჯამება (აგრეგირება), რათა ჩამოყალიბდეს სრულყოფილი და ზუსტი სურათი შენ შესახებ, იმისათვის, რომ კრედიტორებმა შეძლონ ინფორმირებული სასესხო გადაწყვეტილების მიღება.

[ცხვირზე ჩამოწეული სათვალის ზემოდან კლასს აკვირდება. ხედავს, რომ ზოგიერთ ბავშვს სძინავს. მაგიდაზე სახაზავს ურტყამს, ოღონდ არც ისე ძლიერად. ბავშვებს ეღვიძებათ და მასწავლებელს უყურებენ, რომელიც კითხვას აგრძელებს]

როგორ იქმნება საკრედიტო ქულა/რეიტინგი?

მიმდინარე და დახურული სესხების მონაცემებით იქმნება მომხმარებლის საკრედიტო ისტორია/რეპორტი, რომელიც იძლევა სრულ ინფორმაციას კლიენტის საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობების შესახებ. საკრედიტო რისკის შეფასებისას სწორედ ამ მონაცემებს ამოწმებენ ორგანიზაციები. კრედიტინფო საქართველომ შეიმუშავა მათემატიკური მოდელი, რომელიც საკრედიტო რეპორტში არსებული მონაცემების საფუძველზე აფასებს სუბიექტის მიერ საკრედიტო ვალდებულებების დროულად შესრულების ალბათობას.

საკრედიტო რისკის დონე გამოხატულია საკრედიტო ქულით და მერყეობს 0-დან 400-მდე. იგი იძლევა სესხის ვადაგაცილების გარეშე გადახდის შეფასების საშუალებას. მაღალი ქულა დაბალ საკრედიტო რისკზე მიუთითებს, შესაბამისად, რაც მეტია ქულა, მით მეტია საკრედიტო მომსახურების მიღების ალბათობა. „კრედიტინფო საქართველოს“ სარეიტინგო სისტემა საკრედიტო ქულას ყოფს 11 კატეგორიად, იგივე საკრედიტო რეიტინგად.

რა განსაზღვრავს შენს საკრედოტო ქულას?

ვალდებულებების მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე და სხვ. თუმცა, შენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე ყველაზე მეტად გადახდების ისტორია მოქმედებს, ვინაიდან ის უჩვენებს, რამდენად კარგად ასრულებ ვალდებულებებს. გარდა ამისა, საკრედიტო ისტორია არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რა დრო დაგჭირდა ვალდებულებების შესასრულებლად, როდის გქონდა ვადაგადაცილებული სესხი, ან როდის დაგერიცხა ჯარიმა (თუ დაგერიცხა).

თუ დაგაინტერესებს შენი ზუსტი საკრედიტო ქულა, mycreditinfo.ge – ზე შეირბინე.

აქვე შეგახსენებთ, რომ სფეისში სესხის აღება შეგიძლია მომენტალურად და დისტანციურად. სწორედ საკრედიტო რეიტინგი, ასევე შემოსავლებისა და სხვა ვალდებულებების მოცულობა ახდენს გავლენას პასუხზე, რომელსაც მომენტალურად იღებ სესხის მოთხოვნისთანავე. მოგეწონება პირობები? მყისიერად დაისვამ ფულს ნებისმიერი ბანკის ბარათზე. [ზარი ირეკება და კლასი წამებში იცლება]

[მასწავლებელი კმაყოფილი სახით დახურავს სახელმძღვანელოს, იმ იმედით, რომ გაზიარებულ ცოდნას თუ ყველა არა, ვინმე მაინც გამოიყენებს]




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

სწრაფი სესხები | sesxi | denis gadaxda | gadaxdebi | sesxebi

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.