ონლაინ სესხი

ყველაზე პრაქტიკული სესხი რემონტისთვის

შენც გეცოდინება, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალი ადამიანების გაცნობას, მოგზაურობას, ახალი სამსახურს ან რემონტს ეხება…

მოდი, ამ ბოლო პუნქტზე შევჩერდები.

შეიძლება გგონია, რომ სიმშვიდე, მოთმინების უნარი და გაწონასწორებულობა შენი ძლიერი მხარეა, მაგრამ ამის შესამოწმებლად საკმარისია ნელი ინტერენეტი შენს ლეპტოპში ან რემონტი შენს სახლში. მოკლედ, ხვდები, რომ რემონტი უნდა #დასრულდეს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ჰო, თუ საქმის მალე მოშორება გინდა, სანაცვლოდ ბიუჯეტის გაზრდაც შეიძლება მოგიწიოს.

პირადი გამოცდილებით, მეგობრების გამოცდილებით, ფორუმებით, ტუტორიალებით, სამყაროს კანონზომიერებითა და ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით – რემონტის შემთხვევაში ყველაფრის ზუსტად გათვლა თითქმის შეუძლებელია.

აი, წარმოიდგინე – მასალის შესარჩევად ხარ წასული და იმ კაფელმა, პარკეტმა, შპალერმა ისე შემოგხედეს, რომ ეგრევე დანებდი – ერთხელ აკეთებ და მოდი ბარემ კარგად გავაკეთებო, ფულის დაზოგვა არ ღირს, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს ნიშნავს.

რატომ სფეისი?

იმიტომ, რომ შენი დრო და ენერგია დაზოგო, შენც დაისვენო და მეზობლებიც დაასვენო. სფეისში. სესხი შეგიძლია აიღო ბევრად სწრაფად, ვიდრე გამოცდილი ხელოსანი შპალერის ერთ ზოლს გააკრავს.

აიღე სესხი სწრაფად

სფეისში სესხის აღებას 30 წამიდან 5 წუთამდე სჭირდება და ეს ყველაფერი სულ მარტივად – აპლიკაციიდან ხდება. დაივიწყე ბანკში მისასვლელად ჯერ საცობში ლოდინი, შემდეგ ბანკში ლოდინი. ისიც გეყოფა, რომ რემონტს იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე შენ გეგმავდი.

50 000 ლარი 4 წლამდე ვადით

სწრაფი არ ნიშნავს ცოტას. რადგან სფეისში 25 000 ლარამდე სესხი შეგიძლია აიღო და 4 წლამდე ვადაზე გადაანაწილო. ჩვენთან პროცენტი წლიური ეფექტური 19% -დან 50%-მდე მერყეობს.

24-7 – ზე

დაგვეთანხმები, რომ რემონტმა არც სამუშაო დრო იცის და არც დღე-ღამე. სფეისშიც ასეა – 24/7 – ზე შენი აპლიკაცია შენთანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხი შეგიძლია აიღო მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება.

დაისვი თანხა ნებისმიერი ბანკის ბარათზე

თუ სხვა ბანკის ბარათი გაქვს, ეგ არაფერი. სფეისში გვიყვარს თავისუფლება და ვიცით, რომ შენც ასე ხარ. ჰოდა, არ აქვს მნიშნელობა, რომელი ბარათი გაქვს, სფეის სესხი შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათზე დაისვა თვალის დახამხამებაში თითის ერთი დაჭერით. უბრალოდ მიაბი ნებისმიერი ბანკის ბარათი სფეის აპლიკაციაში.

არა დაფარულ საკომისიოებს

დაფარულ საკომისიოს ცოცხალი თავით არ ვცნობთ სფეისში. წინსწრების საკომისიო? სფეისში თუ წინასწარ დაფარავ, არ დაჯარიმდები. სესხის დაზღვევა? გატანის საკომისიო? არც ეს და არც მსგავსი უცნაური გადასახადები. გამოიტანე უფასოდ 6 ბანკის ბანკომატიდან ელიავაზე სავარაუდოდ ბარათით ვერ გადაიხდი, ამიტომ ქეში დაგჭირდება. სფეისში აღებული სესხის გამოტანა სრულად უფასოა 6 ბანკის ბანკომატიდან: თიბისი, ვითიბი, ლიბერთი, ბაზის, ხალიკ, ფინკა ბანკებიდან. არ დაგავიწყდეს, რომ სფეისში თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 15 000 ლარია.

გამოთვალე სავარაუდო საკრედიტო ლიმიტი სფეისის ონლაინ სესხის კალკულატორით

აირჩიე როდის და რამდენს გადაიხდი

მაშინ, როცა შენს გონებაში უკვე ფარდების ფერს არჩევ,, კრედიტ ოფიცრის მიერ დასმული კითხვები კიდევ უფრო უდროო და უხერხული ხდება. სფეისში არ შეგეკითხებით სესხის მიზნობრიობას. მოკლედ, როცა შუა რემონტში მიხვდები, რომ შენი გემოვნება აღემატება შენს ფინანსურ შესაძლებლობებს, უკვე იცი, სად შეგიძლია სწრაფად და მარტივად აიღო სესხი.

ზედმეტი კითხვების გარეშე

ჩვენ გვჯერა, რომ შენი ფულის მართვა შენ ყველაზე უკეთ გამოგდის. ჰოდა, რატომ უნდა მოერგო გრაფიკს, როცა შეგიძლია შენზე მოირგო ის? მარტივად აირჩიე გადახდის დღე და ფულის ოდენობა.




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

Komunalurebi | komunaluri gadasaxadebi | sesxebi | სწრაფი სესხი | gadaixade

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.