ონლაინ სესხი

რა არის სესხის კალკულატორი და რა შემთხვევაში დამჭირდება ის?

თუ ახალ სახლში გადახვედი და რემონტისთვის ფული გაკლდება, შენი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, მეგობრებმა შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა შემოგთავაზეს ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის თანხა გჭირდება, სესხი ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალია.

ან, იქნებ ჯერ სულ არ გეგმავ სესხის აღებას და უბრალოდ ინტერესის გამო გინდა გაიგო, საჭიროების შემთხვევაში, რამდენი და რა პირობებში დაგიმტკიცდება. ზუსტად ამისთვის შევქმენით სფეისში სესხის კალკულატორი.

რა არის სესხის, ანუ კრედიტის კალკულატორი?

თუ დაახლოებით მაინც იცი, რა მოცულობის სესხის აღება გინდა და რამდენ ხანში ფიქრობ მის დაფარვას, სესხის კალკულატორის დახმარებით შეძლებ სავარაუდო სესხის პროცენტის გამოთვლას და იქვე ნახავ დაახლოებით, რამდენი იქნება შენი ყოველთვიურად გადასახდელი თანხაც.

ასე გამოიყურება ჩვენი კალკულატორი. მისი გამოყენება მარტივია:

1. ჩაწერე რა თანხის აღება გსურს. გაითვალისწინე, რომ სფეისში 100-დან 50,000₾-მდე ნებისმიერი მოცულობის სესხს მოითხოვ ეფექტური 16%-დან.

2. მიუთითე, რამდენ ხანში დაფარავ აღებულ სესხს. მინიმალური ვადა 1, მაქსიმალური კი 48 თვეა

3. ამ ორი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ავტომატურად შეიცვლება ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოცულობაცაქვე, არ დაგავიწყდეს, რომ სფეისის სამომხმარებლო სესხის კალკულატორი გითვლის მხოლოდ სავარაუდო პირობებს, რომელიც რეალურ პირობებს შეიძლება არ დაემთხვეს. ასევე, ყურადღება მიაქციე, რომ კალკულატორის შედეგში გათვალისწინებულია წლიური ეფექტური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთი. რეალურად კი სფეისის სწრაფი სესხის პროცენტი წლიური ეფექტური 16%-დან 49%-მდე მერყეობს და დამოკიდებულია მომხმარებლის საკრედიტო ისტორიასა და საკრედიტო რეიტინგზე.

რატომ უნდა ისარგებლო სფეისის ონლაინ სესხით თუ ფული გჭირდება?

სულ ერთი წუთით გაიხსენე ყველა ის დისკომფორტი, რომელიც ტრადიციულ ბანკებში სესხის აღების პროცესს ახლავს თან: ჩახლართული პირობები, სესხის პასუხის დაუსრულებელი მოლოდინი, საკომისიოები, არასამუშაო საათები და ა.შ. ჩათვალე, რომ სფეისში ყველა ამ დისკომფორტს აარიდებ თავს:

 

  • ჩვენთან სესხს 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ აპლიკაციის საშუალებით მოითხოვ
  • სესხის დასამტკიცებლად მაქსიმუმ 5 წუთი დაგჭირდება
  • შემოსავლებს დაადასტურებ პირდაპირ აპლიკაციიდან
  • სწრაფი სესხით აღებულ თანხას დაისვამ ნებისმიერი ბანკის ბარათზე
  • არ გადაიხდი სესხის დამტკიცების, გატანისა და წინსწრებით დაფარვის საკომისიოებს
  • ნებისმიერ დროს დაიმატებ თანხას, 50,000₾-მდე ეფექტური 16%-დან

სფეის სესხის ასაღებად, პირველ რიგში, გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და გაიარე რეგისტრაცია. მთავარი გვერდიდან ჩამოსქროლე ქვემოთ, დააჭირე სესხის აღებას, მიუთითე სასურველი თანხა და მიჰყევი მარტივ პროცესს. სფეის სესხის ასაღებად საჭიროა, დაადასტურო შენი შემოსავალი, რომლის ყოველთვიური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სისტემამ არ მოგთხოვოს დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა და სესხი ავტომატურად დაგიმტკიცდეს.

როგორ მოიქცე, თუ სესხი მოითხოვე და არ დაგიმტკიცდა?

ზოგჯერ ასეც ხდება, ხანდახან ჩვენი მოლოდინები რეალობას არ ემთხვევა. მაგრამ, სესხის შემთხვევაში, უარს ყოველთვის აქვს გარკვეული მიზეზი, მაგალითად: უდი საკრედიტო ისტორია ან ქულა, შენი სესხის ლიმიტის ამოწურვა, სესხის ახალი რეგულაციები და სხვა.

 

ასეთ დროს, პირველ რიგში, გირჩევთ, სცადო საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. შენი საკრედიტო ისტორიის ნახვა ონლაინ, ამ ვებგვერდის საშუალებით შეგიძლია 👉 https://mycreditinfo.ge/ მარტივად გაივლი რეგისტრაციას, შეიყვან ყველა საჭირო ინფორმაციას და ნებისმიერ დროს შეძლებ თვალი ადევნო, როგორ იცვლება შენი საკრედიტო ქულის ისტორია თვეების მიხედვით.უფრო დეტალურ ინფორმაციას საკრედიტო ისტორიისა და მისი გამოსწორების შესახებ ჩვენს მეორე ბლოგში მიიღებ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.