QR განვადება

სცადე სფეისის სრულად ციფრული განვადება

მაშინ, როდესაც ყველამ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ დისტანციური სერვისებით სარგებლობა, ორმაგად აქტუალური გახდა ონლაინ შოპინგი და ნივთების სახლიდან გაუსვლელად შეძენა. ამიტომ, სფეისში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სრულად ციფრული განვადების პარტნიორების რიცხვი კიდევ უფრო გაგვეზარდა და დღეს ყველაზე მეტ – 92 ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია სფეის განვადებით სასურველი ნივთები და სერვისები შეიძინო.

რა არის სფეის განვადების მთავარი უპირატესობა?

სწრაფი, მარტივი და შენზე მორგებული პროცესი სფეის განვადებას სტანდარტული განვადების მეთოდებისგან ნამდვილად გამოარჩევს. სფეისის QR განვადებით შოპინგისას უბრალოდ სახლიდან გაუსვლელად, ირჩევ ნებისმიერ ნივთს, აჭერ სფეის განვადებით ყიდვას, მაქსიმუმ 5 წუთში განვადება გიმტკიცდება და ნივთი შენია.

სად შემიძლია ვიშოპინგო სფეის განვადებით?

სფეისის პარტნიორი ონლაინ მაღაზიების რიცხვი თითქმის ყოველდღიურად იზრდება. დღეს უკვე 92 მაღაზიაში შეძლებ სასურველი პროდუქტის შერჩევას ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, საბავშვო, სახლისა და ეზოს მოწყობისა და სხვა კატეგორიებიდან. ან, თუ ამ კატეგორიებში საშენო ნივთს ვერ იპოვი, შეგიძლია ისეთ ონლაინ მაღაზიებსაც გადახედო, რომლებიც ყველა კატეგორიის ნივთს ერთ სივრცეში გთავაზობენ.

როგორ ვისარგებლო სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით?

სფეისში გვაქვს სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება, რომლის დროსაც ნივთში იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს. უბრალოდ მის ღირებულებას ყოფ სამ ნაწილად და ანაწილებ მომდევნო სამ თვეზე. აი, მაგალითად, თუ 600 ლარიანი ნივთის შეძენას და სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით სარგებლობას გადაწყვეტ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გადაიხდი 200-200 ლარს და არც ერთი თეთრით ზედმეტს.

თუ ხვდები, რომ სამ თვეში ვერ ახერხებთ ნივთის ღირებულების დაფარვას, სტანდარტულ გრაფიკზე გადასვლაც ძალიან მარტივად შეგიძლია, მინიმალური შენატანის გადახდით.

გადავიხდი თუ არა საკომისიოებს?

რომ იცოდე, როგორ არ გვიყვარს დაფარული და ზედმეტი საკომისიოები. განვადების შემთხვევაშიც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ – არ გვაქვს არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო.

აქციები?

სფეისში მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს პარტნიორებთან ერთად საინტერესო აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ. ამისთვის, ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება მომხმარებლების უკუკავშირს, ითვალისწინებს მათ რჩევებსა და შენიშვნებს და მომავალ აქციებსაც სწორედ მათი მოთხოვნის გათვალისწინებით გეგმავს.

თუ ჯერ არ გიცდია სფეის განვადებით ნივთის შეძენა, გადახედე ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების ვრცელ ჩამონათვალს. ჩვენ კი სასიამოვნო და კომფორტულ შოპინგს გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.