QR განვადება

8 შეთავაზება სფეის განვადების პარტნიორი მაღაზიებისგან

ჩვენგან საჩუქრებს, შეთავაზებებს და აქციებს წესით უკვე მიჩვეული იქნები. ისიც გეცოდინება, რომ სფეის განვადებას ყველაზე მეტი, 92 ონლაინ პარტნიორი ჰყავს და სწორედ მათი დახმარებით, ვცდილობთ არ შევწყვიტოთ შენი განებივრება.

ამდენ შეთავაზებაში რომ არ დაიბნე, გადავწყვიტეთ თვის აქციებს ერთად მოვუყაროთ თავი, რომლებიც 9 ნოემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. გადახედე ჩამონათვალს და გაიგე, რა სიახლეები აქვთ ჩვენს პარტნიორ ონლაინ მაღაზიებს სფეისელებისთვის.

თან, არ დაგავიწყდეს, რომ სფეისში სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებითაც შეგიძლია სარგებლობა. ამ შემთხვევაში ნივთში გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და არც ერთი თეთრით ზედმეტს. უბრალოდ მის ღირებულებას გაყოფ 3 ტოლ ნაწილად და გადაანაწილებ მომდევნო 3 თვეზე.

1. 10% მომენტალური ქეშბექი Arttime.ge-ზე

თუ საკუთარი თავისთვის, მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის საჩუქრის შერჩევას აპირებ, გირჩევთ arttime.ge-ს ვებგვერდს გადახედო და სასურველი აქსესუარები მათთან შეარჩიო. ამ ონლაინ მაღაზიაში Swatch-ის, Tissot-ის, Tag Heuer-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების საათებს აღმოაჩენ და სფეის განვადებით შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერ მათგანზე მომენტალურ 10% ქეშბექსაც მიიღებ.

2. 50%-მდე ფასდაკლება mymarket.ge-ზე

რა ფაქტორებს ითვალისწინებ, როცა საქმე სოჯახო ტექნიკის შერჩევას ეხება? ვფიქრობთ, მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივყავართ. თუ mymarket.ge-ზე Kärcher-ისა და Beko-ს პროდუქციას შეარჩევ და სფეისის ონლაინ განვადებით ისარგებლებ, 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებ და ნივთსაც სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში შეიძენ.

3. ipad-ის ღირებულების 5% საჩუქრად istore.ge-სგან, ვაუჩერის სახით

სახლიდან მუშაობის პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული რომ გახადო, istore.ge-ზე ნებისიერი ipad-ის შერჩევას გირჩევთ, საჩუქრით კი შეგიძლია ხელს სხვა რამეც წააყოლო.

4. იშოპინგე auczon.com-ზე, მიიღე 10% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე

თუ ზუსტად იცი, რის შეძენას აპირებ და რომელიმე ნივთზე საუკეთესო შეთავაზებას ეძებ, auczon.com-ის ვებგვერდიც აუცილებლად შეამოწმე. ამ ონლაინ მაღაზიაში საკმაოდ დიდი არჩევანია და რა თქმა უნდა, სფეის განვადებით შეძენისას შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იანი ფასდაკლებაც ძალაშია!

5. შეიძინე ნებისმიერი ნივთი vendoo.ge-ზე, მიიღე 10% ფასდაკლება

როცა საყიდლების ვრცელი სია გაქვს და ყველა ნივთის ერთ სივრცეში შეძენა შენთვის უფრო კომფორტულია, მაშინ vendoo.ge-ზე სფეის განვადებით შოპინგი საუკეთესო გამოსავალია. ვენდუზე ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, თავის მოვლის, საყოფაცხოვრებო საშუალებების ან სხვა კატეგორიიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. გაითვალისწინე, ფასდაკლების ლიმიტი 150 ლარია.

6. იშოპინგე dressup.ge-ზე, მიიღე 25% ფასდაკლება მომდევნო შენაძენზე

ცივი ამინდებისთვის გარდერობის განახლებას თუ აპირებ, შეგიძლია dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიას გადახედო, ნებისმიერი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან აქსესუარი შეარჩიო და სფეის განვადებით მომენტალურად შეიძინო. თან, მომდევნო შენაძენზე 25%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებ. გაითვალისწინე, მიღებული ვაუჩერის გამოყენებას 15 ნოემბრამდე შეძლებ.

7. შეარჩიე ტელეფონი hap.ge-ზე, დასაჩუქრდი ყურსასმენით ან დამტენით

რატომ უნდა შეიძინო ტელეფონი სხვაგან, როდესაც იცი, რომ hap.ge-ზე ნებისმიერი მოდელის სფეის განვადებით შეძენის შემთხვევაში მათგან საჩუქარსაც მიიღებ? თან, თავად ირჩევ რომელი გირჩევნია, ყურსასმენი თუ დამტენი.

8. შეარჩიე მინიმუმ 500 ლარიანი ეტლი chicbebeshop.ge-ზე, დასაჩუქრდი 100₾ ვაუჩერით

მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ნივთების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. თუ საბავშვო ეტლის შეძენას აპირებ და გინდა არჩევანი საუკეთესოზე გააკეთო, მაშინ chicbebeshop.ge-ს ვებგვერდს ესტუმრე. თან, მინიმუმ 500 ლარიანი ეტლის შეძენისას, 100₾ ვაუჩერითაც დასაჩუქრდები.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.