სფეის ყულაბა

5 მიზანი სფეის ყულაბის გასახსნელად

სფეისის ყველაზე მოქნილი ყულაბის შესაძლებლობებზე შეიძლება ბევრი გსმენია, მაგრამ გიფიქრია, რამდენი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დანიშნულებისთვის შეგიძლია მისი გამოყენება? ამ ბლოგში რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ და სფეისელების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ.

1. შეაგროვე ფული მეგობრის საჩუქრისთვის

როცა მეგობრის დაბადების დღისთვის რამდენიმე ადამიანი საჩუქრის ფულს აგროვებს, ყოველთვის დაბნეულობას იწვევს იმის გარკვევა, ვინ შეაგროვებს თანხას, რომელ ანგარიშზე ჯობს ფულის შენახვა და ა.შ. სფეის ყულაბა ამ შემთვევაში ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი საშუალებაა ფულის გადასადებად.

უბრალოდ შექმნი ახალ ყულაბას, გაუზიარებ ანგარიშის ნომერს მეგობრებს და თანხა შენს მიმდინარე ანგარიშშიც აღარ აგერევა. თან, თუ 1 თვეზე მეტი ვადით გააჩერებ ფულს ყულაბაში, სარგებელიც დაგერიცხება. არ დაგავიწყდეს, ყულაბაზე თანხის შეტანა-გამოტანა, ნებისმიერ დროს, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.

2. გადადე თანხა სესხისთვის

ყოველთვიურმა სესხის გადასახადმა მოულოდნელად რომ არ შეგახსენოს თავი, შეგიძლია თანხა თვის განმავლობაში ნელნელა შეაგროვო და სფეის ყულაბაში შეინახო. თან, ავტომატური დაგროვების წესებსაც თუ ჩართავ, ფულს კიდევ უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად დააგროვებ. ან ხელფასის ჩარიცხვისთანავე, გადადო სესხის დასაფარი თანხა ყულაბაში, რომ არ შემოგეხარჯოს.

3. დააგროვე ფული ქველმოქმედებისთვის

სიკეთის კეთებაც შეიძლება იყოს მარტივი. ზოგჯერ ჩვენთვის უმნიშვნელო თანხა, სხვისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ მიზნით ყულაბის შექმნა და მასში თუნდაც ცოტ-ცოტა თანხის გადადება, ვფიქრობთ, ერთდროულად ძალიან მარტივი და თან კეთილი საქმეცაა.

4. გადაანაწილე თანხა ყულაბებში ყოველთვიური ხარჯებისთვის

სფეისის ერთგული მომხმარებლებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ ყულაბებს სხვადასხვა ყოველთვიური ხარჯების დასანაწილებლად ქმნიან და ფულს ასე ინახავენ. მაგალითად: კომუნალურებისთვის, შოპინგისთვის, ან ნებისმიერი სხვა ხარჯისთვის. გვითხრეს, რომ ასე უფრო მარტივად აკონტროლებენ საკუთარ ბიუჯეტს. გადავწყვიტეთ, ეს სასარგებლო რჩევა შენთვისაც გაგვეზიარებინა, იმედი გვაქვს გამოგადგება.

5. დაისახე დიდი მიზნები

მიმდინარე გეგმების გარდა, სფეის ყულაბაში ფული უფრო გრძელვადიანი მიზნების მისაღწევადაც შეგიძლია დააგროვო. მაგალითად, თუ ახალი ტექნიკის ან ავტომობილის შეძენას აპირებ, ან რემონტის გაკეთებას გეგმავ, სულ 2 წუთში გახსნი სფეის ყულაბას და თანხის შეგროვებასაც მომენტალურად დაიწყებ. თან, ხომ იცი, იმ ტიპის ყულაბებში, რომლებზეც თანხის შეტანა-გამოტანა ნებისმიერ დროს შეგიძლია, სფეის ყულაბაზე ყველაზე მაღალი 7.5% სარგებელი დაგერიცხება.

მოკლედ, დაისახე მიზანი ან გადადე ფული სფეის ყულაბაში და დააგროვე ყველაზე მარტივად და სწრაფად.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.