სფეის ბარათი

რჩევები, რომლებიც ელექტრო სკუტერების შესახებ უნდა გაითვალისწინო

ბოლო პერიოდში, თბილისში ელექტრო სკუტერების სიმრავლეს ალბათ შენც შეამჩნევდი. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო და ახალმა ეკოლოგიურმა ტრანსპორტმა ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანი გააერთიანა და მისი ერთხელ მაინც გატესტვის სურვილი გაუჩინა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთ ბლოგში მოგიყვეთ ყველაფერზე, რაც ელექტრო სკუტერების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე.

როგორ ვიქირაო ელექტრო სკუტერები თბილისში?

Scroll პირველი ბრენდი აღმოჩნდა, რომელიც ბაზარზე შემოვიდა და თბილისში სკუტერების გაქირავება დაიწყო.

სქროლის სკუტერით სარგებლობის პრინციპი საკმაოდ მარტივია და მგზავრობის დაწყებამდე სულ რამდენიმე ეტაპის გავლა დაგჭირდება:

  • გადმოწერე სქროლის საერთაშორისო პარტნიორის აპლიკაცია “BIRD” შენს ტელეფონში
  • აპლიკაციის რუკაზე მოძებნე უახლოესი სქროლი და მიდი მასთან
  • ამასობაში, BIRD-ის აპლიკაციაში, გადახდების გვერდზე მიაბი სფეისის ვიზა ბარათი ან თუ Apple Pay-ში უკვე დამატებული გაქვს სფეის ბარათი, შეგიძლია Apple Pay-ითაც გადაიხადო
  • შერჩეული სკუტერის გააქტიურებისთვის აპლიკაციის კამერას დაანახე სკუტერზე მიკრული QR კოდი, დააჭირე Unlock-ს და გასქროლე საითაც გინდა

სულ ესაა, უბრალოდ მიჰყვები ზემოთ მოცემულ რჩევებს და მგზავრობისთვისაც უკვე მზად ხარ.

რა ღირს სკუტერით მგზავრობა?

მას შემდეგ, რაც მგზავრობის დასაწყებად მოემზადები, ალბათ სქროლით გადაადგილების ფასიც დაგაინტერესებს. სქროლის სკუტერის გააქტიურებისა და მგზავრობის დაწყების საფასური 1 ლარია, შემდეგ კი ყოველი წუთის ღირებულება 0.35 ლარი.

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩათვალო, რომ მგზავრობის საფასური საკმაოდ მაღალი გამოდის, მაგრამ, თუ გაითვალისწინებ, რომ Scroll-ის სკუტერით საცობებში საათობით დგომა არ მოგიწევს და დანიშნულების ადგილამდეც უმოკლეს დროში მიხვალ, ვფიქრობთ, მშვენიერი ალტერნატივაა.

თან, არ დაგავიწყდეს, 19 სექტემბრის ჩათვლით, Scroll-სა და სფეისს საერთო აქცია გვაქვს. თუ სქროლით მგზავრობისას სფეის ბარათით გადაიხდი, გადახდილი თანხის 30% უკან მომენტალურად დაგიბრუნდება.

ხომ იცი, სფეის ბარათი სრულიად უფასოა და მას პირდაპირ აპლიკაციიდან უკვეთავ. ბარათს ჩვენი პილოტები ნებისმიერ მისამართზე ასევე უფასოდ მოგიტანენ. ასევე, არ დაგავიწყდეს, ქეშბექს აქვს მაქსიმალური ლიმიტი – თვეში 100 ლარი. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული აღარ დაგიბრუნდება.

როგორ დავიცვა უსაფრთხოების წესები ელექტრო სკუტერით მგზავრობისას?

ნაქირავები სკუტერით მგზავრობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინო, რომელიც შენს მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წესები შენი სკუტერით გადაადგილების შემთხვევაშიც გამოგადგება.

გაითვალისწინე:

  • ნუ გამოიყენებ სკუტერს თუ არ ხარ მინიმუმ 18 წლის
  • იმოძრავე ველობილიკზე სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს და ტროტუარზე, ისე რომ ქვეითების გადაადგილებას ხელი არ შეუშალო
  • ატარე აუცილებლად მარტომ და გირჩევთ, გაიკეთო ჩაფხუტი
  • დაემორჩილე საგზაო მოძრაობის წესებსა და ნიშნებს
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი
  • არ ატარო ცალი ხელით, ნუ გაიკეთებ ყურსასმენებს და განსაკუთრებით ფრთხილად იყავი გზაჯვარედინებზე
  • იყავი პასუხისმგებლიანი სკუტერის გაჩერებისას: არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, შშმ პირების გასასვლელები და სახანძრო ჰიდრანტები

როგორ შევარჩიო სკუტერი, თუ მის ყიდვას გადავწყვეტ?

ელექტრო სკუტერები ხალხს საშუალებას აძლევს, გადაადგილდგნენ ხუთჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ფეხით. ამასთან ერთად, სკუტერით საერთოდ არ აყენებ ზიანს გარემოს, მგზავრობ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, უკეთ იცნობ ქალაქს და რა თქმა უნდა, ფულსაც ზოგავ. ყველა ამ უპირატესობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ სკუტერის შეძენას და შენს ძირითად ტრანსპორტად ქცევას გადაწყვეტ.

თუმცა, ამ ტრანსპორტის შეძენისას საკმაოდ დიდი ყურადღება და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაც გმართებს. სიჩქარე, ზომა, წონა, დიაპაზონი, საიმედოობა და ღირებულება – ეს ის რამდენიმე ფაქტორია, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან დაგეხმარება შენთვის იდეალური ელექტრო სკუტერის შეძენაში.

1.სკუტერით მგზავრობის ხარისხი

ზოგიერთი ელექტრო სკუტერი შეიძლება შესანიშნავად გამოიყურებოდეს რომელიმე ვებგვერდზე, თუმცა მისმა ხარისხმა ზოგ შემთხვევაში იმედებიც შეიძლება გაგიცრუოს.

ყურადრება მიაქციე ძირითადი ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მგზავრობის ხარისხზე:

  • ბორბლების ზომა: ჩვენ გირჩევთ, თავი აარიდო 20 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის ბორბლებს. მცირე ზომის ბორბლები უფრო უხეშად მოძრაობს და უფრო მგრძნობიარეა არასწორ ზედაპირზე მოძრაობისას.
  • მყარი ან ჰაერით სავსე საბურავები: ჰაერით სავსე საბურავები ნამდვილად დაგეხმარება უფრო კომფორტულად გადაადგილებაში.

როგორც წესი, თუ ამ ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილებას აპირებ, დაგჭირდება ისეთი სკუტერი, რომელსაც აქვს დიდი, ჰაერით შევსებული საბურავები. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ხშირად გიწევს უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული, მაშინ ე.წ ხორკლებიან საბურავებს გირჩევთ.

2.სიჩქარე

ალბათ იცი, რომ სიჩქარე ძრავის სიმძლავრით განისაზღვრება. თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის წონაც, რომელიც სკუტერის ზედაპირსა და ბორბლებს აწვება, მაშინ როდესაც მგზავრი გადაადგილდება. მარტივად რომ ვთქვათ, გზის ზედაპირი და მგზავრის წონა გავლენას ახდენს სკუტერის სიჩქარეზე. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, არ გადაადგილდე სკუტერის მაქსიმალური სიჩქარით.

3.სანდოობა

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო სკუტერები ბაზარზე ახალი შემოსულია და ჯერ არ აქვთ მწარმოებლებს მათი აწყობის მრავალწლიანი გამოცდილება, ჯობს იმ ბრენდის სკუტერზე შეარჩიო არჩევანი, რომელის სკუტერებს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებს და ბაზარზეც უკვე მეტნაკლებად ყველასთვის ნაცნობია.

4.ფასი

როგორც წესი, ელექტრონული სკუტერის ხარისხი და ფასი ერთმანეთთან კორელაციაშია – რაც უფრო მაღალია ხარისხი, იზრდება სკუტერის ფასიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ იპოვი ისეთ სკუტერს, რომლის ხარისხიცა და ფასიც მისაღები იქნება შენთვის. Ჩვენი რჩევა იქნება, შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად გამოსცადო და გატესტო სკუტერი შეძენამდე, ჩაატარე ე.წ. test drive და შეაფასე, რამდენად კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრე.

იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ ახერხებ სკუტერის გატესტვას, მოიძიე ე.წ. review-ები იმ სკუტერებზე, რომელთა შორისაც აპირებ არჩევანის გაკეთებას.

აქვე, კიდევ ერთი რჩევა ჩვენგან: გადახედე სფეის განვადების პარტნიორ ონლაინ მაღაზიებს, რამდენიმე მათგანში ელექტრო სკუტერებსაც აღმოაჩენ და მათ სფეისის სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით შეძენასაც სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებ.

შეგახსენებთ, რომ:

  • სფეისში განვადების დასამტკიცებლად და ნივთის შესაძენად, სულ დაგჭირდება 1-დან 5 წუთამდე
  • არ იხდი არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოს
  • სფეისში შეგიძლია ისარგებლო სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით
  • თუ სამ თვეში ვერ ფარავ შეგიძლია გადაიხადო მინიმალური შენატანი და გადახვიდე სტანდარტულ გრაფიკზე

ჩვენ კი უსაფრთხო და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.