დაბრუნება

1920-910

სფეისი და ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისი სქროლი ეკო-მეგობრული ქალაქისთვის

სკუტერით კი ისედაც ხშირად ვსარგებლობ, მაგრამ როცა ამ ბლოგის დაწერა გადავწყვიტე, ვიფიქრე კიდევ ერთხელ გავკატავდები ჩვენს ქალაქში, ახლა უკვე გადაადგილების პოპულარული საშუალებით - სქროლით მეთქი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდები იმაში, რაც ისედაც ვიცი და თან კიდევ ერთი დღით სულ მცირე წვლილს მაინც შევიტან გარემოზე ზრუნვაში. ამას დავუმატოთ მიმართულება: სამსახურიდან მეგობართან —> მეგობრისგან მარკეტში —> მარკეტიდან სახლში.

ეს გზა კი, რომ წარმოვიდგინე, ტაქსით ზედმეტად არაკომფორტული გასავლელი იქნებოდა მთელი თავისი საცობებით, ჩამოწეულ ფანჯარაში შემოსული მტვერით და პარკინგის პრობლემებით. სად მქონდა მაგის თავი. ან საერთოდ, როდის გაქვს მაგის თავი. ვისაც მანქანა არ გვყავს, დიდი სიამოვნებით გავავსებდით ქალაქს ელექტრო-სკუტერებით, მაგრამ აი ვისაც ჰყავს, იმათი გადმობირება შეიძლება თავიდან ცოტათი გაგვირთულდეს.

ისე, ალბათ დააკვირდებოდით, რა მალე აიტაცა მთელმა ქალაქმა ელექტრო სკუტერების ტრენდი, რაც თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია. ბევრმა გადაწყვიტა სკუტერების ყიდვა. მოპედისგან განსხვავებით ამ ტრანსპორტს ბენზინი არ სჭირდება, ბევრად კომპაქტურია და უშუალოდ გზაზე სიარული და იმაზე ნერვიულობაც არ გიწევს, რომელი გიჟი შეიძლება გამოხტეს არსაიდან, ჩაგიხტეს წინ და ა.შ… ცენტრალურ ქუჩებში რომ ჩაიაროთ, წარმოუდგენელია ვერ შეამჩნიოთ, რა ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, თუ თანამგზავრობენ ერთმანეთში სკუტერით და ფეხით მოსიარულეები.

თუმცა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელნი ჯერ-ჯერობით არ არიან შეჩვეული ამ ახალი ტრანსპორტის გამაფრთხილებელ სიგნალს და ხანდახან ზარის ისტერიული რეკვაც კი არ შველის, რომ ყურადღება მიიპყრო და გვერდით გაიწიონ, ასე რომ გიწევს შეანელო, მშვიდად ჩაუარო და წინასწარ შეემზადო, რომ კიდევ ბევრი ვერ გაგიგებს.

ჩვენი ქალაქის ხმამაღალი და ავტომობილების ისტერიული პიპინით გაჯერებული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ალბათ ბრალსაც ვერ დადებ ხალხს - ყურები სხვა ბიპიემსაა შეჩვეული და სქროლის მსუბუქი წკრიალი შესაძლოა კარგად ვერც კი აღწევს ადრესატამდე. ელექტრო სკუტერების კიდევ ერთი უცნაური პლიუსი: ძაღლები არ მოგსდევენ :) ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს არ გამომკიდებიან. არადა, ყოფილა შემთხვევები, ისეთ ადგილას ჩამივლია, სადაც უცებ გამიფიქრებია - ახლა რომ ამეკიდონ, შეიძლება ვერც გავასწრო-მეთქი, მაგრამ არაა, ქუჩის ცუგრიკებს საერთოდ არ აინტერესებ და თუ არ ჩამოხვედი და არ მოეფერე, ყურადღების ღირსად არ გთვლიან <3 მოკლედ, კიდევ ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს, სამსახურის მერე bird-ის აპლიკაცია გავხსენი და რუკაზე ახლოს გაჩერებული სქროლის ძებნა დავიწყე.

ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვა გართობის პარალელურად

ვაკეში ვიყავი და რა თქმა უნდა არ გამიჭირდა ახლო-მახლო ელექტრო სკუტერების პოვნა. მრავლობითში იმიტომ ვამბობ, რომ ჩემგან 50 მეტრის რადიუსზე სამ-სამი და ხან მეტი ერთად გაჩერებული სქროლი დამხვდა. რადგან სკუტერებს ქირაობისას თან დამტენი არ მოყვება (რაც ლოგიკურია), გახსნილი აპლიკაციით ჩამოვუარე და ყველაზე მეტად დატენილი რომელიც იყო, ის ავირჩიე. apple pay-ზე მიბმული სფეის ბარათით გადავიხადე და სქროლზეც მწვანე ნათურა აინთო.

დანიშნულების პირველი ადგილი - მეგობრის სახლი. მანძილი - 1.7 კილომეტრი.

წარმოუდგენელია, ილაპარაკო სქროლზე და არ ილაპარაკო გარემოს დაცვაზე. მგონი იმაზე აქცენტის გაკეთებაც კი აღარ არის საჭირო, რამხელა ზიანს აყენებს თუნდაც ერთი მანქანა გარემოს (მითუმეტეს დღევანდელი რთული რეალობიდან გამომდინარე, როცა უკვე ჩვენს თავზეც ვხედავთ სხვადასხვა ფორმით შედეგს), ხოლო როცა ოჯახში ექვსი კაციდან მინიმუმ სამს მაინც თავისი ჰყავს, ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა საერთოდ უკანა ფლანგზე გადადის.

სქროლი და ზოგადად ელექტრო სკუტერი მოკლე მანძილზე გადაადგილებისას მანქანის იდეალური ალტერნატივაა. თან, სინამდვილეში არც ისე მოკლე მანძილი გამოდის - ერთ დატენვაზე სკუტერები საშუალოდ 40-45 კილომეტრს გადიან, რაც ქალაქში სამოძრაოდ საკმარისზე მეტიცაა. სქროლით თავისუფლად შეგიძლია იარო როგორც ყოველდღიურ საყიდლებზე, ისე მეგობრებთან, სამსახურში, თუ უბრალოდ უიქენდზე ქალაქში. მეტი მსქროლველი სამომავლოდ არა მარტო სუფთა ჰაერის გარანტია, არამედ - ნერვების ნაკლებად დაწყვეტასაც უწყობს ხელს :)

მარტივი სატარებლად, კომპაქტური პარკინგისას (რაღა კომპაქტური, თითქმის ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გააჩერო, ოღონდ ისე, რომ სხვებს არ შეუშალო ხელი გადაადგილებაში), ზედმეტ თავის ტკივილს გარიდებს - სატენის ტარება თან არ გიწევს და მაგაზეც სხვა ზრუნავს. მოკლედ, ერთი შეხედვით იდეალური მომავლის ტრანსპორტია, თუ მომავალი გადარდებს და ახლანდელში კარგად ყოფნაზეც არ იტყოდი უარს.

მსგავს ტრანსპორტს ყოველთვის თავისი მინი ტრადიციები მოჰყვება. აი, მაგალითად მახსოვს, როცა თბილისში რამდენიმე წლის წინ მოპედები უცებ გახდა პოპულარული, ყველა მოპედისტი ქუჩაში ერთმანეთს უსიგნალებდა, რაც ერთდროულად მადლობის აღმნიშვნელი, პატივისცემის გამომხატველი და წამახალისებელი ჟესტი იყო. წარსულ ფორმაში იმიტომ ვამბობ, რომ რაც მოპედით აღარ დავდივარ არ დავკვირვებივარ იმავეს, შეიძლება ახლაც აქტუალურია.

იგივეა სქროლზეც - როცა განსაკუთრებით დიდი საცობის მომსწრე ვხდებით, შეხვედრისას მსქროლველები ერთმანეთს ნიშნის მოგებით ვუღიმით და ზარსაც ვაწკარუნებთ. ზუსტად იგივე გადამხდა ახლაც, სანამ მეგობრის სახლს მივუახლოვდებოდი. პატარა რაღაცაა, მაგრამ გულის სიღრმეში გიხარია, რადგან იცი, საერთო მიზანს ემსახურებით და რაც მთავარია, ეს მიზანი ყველასთვის უკეთესი მომავლის შექმნაა

როგორ შეცვლის ქალაქს სკუტერი

მეგობარს ნათხოვარი ნივთები დავუბრუნე და ამჯერად მარკეტისკენ გავსქროლე. სულ ზემოთ ნახსენებ ფრაზაზე, რომ მთელს ქალაქს ელექტრო სკუტერებით გავავსებდი, გზაში ვფიქრობდი და წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ეგ რეალობა…

მთლად ჯონ ლენონის “imagine” არ დადგებოდა, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში აუცილებლად დიდი ცვლილელებების მომსწრე გავხდებოდით. ქუჩებში სუნთქვისას ნესტოები მტვერით და გამონაბოლქვით აღარ გაივსებოდა. მთელი დღის განმავლობაში უკვე ჩვენს რუტინად ქცეული სიგნალები შეწყდებოდა. ნახევარი ცხოვრების საცობში გატარება აღარ მოგვიწევდა.

თუ ყოფილხართ eco-friendly ქალაქებში, აუცილებლად შეამჩნევდით, როგორი ჰარმონიულია ურბანული ყოფა. მსგავსი შედეგის მისაღებად კი ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა. ხოლო თუ სკუტერის ყიდვა ფასის გამო არ გინდათ, სქროლი კი გეძვირებათ, სფეისი ერთ-ერთი გამოსავალია, იმგზავროთ იაფად და თქვენი წვლილი შეიტანოთ რაღაც დიდში.

გზად ერთ ადგილას გავჩერდი, მზე ლამაზად ჩადიოდა და შუქის დაკარგვა ისე არ მინდოდა, კარგი ფოტოები არ გადამეღო. მოხუცი კაცი მომიახლოვდა და სქროლი რომ დაინახა, ღიმილით მეკითხება:

- ამაზე მეც შემიძლია დადგომა?
- რატომაც არა, - ვპასუხობ ღიმილითვე.
- არასდროს რო არ გამიტარებია?
- ძალიან მარტივი სასწავლია. ერთი გატარებაც საკმარისია.
- ბავშვობაში “სამაკატი” კი მყავდა, ისე.
- ხოდა “სამაკატზე” ბევრად მარტივი სატარებელი კი არის.
- ისე, რა ღირს ეს შვილო?
- ეს კონკრეტული მოდელი არ ვიცი, მაგრამ ისე ელექტრო სკუტერები ჩვენთან 1400-2000 ლარის ფარგლებში იყიდება. მაგრამ, შეგიძლიათ არ იყიდოთ და იქირაოთ, ქუჩებში დგას ხოლმე.
- და ისე ეკონომიურია?
- აი მე ახლა როგორც ვიყენებ, კი. აქციის ფარგლებში თანხის 30 % უკან მიბრუნდება.
- ოღონდ ეს მანქანები აღარ დამანახა და…
- თქვენ გყავთ მანქანა?
- არასდროს არ მყოლია და არც არასდროს მდომებია. მოტოციკლი მყავდა ადრე. მერე გავყიდე.
- ხოდა ახლა ელექტრო სკუტერზე დადგომის დროა, - ვეუბნები ღიმილით. - თან, ახალგაზრდები რომ დაგინახავენ, მაგალითსაც აიღებენ.
- აი, არ ვიცი, შვილო. ჩემმა შვილიშვილმა მათხოვა ერთხელ ის, დაფა როა, რა ქვია? სკეიტბორდი. აღმართზე დავეშვი და გაჩერება რო არ ვიცოდი, მერე გამახსენდა. კიდევ კარგი შვილიშვილმა გამასწრო და ხელით გამაჩერა.

გაგვეცინა

- ეს ეგეთი სახიფათო არ არის. ელექტრონულია თან.
- ვნახოთ, ვნახოთ…

კიდევ ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, ყველაფერი აინტერესებდა: როგორ იტენება, სად აქვს ძრავი, როგორ ავითარებს სიჩქარეს. ალბათ სქროლზე დადგომის მოტივაცია ვერ მივეცი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამე გაიგო და მადლობაც გადამიხადა. დავემშვიდობე და მარკეტისკენ გზას გავუყევი

სკუტერები და საგზაო უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ სკუტერების ტრენდი აბსოლუტურად მისასლმებელი და ასატაცებელია, უსაფრთხოების დავიწყება არავითარ შემთხვევაში არ მოსულა. არადა, ხშირად, ყველაზე მეტად სწორედ ამას ვივიწყებთ, ნებისმიერ ტრანსპორტზე. მე თვითონაც არაერთხელ დამინახავს, როგორ თავზეხელაღებულად დაქრიან სქროლით, ცდილობენ ილეთები გააკეთონ და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. თავის დაცვა ვერასდროს იქნება ზედმეტი, ასე რომ, ჩაფხუტის ტარების ნუ მოგერიდებათ. კი, შეიძლება ცხელა, შეიძლება 25 კმ/სთ არ არის საკმარისად საშიში და ჩვენს წარმოდგენაში ჩამოვარდნისას შეიძლება მარტივად ნაკაწრებით გამოხვიდე, მაგრამ სინამდვილეში ხომ არასდროს იცი, რა მოხდება, ასე რომ ნუ აიტკიებ აუტკივარ თავს. ხოლო თუ ჩაფხუტი არ გაქვს, უსაფრთხო მართვა უბრალოდ წესების დაცვითაცაა შესაძლებელი.

და არავითარ შემთხვევაში არ ღირს არაფხიზელ მდგომარეობაში გასქროლვა :) don’t drink and drive სკუტერზეც ვრცელდება.

მახსოვს, თინეიჯერი როცა ვიყავი და ხან სკეიტბორდით ვკატაობდი, ხან ველოსიპედით, სპეციალურად არ ვიცავდი თავს სამუხლეებით და ჩაფხუტით. ხიფათის და თავგადასავლების ძიების ბავშვური ჟინი საღ ღონებაზე იმარჯვებდა, რის “სიცუდეშიც” არაერთხელ დავრწმუნებულვარ. როცა იზრდები, უფრო მეტად აფასებ როგორც შენ, ისე სხვის სიცოცხლეს. ეს ბუნებრივი პროცესია.

ჩემი სქროლით უკვე ვაჟა-ფშაველას მივუყვებოდი, როცა გვერდით კიდევ ერთი მსქროლავი ამომიდგა. აშკარად უჯდებოდა, სკუტერი ძლივს ავითარებდა სიჩქარეს.

- გამარჯობა. აუ, შემთხვევით მობილურის დამტენი ხო არ გაქვს? - მომაყარა სწრაფად.
- წესით უნდა მქონდეს, - ვეუბნები, თან ჯერ-ჯერობით სკუტერს არ ვაჩერებ.
- შეგიძლია ხუთი წუთით მათხოვო? გაითიშა და ვერც ამაზე ვამთავრებ მგზავრობას, თან ახალიც ვერ ამყავს.
- კაი, რა პრობლემაა.

ვაჩერებთ და ჩანთიდან დამტენს ვიღებ.

- სად უნდა დატენო?
- ლეპტოპი მაქვს და ამაში შევაერთებ.

ვაძლევ და იქვე, სკამზე ვსხდებით. ხუთი წუთის განმავლობაში სკუტერით ათამდე ადამიანმა ჩაგვიარა. ერთზე ორიც კი იდგა.

- ეს ხო არ შეიძლება? - მეკითხება.
- არ ვიცი, მგონი არა. ისედაც ერთისაა და როგორ დაეტივნენ, ეგ უფრო მიკვირს. ან ის როგორ დადის.
- ას კილოზე მეტს ვერ უძლებს მგონი, ხო?
- მგონი. ყველა ელექტრო სკუტერს თავისი გამძლეობა აქვს წესით, არა?
- ხო, შეიძლება.

მობილური შვიდ პროცენტზე დაიტენა და ლეპტოპიდან გამოაერთა.

- მგონი მეყოფა.
- თუ გინდა დატენე კიდე, არ მეჩქარება.
- არა, იყოს, მადლობა. მეყოფა სახლამდე.

ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც მარკეტისკენ მიმავალ ზებრაზე გადავედი.

სფეისი და სქროლი = way better love story than twilight

მარკეტში შესვლამდე სკუტერზე მგზავრობას ვასრულებ. თუ სქროლით გიკატავიათ, გეცოდინებათ, რომ ეს მომენტი ყველაზე “მტკივნეულია” :) მითუმეტეს, დიდ მანძილს როცა გადიხარ. მაგრამ აქ შემოდის ზუსტად ის, რაზეც დაიწერა ეს ბლოგი - სფეისი. როცა გადახდილი თანხის 30 % ეგრევე გიბრუნდება, სიტყვა “მტკივნეული” ავტომატურად ქრება :)

გაითვალისწინე, ქეშბექს აქვს მაქსიმალური ლიმიტი - თვეში 100 ლარი.

Not all heroes wear caps. Some have apps.

თუ კარგად ვერ გაიგეთ, როგორ იბრუნებ თანხას უკან, რომელსაც მერე თავისუფლად სხვა რამეში იყენებ ან თუნდაც ისევ სქროლს ახმარ და იმის 30 პროცენტსაც უკან იბრუნებ (და ა.შ. და ა.შ), ცოტა დეტალურად აგიხსნით:

- თავისთავად ჯერ იწერ Bird-ის აპლიკაციას
- მერე აპით ეძებ ახლოს გაჩერებულ სკუტერს
- Bird-ის აპში აბამ [სფეისის ბარათს](https://space.ge/space-card "sfeis barati"), ან თუ ბარათების ტარება გეზარება და ეფლ ფეიში გაქვს მიბმული, შეგიძლია ასეც გადაიხადო
- სკუტერის გასააქტიურებლად QR კოდს მიუშვირე აპლიკაციის კამერა და ეგაა, შეგიძლია სქროლო და სქროლო
-[ თანხის 30 % იმ წამსვე გიბრუნდება უკან](https://my.space.ge/space_and_scroll/ "qeshbeqi | ქეშბექი")
- და პლიუს, მგზავრობაში გადახდილ თითო ლარზე დაგერიცხება 100 [ვარსკვლავი](https://space.ge/space-game "სფეის თამაში | space game"), ყოველ პარასკევს კი სფეის თამაშში 150 ლარამდე შეიძლება მოიგო.

მარკეტში ბევრი არაფერი მქონდა საყიდელი, ორ პარკში თავისუფლად ჩაეტია. ან, შეიძლება ძალით ჩავატიე კიდეც, რადგან სახლამდეც სქროლით ასვლას ვგეგმავდი და ბევრ, გატენილ პარკს ნამდვილად ვერ უძლებს ეს ერთი ბეწო სკუტერი.

მარკეტიდან გამოსვლისას, აღმოვაჩინე რომ ჩემი სქროლი უკვე ვიღაცას წაეყვანა. ესეც ბუნებრივი და ჩვეულებრივი პროცესია. აპლიკაცია გავხსენი და ძებნა დავიწყე. ჩემგან ორმოც მეტრში მივაგენი, პარკები ჩამოვკიდე და სახლისკენ დავიძარი.

საღამოს სიო უბერავდა და ამ დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა სკუტერზე დგომა. აღმართებში ცოტათი გამიჭირდა ასვლა (პარკები არ დავივიწყოთ), მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მივედი, სქროლი უსაფრთხო და სხვებისთვის ხელის არ შემშლელ ადგილას გავაჩერე, მგზავრობა დავასრულე და როცა ლიფტში შევდიოდი, უკვე იმაზე ვფიქრობდი, ხვალ როგორ წავიდოდი სამსახურში სკუტერით.

სანამ ჩემსას ვიყიდი, ესაა ჩემი სასიამოვნო რუტინა :) <3

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;