QR განვადება

9 შეთავაზება სფეის განვადების პარტნიორი ონლაინ მაღაზიებისგან

ალბათ შეამჩნევდი, ოქტომბრის თვეში სფეის განვადების აქციებს ერთად რომ მოვუყარეთ თავი, საშენო შეთავაზება უფრო მარტივად და სწრაფად რომ მოგეძებნა. წამოწყებულ ტრადიციას ნოემბერშიც ვაგრძელებთ და ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების შეთავაზებებს ახლაც სიამოვნებით გაგაცნობთ.

თან, ხომ გახსოვს, სფეისში სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებითაც შეგიძლია სარგებლობა. ამ შემთხვევაში, ნივთში გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და არც ერთი თეთრით ზედმეტს. უბრალოდ მის ღირებულებას გაყოფ 3 ტოლ ნაწილად და გადაანაწილებ მომდევნო 3 თვეზე.

1. შეიძინე ნებისმიერი ნივთი Vendoo.ge-ზე, მიიღე 5% ფასდაკლება

როცა საყიდლების ვრცელი სია გაქვს და ყველა ნივთის ერთ სივრცეში შეძენა შენთვის უფრო კომფორტულია, მაშინ Vendoo.ge-ზე სფეის განვადებით შოპინგი საუკეთესო გამოსავალია. ვენდუზე ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, თავის მოვლის, საყოფაცხოვრებო საშუალებების ან სხვა კატეგორიიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. გაითვალისწინე, ფასდაკლების ლიმიტი 150 ლარია.

2. შეიძინე Meama.ge-ს სტარტერ ნაკრები სპეციალურ ფასად

თუ დილის ენერგიულად და კარგ განწყობაზე დაწყება გინდა, ამაში Meama.ge-ს ყავის სტარტერ ნაკრები დაგეხმარება. ნაკრები ყავის აპარატისგან, 90 კაფსულისგან, მეტალის ჭიქისა და ჰოლდერისგან შედგება და მას მეამას კურიერი სახლში, სრულიად უფასოდ მოგიტანს.

3. შეარჩიე ნებისმიერი მოპედი Mopeddepot.ge-ზე, მიიღე 500 ლ ქეშბექი

თუ დიდი ხანია მოპედის შეძენას გეგმავ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ საქმეს სულ აჭიანურებდი, იქნებ ეს აქცია დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში. გადახედე Mopeddepot.ge-ს ვებგვერდს, შეარჩიე ნებისმიერი მოპედი შენთვის მისაღები საფასო კატეგორიიდან და 500 ლარიანი ქეშბექი შენია! ქეშბექის მისაღებად მოპედ დეპოს წარმომადგენელი დაგიკავშირდება.

4. შეარჩიე ნივთი აუდიო/ვიდეო კატეგორიიდან Nido.ge-ზე, ისარგებლე 15% ფასდაკლებით

შენმა დღემ რომ იდეალურად ჩაიაროს, ზოგჯერ მხოლოდ კარგი მუსიკის მოსმენაც საკმარისია. Nido.ge-ს აუდიო/ვიდეო კატეგორიაში ფირსაკრავების, ყურსასმენების, დინამიკების, ფირფიტებისა და ფოტოაპარატების დიდი არჩევანია და მათგან ნებისმიერის სფეის განვადებით შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით, 24/7-ზე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.

5. იშოპინგე Domino.com.ge-ზე, მიიღე 10% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე

თუ სახლში რემონტს აპირებ, ან ინტერიერში თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა გინდა, დარწმუნებულები ვართ, Domino.com.ge-ზე სასურველი ნივთის აღმოჩენა არ გაგიჭირდება. უბრალოდ შეარჩევ პროდუქტს, დააჭერ სფეის განვადებით ყიდვას, დაასკანერებ QR კოდს პირდაპირ აპლიკაციიდან და რამდენიმე წუთში განვადებაც დამტკიცებულია.

6. მიიღე Metromart.ge-ს 10%-იანი ვაუჩერი, Denver-ის ელექტრო სკუტერის შეძენისას

ყველაზე ეკონომიურ და თან ეკოლოგიურ ტრანსპორტს თუ ეძებ, გირჩევთ, Metromart.ge-ს შეთავაზებას გადახედო. 16 დეკემბრის ჩათვლით, შეგიძლია Denver-ის ელექტრო სკუტერებიდან ნებისმიერი შეარჩიო, სფეისის ონლაინ განვადებით შეიძინო და 10%-იანი ვაუჩერი სახლში მიიღო. გაითვალისწინე, ვაუჩერის ვადა 1 წელია და მისი გამოყენება მხოლოდ მაღაზიაში სტუმრობისას შეგიძლია.

7. ისარგებლე 10%-იანი ფასდაკლებით Geovoice.ge-ზე შოპინგისას

მუსიკის შექმნა თუ შენი ჰობი, ან ძირითადი საქმიანობაა, Geovoice.ge-ს ვებგვერდს აუცილებლად უნდა ეწვიო. მარტივად შეარჩევ სასურველ ნივთს 10%-იანი ფასდაკლებით და ნივთსაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებ.

8. იშოპინგე Rugged.ge-ზე 10%-იანი ფასდაკლებით

მობილური ტელეფონის, ყურსასმენის, აუდიო სისტემის ან სხვა ტექნიკის შეძენას თუ აპირებ, Rugged.ge-ს ონლაინ მაღაზიას გადახედე. Მნიშვნელობა არ აქვს რომელ ნივთს შეარჩევ, სფეის განვადებით სარგებლობის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლებით 16 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებ.

9. შეიძინე ნივთი საბავშვო ელექტრო მანქანების კატეგორიიდან Liloshop.ge-ზე, 10%-იანი ფასდაკლებით

ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება და ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებაზე ზრუნვის მისიაში მშობლები უკვე ჩაერთვნენ. თუ გინდა, რომ შვილისთვის დაუვიწყარი საჩუქარი შეარჩიო, Liloshop.ge-ს ონლაინ მაღაზიას ესტუმრე, შეიძინე სათამაშო ელექტრო და დიდი მანქანების კატეგორიიდან სფეის განვადებით და ისარგებლე 10%-იანი ფასდაკლებით.

გაითვალისწინე, ყველა აქცია ძალაშია 16 დეკემბრის ჩათვლით.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.