დაბრუნება

ბლოგის-ქავერი

დაემშვიდობე 2020-ის დისკომფორტებს

ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის რომ გვეკითხა, "რა დისკომფორტები შეგიქმნა 2020-მა?", ალბათ პასუხებში ბევრ საერთოს ვიპოვნიდით და ჯერ კიდევ არ დასრულებული 2020 წლის ყველაზე ერთფეროვანი და არაკომფორტული დღეები უმრავლესობას ერთნაირად გაგვახსენდებოდა. ამიტომ, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოგვეგვარებინა წელს დაგროვებული დისკომფორტების ნაწილი მაინც ჩვენებურად ^_^

მაშ ასე. გთავაზობთ სფეის ბარათის 21 %-იან ქეშბექ აქციას იმ ოთხ კატეგორიაზე, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდება. 21 კი მარტივი მიზეზის გამო - 2020 უკვე ყელში ამოვიდა და თავისი დროც მოჭამა (მაგრამ, მოდი მაინც თავი დავიზღვიოთ და ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა).

ახლა, რაც შეეხება კატეგორიებს:

1. როცა სახლში ხარ

ანუ, თითქმის სულ და თან პარასკევსაც კარგა ხანია უკვე ვერსად გადიხარ და შესაბამისად ჩანეტფლიქსება გიწევს, რას შვები ყველაზე ხშირად? სწორია - გლოვოს იძახებ. ჰოდა, აწი პარასკევობით გლოვოს გამოძახებით 21 %-ს დაიბრუნებ უკან. თან, მარტო საჭმელს არ ეხება, ყველაფერი შეგიძლია შეუკვეთო: კვება, აფთიაქები, სუპერმარკეტები და ა.შ. პარასკევის გარდა კი სხვა დღეებში ისევ მოქმედებს მუდმივი 5 %-იანი ქეშბექი.

2. როცა ტრანსპორტი არ დადის

გამოიძახე ტაქსი ნებისმიერი აპლიკაციით და 21 % უკან დაგიბრუნდება. ოღონდ, პირბადის გაკეთება რომ აუცილებელია, ეგ გახსოვდეს (შემდეგ წელსაც იგივე აქციის გაკეთება აღარ გვინდა :D სხვა, კარგი თემის ირგვლივ აქციები არ გირჩევნია? )

3. როცა ექიმთან ვერ მიდიხარ

გაიარე ვიდეო-კონსულტაცია REDMED-ში და მიიღე ისევ და ისევ 21 %-იანი ქეშბექი.

შეგიძლია ისარგებლო სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან ვიდეო-კონსულტაციით:

  • თერაპია | საოჯახო მედიცინა
  • პედიატრია
  • დერმატოლოგია
  • ნევროლოგია
  • კარდიოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ალერგოლოგია და სხვა

ასევე, Covid 19 - ოჯახის ექიმთან ვიდეო-კონსულტაციით 24/7-ზე:

  • ოჯახის ექიმთან 24 საათის განმავლობაში წვდომა
  • სიმპტომების ადრეული შეფასება და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრა
  • პაციენტის ბინაზე მართვა და მკურნალობა
  • ინფორმაცია თვითიზოლაციის წესების დაცვის შესახებ

4. თუ წინასაახალწლოდ ვერ დაზოგე

იშოპინგე გუდვილში და გადახდილი თანხის 21 %-ს, რა თქმა უნდა, უკან დაგიბრუნებთ. თან, აქცია მოქმედებს როგორც ფიზიკურად ადგილზე ყიდვისას, ისე ონლაინ მაღაზია, goodwilldelivery.ge-თ სარგებლობისას.

ეს კი ქეშბექების თვის ლიმიტებია:

  1. Goodwill - 100₾
  2. ტაქსი - 100₾
  3. Glovo - 100₾
  4. REDMED - 100₾

თუ როგორღაც ისე მოხდა, რომ სფეისის ბარათი ჯერ არ გაქვს

უმარტივესად შეგიძლია გამოიწერო, რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს წელს მარტივი. მოკლედ, დარეგისტრირდი აპში, ამოწიე ქვედა ისარი მთავარ გვერდზე, დააჭირე ბარათებს და შემდეგ ბარათის შეკვეთას.

ბარათის აღება უფასოა, ისევე როგორც სახლში მიტანის სერვისი. თბილისში 1-2, რეგიონებში კი 3-5 სამუშაო დღე დაგვჭირდება მოსატანად ^_^

გაითვალისწინე, აქცია ძალაშია 21 იანვრის ჩათვლით. გამონაკლისია REDMED, რომლის მომსახურებითაც 31 იანვრის ჩათვლით ისარგებლებ.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;