სფეისი

რა სურთ მილენიალებს და Z-ებს?

სანამ პოსტის წაკითხვას დაიწყებ მოდი გაგეცნობი. მე ვარ ალექსი გიჯაშვილი, ერთ წელზე მეტია რაც სფეისის ხომალდზე ვარ და ვასრულებ Agile Coach-ის მისიას.

დღეს გადავწყვიტე, მოგიყვე სფეისელების ორი ძირითადი თაობის “Generation Z”-ისა და “millennial”-ების შესახებ. ამ ბლოგში გაიგებ, როგორ ვქმნით სფეისში ახალ პროდუქტებს და ჩვენი მომხმარებლების რომელ ფინანსურ ქცევებს ვითვალისწინებთ ამ პროცესში. თუ შენც მუშაობ პროდუქტზე ან სერვისზე ამ თაობებისთვის, შეიძლება ჩვენი გამოცდილება გამოგადგეს.

საუბრის დაწყებამდე მაინც შეგახსენებ, რომ Millennial-ები არიან 1980–1994, ხოლო Generetation Z (Gen Z) 1995–2012 წლებში დაბადებული ადამიანები.

დავიწყოთ ტექნოლოგიებით

ალბათ შენ უკვე ბევრი რამ იცი Millenial-ებისა და Gen Z-ის შესახებ, ამიტომ ბევრს არ მოგიყვები იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი ელემენტია ამ თაობების ცხოვრებაში ტექნოლოგია და როგორ შემოვიდა ის ჩვენს ყოველდღიურობაში. ჩვენ, Millennial-ები თუ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვიზრდებოდით, Gen Z-ისთვის ტექნოლოგია უკვე უბრალოდ მოცემულობაა. წარმოიდგინე, ზოგიერთი Millennial Amazon.com-ზე უფროსიც კი არის, როცა Gen Z-მა შეიძლება პირველი მობილური ტელეფონიც კი ვერ იცნოს.

დამოკიდებულება Banking-ისა და ფინანსების მიმართ

ფინანსების მიმართ ამ ორივე თაობის დამოკიდებულება განპირობებულია იმ ფინანსური კლიმატით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა. მაგალითისთვის, ჩვენ ვიზრდებოდით 2000-იან წლებში არსებულ მძიმე ეკონომიკური რეცესიის დროს, ხოლო Gen Z-ების უმრავლესობას კარგად ახსოვს 2008 წლის ომი, რომელმაც ასევე, მძიმე ფინანსური შედეგები მოიტანა.

ამიტომ, გამოვირჩევით ფინანსების მართვაში განსაკუთრებული სიფრთხილით. ჩვენი თაობის უმრავლესობის აზრით, სტრესის მთავარი მიზეზი ფულია. აქედან გამომდინარე, ორივე თაობა დიდ ყურადღებას აქცევს დანაზოგებსა და ფულის მართვას.

როგორ ვცდილობთ ამ თაობების ინტერესების დაკმაყოფილებას სფეისში?

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ტრადიციული საბანკო პროდუქტების ციფრულ ფორმატში შეთავაზება არ კმარა ამ თაობების მოზიდვისთვის.

თუ მილენიალები ორიენტირებულები არიან ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებზე და ცხოვრების კონკრეტულ სტილზე, generation Z ბევრად უფრო პრაგმატულია და მეტად აქცევს ყურადღებას ეკონომიას და ხარჯების ოპტიმიზაციას. სფეისში გვჯერა, რომ საბანკო პროდუქტები უნდა იყოს მარტივი და ამ პროდუქტებთან მიმართებაში არ უნდა არსებობდეს რაიმე ფარული საკომისიო. ჰოდა, ჩვენც არ გვაქვს.

რა როლი აქვს მომხმარებლის უკუკავშირს?

ასევე გვჯერა, რომ მომხმარებლის უკუკავშირი, სურვილები და ინტერესები არის პროდუქტების შექმნისა და განვითარების მთავარი მოტივატორი. მილენიალებსაც და Gen Z-საც აქვთ სურვილი, გააზიარონ რეკომენდაციები და ზოგჯერ ბრაზობენ კიდეც, როდესაც ბრენდები არ უსმენენ და სხვა სერვისებს სთავაზობენ, მაშინ როცა, ისინი თამამად აფიქსირებენ იმას, თუ რა სურთ ჩვენგან. ჩვენც, ვცდილობთ, შევასრულოთ მათი დაკვეთა ?

ფინანსური ტექნოლოგიური კომპანიების გამოჩენასთან ერთად ჩვენი თაობა ნელ-ნელა დისტანცირდება ტრადიციული ბანკებისგან. ისევე, როგორც სხვა სერვისები, საბანკო მომსახურების მიღებაც ჩვენი სმარტფონით გვირჩევნია.

ჩვენს თაობებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა საჭიროა, ფილიალში მისვლა, რიგში დგომა, უამრავი დოკუმენტის შევსება და სხვა ბევრი ბიუროკრატიული რუტინა. სწორედ ამიტომ ვიყენებთ სფეისში მომხმარებლის დისტანციური რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესს. ნებისმიერი ადგილიდან მობილური აპლიკაციის საშუალებით სულ ორიოდე წუთში შეგიძლია გახდე სფეისელი და ისარგებლო ყველა სერვისით.

რა განასხვავებს ამ თაობებს სხვებისგან?

შეიძლება პრაქტიკაში ჯერ დიდად არ ჩანს, მაგრამ, დამიჯერე 😀 ეს თაობები ორიენტირებულები არიან დანაზოგებზე და ფინანსების მართვის გაცილებით მაღალი ცნობიერება აქვთ, ვიდრე წინა თაობებს. ბოლო ბოლო, ჩვენ მოგვიწია კაპიტალისტურ სამყაროში ცხოვრება, ჩვენი მამებისა და ბაბუებისგან განსხვავებით.

აქედან გამომდინარე, უკვე ვითხოვთ პრაქტიკულ ფინანსურ ტექნოლოგიას, რომელიც კონკრეტული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება და მოგვცემს ჩვენი ფულის სურვილისამებრ მართვის საშუალებას. ამან გადაგვაწყვეტინა, რომ სფეისში უარი გვეთქვა ვადიან ანაბარზე და თავისუფლება მივეცით სფეისელებს, ფული ისე შეეტანათ და გამოეტანათ ანაბარზე, როგორც თავად სურდათ. სფეის ყულაბა საშუალებას გაძლევს მარტივად დააგროვო და მართო შენი ფული, როგორც გაგიხარდება. ეს არ არის ვადიანი ანაბარი, არც შემნახველი დეპოზიტი, სფეის ყულაბაში თანხის შეგაქვს და გამოგაქვს ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსებთან წვდომის სიმარტივე და დრო. ჩვენ ხომ სულ გვეჩქარება და სულ გვაქვს პროტესტი, თუ ყოველდღიური რუტინა გვართმევს მას. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც Millennial-ები და Gen Z-ები ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს ენდობიან, არის საკრედიტო პროდუქტებთან წვდომის სიმარტივე და მყისიერება. ბუნებრივია, რომ სიმარტივეში, ბანკის ფილიალში მისვლა, კრედიტ ოფიცერთან ცხოვრების გაზიარება და ათობით დოკუმენტზე იდენტური ხელმოწერა არ იგულისხმება.

სფეისში ფულთან წვდომის სიმარტივეს ვეძახით სესხის ნებისმიერ დროს, დისტანციურად, რამდენიმე წუთში აღებას. ასევე გადახდის გრაფიკის სურვილისამებრ მორგებას და მთლიანად გამჭირვალე ტარიფებს.

როგორ ვესაუბრებით ახალ თაობას?

მილენიალებს და განსაკუთრებით generation Z-ს უყვართ, როდესაც მათთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ძალიან ხშირად მომხმარებელი იბნევა ტერმინებში, მაგალითად ვერ ხვდებიან ნომინალურ და ეფექტურ პროცენტებს შორის განსხვავებას. ამ დროს შეიძლება გეგონოს, რომ ბანკი ერთ პროცენტს გთავაზობს, არადა თუ დაემატება მას სხვადასხვა საკომისიო, რეალურად ეფექტური პროცენტი გაცილებით მეტი გამოდის. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ეფექტურ პროცენტს ვასახელებთ ყოველთვის. თან, როგორც კი სფეისელს ფული გამოუჩნდება, შეუძლია მთლიანად დაფაროს თავისი სესხი ყველანაირი ჯარიმის გარეშე.

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ თავად ვართ ამ თაობების წარმომადგენლები და ვქმნით ისეთ ბანკს, რომელიც ჩვენ თვითონ მოგვეწონება და მოგვივარებს იმ დისკომფორტებს, რასაც ფინანსური მომსახურების მიღებისას ვაწყდებით.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.