სფეისი

განახლებული სფეისი V 1.5.7

ისე გვეჩქარება და იმდენად ერთი სული გვაქვს, რომ სიხარულით გაცნობოთ სფეის თამაშის შესახებ, შესავალი აბზაცი აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ და პირდაპირ გეტყვით, რომ

სფეის თამაში გაეშვა

ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან სფეისში შეგიძლია ყოველ პარასკევს მიიღო ფული იმაში, რასაც ისედაც ყოველდღიურად, მარტივად და სიამოვნებით აკეთებ. საკმარისია, უბრალოდ გამოიყენო სფეის ბარათი და შეასრულო სხვა მისიები.

გვთხოვე და შევასრულეთ

მას შემდეგ, რაც სფეისი შეიქმნა, ჩვენი არაერთი მომხმარებელი გვთხოვდა დაგვემატებინა ლოიალობის პროგრამა. გვინდოდა შენი ერთგულებისთვის მადლობაც სფეისური გამოგვსვლოდა. ჰოდა, სფეის თამაში მოვიფიქრეთ – ჩვენებური ლოიალობის პროგრამა, რომელიც სფეისის სხვა სერვისებივით, ძალიან მარტივი და რაც მთავარია – მყისიერია. მოკლედ, არანაირი ქულების გადაცვლა-გადმოცვლა, გამრავლება-გაყოფა და ბევრუცნობიანი განტოლებები. სფეის თამაშში ჩასართავად უბრალოდ უნდა იყო (კიდევ უფრო) აქტიური სფეისელი, აუცილებლად გამოიყენო სფეის ბარათი და ყოველ პარასკევს ამაში მიიღებ პირდაპირ ფულს.

რა არის სფეის თამაში?

ეს არის ყოველკვირეული თამაში – პარასკევიდან პარასკევამდე, რომელშიც, შესრულებული მისიების მიხედვით, ჯილდოვდები ფულით.

რა არის მისია და როგორ შევასრულო?

სფეის მისიები არის მარტივი, ყოველდღიური ფინანსური თუ არაფინანსური ქმედებები, რომლის შესრულებითაც შეგიძლია მოიგო ფული. მისიაა სფეის ბარათით ან სტიკერით გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, მეგობრების მოწვევა სფეისში. ასევე, თუ ჯერ არ გაქვს სფეის სტიკერი, შეგიძლია შეუკვეთო და ამაშიც მიიღებ ვარსკვლავებს. თან გახსოვდეს, რომ ამ ჩამონათვალს სულ დაემატება ხოლმე საინტერესო მისიები, შენ უბრალოდ კარგად მოირგე კოსმონავტის ჩაფხუტი და თვალი გვადევნე.

სფეის ბურთი

თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვს, დააჭირე პლუსს და მინუსს ერთად ჩვენს აპლიკაციაში და შემდეგ რაც მოხდება, ყველას თუ არა, შენ ნამდვილად გაგაოცებს. სულ ცოტა დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ სფეის ბურთიც სფეის თამაშის ერთ-ერთი მისიაა.

რას ვიგებ?

ყოველ პარასკევს იგებ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 150 ლარს. მოკლედ, პარასკევს საღამოს შეგიძლია ბარში მეგობრები დაპატიჟო ან სულ მცირე სახლში მაინც მიხვიდე ტაქსით. მოკლედ, თუ ყველაზე აქტიური სფეისელი იქნები, თვის განმავლობაში შეიძლება 600 ლარიც კი გამოიმუშავო.

როგორ მოვიგებ?

სფეისის თითოეული მისიის შესრულებისას იღებ შესაბამისი ოდენობის ვარსკვლავს. მაგალითად, თუ გადაიხადე ბარათით 10 ლარი, ყოველ ლარზე მიიღებ 10 ვარსკვლავს. ვარსკვლავების რაოდენობით დგება ლიდერების სია, რომელიც ცოცხალ რეჟიმში იცვლება შენი და სხვა სფეისელების აქტიურობის მიხედვით. მარტივი მისახვედრია, რომ რაც უფრო მეტი ვარსკვლავი გაქვს, მით უფრო ზემოთ ხარ რეიტინგში და იგებ მეტ ფულს. ლიდერების სია შეგიძლია ძალიან მარტივად შეამოწმო აპლიკაციიდანვე. თუ პარასკევს 18:00 საათზე სფეისელების 300 ლიდერს შორის მოხვდები, გარანტირებული ფული შენია – მინიმუმ 5 ლარი და მაქსიმუმ 150 ლარი.

რატომ თამაში?

დაგვეთანხმები, რომ თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. ჰოდა, რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოვიტანოთ? თამაშის ელემენტების გამოყენება „არა თამაშის” კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება – ამ მოვლენას „გემიფიკაციის” სახელით იცნობენ მსოფლიოში. მოკლედ, ვიღებთ ჩვენს ყოველდღიურობას, ვამატებთ თამაშის ელემენტებს გემოვნებით და ვიღებთ უფრო სასიამოვნო ყოველდღიურობას! დანარჩენს უკვე ადამიანის ბუნება მიხედავს, რომელსაც უყვარს თამაში, შეჯიბრი და სანაცვლოდ – ჯილდო. სულ ეს არის.

განაახლე აპლიკაცია და ვითამაშოთ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.