სფეისი

განახლებული სფეისი – v1.3.0

და აი, დადგა ნანატრი, თუ არც ისე დეკემბერი. ცივი, ცოტა პირქუში, მაგრამ მაინც წინასაახლწლო განწყობის შემქმნელი თვე. როცა დროა „მარტო სახლში”, „პოლარული ექსპრესი”, „ეს მშვენიერი ცხოვრება” კიდევ მემილიონედ გადაიმეორო, – ცხელი კაკაო, ან ჩაციებული ალკოჰოლი მოიმარაგო და იმუშაო სწორ განწყობაზე, რომლითაც ახალ წელს შეხვდები, ანუ, არც მეტი, არც ნაკლები – კიდევ ერთხელ აღნიშნავ ფაქტს, რომ დედამიწამ მზეს შემოუარა. ხანდახან რა ცოტა გვყოფნის არა ადამიანებს ბედნიერებისთვის?

რაც მთავარია, ყოველ ახალ წელს ახალი მოლოდინებით, ახალი მიზნებითა თუ წინა წელს განუხორციელებელი სურვილების ამჯერად მაინც განხორციელების სურვილით ვეგებებით. სიახლისადმი ლტოლვა ის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლითაც კაცობრიობას თამამად შუძლია იამაყოს.

სიახლეების ინიციატორი კი, რა თქმა უნდა, შენ უნდა იყო. სფეისში ჩვენ მუდამ შენგან ვიღებთ ინსპირაციას და ვითვალისწინებთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც გაქვს. ჩვენ და შენ ხომ საბოლოოდ ერთი საქმისთვის ვირჯებით – უკეთესი და მარტივი აწმყო და მომავალი.

ახლა კი, კარზე არც ისე უეცრად მომდგარი და უკვე სახლში შემოსული დეკემბრის ფონზე, წარმოგიდგენთ, სფეისის აპლიკაციის განახლებულ ვერსიას.

[ისმის ფეიერვერკის ხმა]

[ისმის ლარიანი ასაფეთქებლების ხმა]

[ისმის ყიჟინა]

[ისმის შეწუხებული 70 წლის მეზობლის წყევლა]

შენ წინაშეა სფეის სტიკერი

შენგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ გესიამოვნებოდა, გაგისწორდებოდა, თუ უბრალოდ გაგიმარტივდებოდა, სფეისის აპლიკაციით, ე.წ. NFC ფუნქციით გადახდა. სამწუხაროდ, ეს ყველა ოპერაციული სისტემისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია.

ასე რომ, ავდექით, სანტა კლაუსის, თოვლის ბაბუისა და ჩვენი ხურჯინები კარგად მოვჩხრიკეთ და გადახდის პროცესი ამ მხრივ მაინც გავამარტივეთ. შეძლებისდაგვარად. გახსოვდეს – ყველა საჩუქარი საჩუქარია, მთავარია გულით იყოს ნაჩუქარი ^_^ ან ფულით ?

პირველად საქართველოში, ვიზა სტიკერის შეძენა ვენდინგ აპარატებიდან შეგიძლია, რომლებიც ამ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტში დგას. სტიკერი ასევე შეგიძლია, შეუკვეთო აპლიკაციიდან და ნებისმიერ მისამართზე მოგიტანთ. ორივე შემთხვევაში, სტიკერის გააქტიურება უმარტივესად შეგიძლია აპლიკაციიდან.

გააქტიურებული სტიკერი დააკარი მობილურს და იხადე მარტივად. ისედაც სულ ხელში გიჭირავს ტელეფონი, ხოდა უბრალოდ მიადე ტერმინალს და გადახდილია. ბანკომიტანადაც თვალის დახამხამებაში გამოიტან ფულს – უკონტაქტო მკითხველს მიადე სტიკერი და ეგაა. ბარათიც აღარ დაგრჩება ბანკომატში და შენ თავზეც აღარ გაბრაზდები, რომ გულმავიწყი ხარ ?

კიდევ ერთი წინასაახალწლო სიახლე

წელს, 31 დეკემბერს, სესხს უფასოდ აიღებ და არაფრის დაბრუნება არ მოგიწევს. კაი, ხო, ეს საპირველაპრილო სიახლეა. გავიაროთ.

QR განვადება

მოკლედ, ქართულ ონლაინ მაღაზიებში შოპინგისას, სასურველი ნივთების შეძენა ახლა უკვე სფეისის QR განვადებით შეგეძლება.

პროცესი, როგორც ყოველთვის, მარტივია:

• საიტზე შეარჩიე ნივთი

• დააჭირე სფეისით გადახდას

• აპლიკაციიდან გადაუღე QR კოდს

• წამებში მიიღე პასუხი, რამდენი და რა პირობით დაგიმტკიცდა.

ეგაა ❤️

ჯერჯერობით QR განვადებით სარგებლობა რამდენიმე ონლაინ მაღაზიაში არის შესაძლებელი და ეტაპობრივად დაემატება ახალი პარტნიორები.

ასევე წაიკითხე სესხის რეგულაციებზე რომელიც ძალაში 2019 წლის იანვარში შევიდა

ყველაზე მთავარი იცი, რა არის?

ჯანმრთელობა! და ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი რა არის, იცი? – ის, რომ მთელი პროცესი მთლიანად ონლაინ ხდება. სხვა შემთხვევაში ჯერ ონლაინ განვადების მოთხოვნა მოგიწევდა, შემდეგ ბანკის ფილიალში მისვლა, ან კურიერის ლოდინი, როდის მოგიტანს ხელშეკრულებას ხელის მოსაწერად და შენ ის თქვი, კალამი თუ არ გაქვს და იმასაც დარჩა… ? სფეისში კი წამები გჭირდება განვადების დასასრულებლად.

ამ ეტაპზე სულ ესაა.

ან, მეტი რა უნდა იყოს, არა?

სანამ ამ ბლოგს გათიშავ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდები, საახალწლო განწყობის შექმნაზე, ან შექმნილის შენარჩუნებაზე იზრუნებ და საყვარელი ადამიანებისთვის სწორი საჩუქრების შერჩევაზე გადაერთვები, გახსოვდეს, რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს:

მერაია ქერის All I want for chrtismas is you-ს ზედმეტად ბევრჯერ მოსმენა დეპრესიას იწვევს ? ასე რომ, მოუსმინე სხვა საახალწლო სიმღერებს.

შესაძლო საახალწლო სიმღერების სია, სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების გათვალისწინებით:

  1. BRENDA LEE – Rockin’ Around the Christmas Tree
  2. Train – Shake up Christmas
  3. Bing Crosby – White Christmas
  4. She & Him – Christmas Don’t Be Late
  5. The Killers – I Feel It In My Bones ft. Ryan Pardey

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.