სფეისი

სფეისელის 5 ტიპი – რომელი ხარ შენ?

როგორი სფეისელი ხარ შენ?

სულ ცოტა ხნის წინ 100,000 სფეისელი გავხდით!

ჯერ ერთი წელიც არ გასულა, მაგრამ ბევრი რამ გავიარეთ ერთად: ბაგები, კრიტიკის ქარ-ცეცხლი, სიყვარული, ბარათების დროულად ვერ მიტანა, ისევ ბაგები და ისევ სიყვარული. ჰოდა, დღემდეც მოვედით.

ისე მოხდა, რომ სფეისში ძალიან განსხვავებულმა ადამიანებმა მოვიყარეთ თავი და ყველა ჩვენგანს სხვადასხვა მიზეზი აქვს იმისა, თუ რატომ გახდა სფეისის მომხმარებელი. ჰოდა, ჩვენც დავაკვირდით და გამოვყავით სფეისელის 5 ტიპი, იმის მიხედვით, თუ რა მიზეზით იყენებ ან გამოიყენებდი სფეისს და შევადგინეთ ტესტი, რომ გითხრათ, ზუსტად რაში გჭირდება სფეისი.

1.ფუსფუსა

იმდენი, იმდენი და იმდენნაირი საქმე გაქვს, სულ გადარბენაზე ხარ. შენი ტელეფონი ხომ საერთოდ არასდროს ჩერდება, როგორც შაბათობით ნაბახუსევზე კარის მეზობლის ბურღი. შენთვის ადრენალინი არა პარაშუტით გადმოხტომას, სკეიტბორდით საშიში ილეთების კეთებას და ქართული პოლიტიკური შოუების ყურებას, არამედ – დედლაინებს მოაქვს. ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯები და სხვებისგანაც ამას ითხოვ. არ გაკმაყოფილებს ერთი ბანკის შემოთავაზებები, ამიტომ მინიმუმ 2 სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი ხარ. შენი საფულეც გაძეძგილია სხვადასხვა ბანკის ბარათებით. სფეისი შენთვის ზედგამოჭრილია. პირველ რიგში იმიტომ, რომ შენსავით შეუძლია მულტიტასკინგი. მიაბი ყველა ბანკის ბარათი სფეისში და განახორციელე ნებისმიერი ოპერაცია ხელის ერთი მოსმით, თვალის ერთ დახამხამებაში.

2.ესთეტი

ჯერ თვალი ჭამსო შენზეა ნათქვამი. სილამაზეს აფასებ (ხანდახან ზედმეტადაც) და ხშირად გადამწყვეტი ფაქტორიცაა შენთვის. რატომ გამოიყენებ სფეისს? – იმიტომ რომ ლამაზია. მოგეწონება დახვეწილი და მინიმალისტური ინტერფეისი, ნაკვთები, რომლებიც აპლიკაციის გახსნისთანავე შენ ყურადღებას იქცევს სფეისს ისე გადმოწერ, კარგად არც გეცოდინება რა ფუნქციები აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მაშინვე შეამჩნევ, ჩვენს დიზაინერს სადმე პროპორცია თუ დაერღვევა. ისე, ვეს ანდერსონის ფილმები გიყვარს?

შეავსე ტესტი და გაიგე, სფეისელის 5 ტიპიდან რომელი ხარ შენ

3.ინოვატორი

FOMO – fear of missing out, ეს ძალიან მოდაში შემოსული შიში შენ არ გემუქრება, რადგან არ არსებობს სიახლე, რომელიც შენ გამოგრჩება. სამეგობროში ყველაზე ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული ხარ. შეიძლება თავადაც ქმნი რამე ინოვაციურს, მაგალითად: ხელოვნური ინტელექტის მქონე წინდებს, რომლებიც დაკარგვის შემდეგ თვითონ პოულობენ მეწყვილეს. სფეისს იმიტომ გადმოწერ, რომ სიახლეა და სხვანაირად არ შეგიძლია. უნდა გაარკვიო, მართლა შევქმენით თუ არა არსებული სერვისების ახლებურად და მარტივად მიწოდების საშუალება. ვერც კი წარმოიდგენ, შენი აზრი როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

4.ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი

ალბათ ახლა ამის წაკითხვა გეზარება არა? თუ მაინც გააგრძელე, გეტყვით, რომ ნერვები გეშლება, როცა ხვდები, რამდენად სწრაფად და მარტივად შეიძლება გაკეთდეს რუტინული საქმეები და მაინც რამდენი ენერგია მიაქვს ბიუროკრატიას. ხომ ეგრეა? ჩვენც ძალიან გვეზარება ბრაუზერში გახსნილი ბევრი ფანჯარა ერთი დავალების შესასრულებლად.მოკლედ, სამეგობროში შენ ხარ ის, ვისი კრეატიული გადაწყვეტილებებიც თვალის დახამხამებაში ჭრის პრობლემებს. და დიდი ალბათობით ის, ვისაც სიტყვა “კრეატიული” ეპათეტიკურება. ჰოდა, სფეისი შენთვისაა ზედგამოჭრილი – ერთი აპლიკაცია, რამდენიმე წამი და შენი ყოველდღიური ფინანსების მართვის ამბებიც მოგვარებულია.

5.ბეტმენი

თავს არ დავდებთ, მაგრამ თითქმის 97 %-ით ვართ დარწმუნებული, რომ ახლა, როცა ამ ქვიზის პასუხს კითხულობ, შუაღამეს კარგა ხანია გადასცდა. არასდროს გყოფნის სამუშაო საათები და შენც, ჩვენ მსგავსად, არაერთხელ გინატრია, ძილი არ გჭირდებოდეს, ან დღეში 24 საათზე ბევრად მეტი იყოს და თუ ასე იქნება, მაინც უფრო მეტი მოგინდება. ისე კი, ღამე ფიქრი და მუშაობა გიყვარს – ამ დროს ხომ შენი ძალები სუპერძალებად იქცევა! ღმერთმა აცხონოს ჰიტ ლეჯერი.მას შემდეგ, რაც სფეისის აპლიკაციას გადმოწერ, შეგიძლია თავი ნამდვილ ბეტმენად იგრძნო, რომელიც 24/7 – ზე მოქმედებს! ჩვენ თანახმა ვართ, შენი ალფრედის როლი შევითავსოთ. ჩვენს ციფრულ კარებს არ აქვს აბრა, რომელიც ამბობს ,,დაკეტილია”, რადგან სფეისის აპლიკაციის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა.

მოკლედ, სფეისში ვაკვირდებით ყველა დეტალს იმისათვის, რომ ჩვენი აპლიკაცია ზამთრის ძველი, საყვარელი სვიტერივით კომფორტული და თან სულ ახალი და საინტერესო იყოს. ამისთვის კი, შენი აზრები ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის გასათვალისწინებლად დედამიწურ თუ კოსმიურ ძალებს ნამდვილად არ დავიშურებთ.

იმის გასაგებად, თუ რომელი ტიპის სფეისელი ხარ შენ, მარტივი ტესტი შევქმენით, რომლის შესავსებადაც სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება.

დავიწყოთ

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.