გაყიდვების მისიის მენეჯერი

სფეისის გუნდში ვეძებთ გაყიდვების მისიის მენეჯერს!

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი – პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

გაყიდვების მისიის მენეჯერს:

  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
  • უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
  • მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა

რას გააკეთებ?

  • შეუერთდები სფეისის გამოცდილ მისიის მენეჯერებს მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიაში
  • დაუკავშირდები მომხმარებელს და გააცნობ სფეისის პროდუქტებს

სასურველია:

  • გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება

გაითვალისწინე, მისიის მენეჯერობის გამოსაცდელი ვადა 6 თვეა.

შეავსე აპლიკაცია ქვემოთ ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.