სტაჟიორი მარკეტინგში

სფეისში ვეძებთ მარკეტერ სტაჟიორს!

სფეისის ბრენდის მართვის და მომხმარებელთა ზრუნვის ცოდნის ცენტრში ვეძებთ მარკეტერ სტაჟიორს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი – პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

თუ ხარ:

  • ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • არ გეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • გაქვს სურვილი შექმნა საზოგადოებისთვის რამე სასარგებლო და ღირებული
  • იღებ განათლებას მარკეტინგის მიმართულებით
  • გაქვს სურვილი, გაიგო რას ნიშნავს მარკეტინგი და სტრატეგიული ბრენდის მართვა პრაქტიკაში

მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

რას გააკეთებ?

  • მიიღებ მონაწილეობას საკომუნიკაციო გეგმის შექმნასა და აღსრულებაში
  • მიიღებ მონაწილეობას საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში
  • ჩაერთვები საკომუნიკაციო არხების მართვაში
  • მონაწილეობას მიიღებ ბრენდის მართვაში და სტრატეგიის აღსრულებაში

პოზიციისთვის სასურველია რომ განათლება მიღებული გქონდეს ან იღებდე მარკეტინგის მიმართულებით.

როგორ დაგვიკავშირდე?

შეავსე აპლიკაცია ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

*გაითვალისწინე, რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.