ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

სფეისის გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს!

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი – პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული. გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • შექმნი ავტომატური ტესტების სისტემას
  • მონაწილეობას მიიღებ grey და black box ტესტირებაში
  • დაწერ ტესტირების გეგმას და Test Case-ებს ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტის ფუნქციონალის გასატესტად
  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • იზრუნებ QA პროცესის გაუმჯობესებაზე

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია:

  • პროგრამული ენები ცოდნა: java, C#, Python
  • UI და ინტეგრაციის ტესტების ავტომატიზაციის გამოცდილება
  • ტესტ ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • მობაილ და ვებ აპლიკაციის ტესტირების გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

როგორ დაგვიკავშირდე?

შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

*გაითვალისწინე, რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.