Back-End დეველოპერი

შეავსე აპლიკაცია
Back-End დეველოპერი
დაბრუნება


ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

Back-end დეველოპერს:

  • რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, შეუძლია Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • აქვს ბიზნეს პროექტებში C# .NET-ზე დეველოპმენტის 3+ წლიანი გამოცდილება
  • აქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა
  • აქვს SQL server და/ან PostgreSQL რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

რას გააკეთებ?

ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC) მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • .Net Core-თან მუშაობის გამოცდილება
  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
  • ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
  • ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად
შეავსე აპლიკაცია
ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება