Android დეველოპერი

სფეისის გუნდში ვეძებთ Android დეველოპერს!

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ? Android დეველოპერს:

  • რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • აქვს ბიზნეს პროექტებში Android დეველოპერად მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
  • აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, შეუძლია Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • იცის Java-ს, Android SDK და Android Studio
  • აქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა

რას გააკეთებ?

  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • განათავსებ აპლიკაციებს Play Store-ზე
  • გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია ქვემოთ ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *გაითვალისწინე, რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
  • ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
  • ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.