iOS დეველოპერი

შეავსე აპლიკაცია
uiuxdesigner
დაბრუნება


ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

iOS დეველოპერს:

  • რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, შეუძლია Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • აქვს ბიზნეს პროექტებში iOS დეველოპერად მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
  • აქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა
  • აქვს Objective-C-ს და Swift-ს კარგი ცოდნა

რას გააკეთებ?

  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • გააკეთებ App Store-ზე აპლიკაციების განთავსებას
  • გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
  • ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
  • ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად
შეავსე აპლიკაცია
ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება