საღამოს მისიის მენეჯერი

სფეისში ვეძებთ საღამოს მისიის მენეჯერს!

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
  • უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
  • მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა
  • ურჩევნია საღამოს მუშაობა

რას გააკეთებ?

  • შეუერთდები სფეისის გამოცდილ მისიის მენეჯერებს მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიაში
  • უპასუხებ მომხმარებლებს ტელეფონზე ან ჩათში, დაეხმარები მათ, მიაწოდებ ინფორმაციას და მოუგვარებ პრობლემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სასურველია:

  • Call center-ში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება
  • გაითვალისწინე, მისიის მენეჯერობის გამოსაცდელი ვადა 6 თვეა.
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
  • *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.