ღამის მისიის მენეჯერი

სფეისში ვეძებთ ღამის მისიის მენეჯერს!

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ? ღამის მისიის მენეჯერს:

  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
  • უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
  • მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა
  • ურჩევნია ღამით მუშაობა

რას გააკეთებ?

  • შეუერთდები სფეისის გამოცდილ მისიის მენეჯერებს მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიაში
  • უპასუხებ მომხმარებლებს ტელეფონზე ან ჩათში, დაეხმარები მათ, მიაწოდებ ინფორმაციას და მოუგვარებ პრობლემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • Call center-ში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება
  • *გაითვალისწინე, მისიის მენეჯერობის გამოსაცდელი ვადა 6 თვეა.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.