ავტომატური დაგროვების წესები - „Space ყულაბა“

ავტომატური დაგროვების სერვისი “Space ყულაბა“ (შემდგომში “Space ყულაბა“) არის საბანკო მომსახურება, რომელიც კლიენტს აძლევს საშუალებას დააგროვოს მოთხოვნამდე ანაბრის - „ყულაბის“ (შემდგომში „ანაბარი“) ანგარიშებზე თანხა წინასწარ განსაზღვრული დაგროვების სქემის (შემდგომ „დაგროვების სქემა“) შესაბამისად.

ანაბრის ხელშეკრულების პირობების კლიენტის მხრიდან დადასტურების (ანაბრის გახსნის) მომენტიდან, ავტომატურად აქტიურდება “Space ყულაბა“, რა დროსაც კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა ანაბარზე თანხის განთავსება მოახდინოს Space აპლიკაციის (ბარათებით განხორციელებული თანხების გადარიცხვის) მეშვეობით და/ან ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესებისა და ლიმიტების შესაბამისად, ანაბარზე თანხის შეტანით.

კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოახდინოს ზემოაღნიშნული დაგროვების სქემის ცვლილება და მისი სურვილისამებრ, ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული სქემებიდან ერთ-ერთი დაგროვების სქემის არჩევა. ამისათვის, კლიენტმა უნდა განახორციელოს მისი სურვილის დაფიქსირება Space აპლიკაციის მეშვეობით (შემდგომში „განაცხადი“). კლიენტი ასევე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოახდინოს დაგროვების სქემის შეცვლა სხვა სქემით, ან დაგროვების სქემის დეაქტივაცია, რა შემთხვევაშიც ავტომატურად ძალაში შევა წინამდებარე დოკუმენტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი (პირობა).

დაგროვების სქემების გააქტიურება დასაშვებია მხოლოდ იმ ანგარიშ(ებ)ზე, რომელზეც რეგისტრირებულია ბარათი (,,ვიზა’’ (VISA) პლასტიკური ბარათ(ებ)ი).

“Space ყულაბის“ გააქტიურების თარიღი, დაგროვების სქემა და სხვა დეტალები განისაზღვრება განაცხადით. განაცხადით კლიენტი ირჩევს იმ ანაბრის ანგარიშ(ებ)ს, რომელზეც სურს “Space ყულაბის“ გააქტიურება. “Space ყულაბა“ ძალაში იქნება, მანამ კლიენტს ექნება ანაბრის მინიმუმ ერთი აქტიური ანგარიში მაინც.

კლიენტი უფლებამოსილია ისარგებლოს ქვემოთ მოცემული დაგროვების სქემებით

  • დაგროვების სქემა ფიქსირებული ერთეულით - თანხის დაგროვების მეთოდი, როდესაც ყოველი ტრანზაქციის (Space პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაციის) შესრულების შემ-დეგ განაცხადში მითითებული ფიქსირებული ერთეულის შესაბამისი თანხა ტრანზაქციის ვა-ლუტით ავტომატურად იქნება გადატანილი შერჩეულ ანაბრის ანგარიშ(ებ)ზე. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ფიქსირებული თანხის კორექტირება ნებისმიერ დროს.
  • დაგროვების სქემა თანხის დამრგვალებით - თანხის დაგროვების მეთოდი, როდესაც ყოველი ტრანზაქციის (Space პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაციის) შესრულების შემ-დეგ ტრანზაქციის თანხა დამრგვალდება უახლოეს ჯერადამდე ტრანზაქციის ვალუტით, ხოლო ტრანზაქციის თანხასა და დამრგვალებულ თანხას შორის სხვაობის გადატანა მოხდება კლიენტის მიერ შერჩეულ ანაბრის ანგარიშ(ებ)ზე. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს თანხის დამრგვალების სხვადასხვა ჯერადობის წინასწარ არჩევა (განსაზღვრა) და მისი კორექტირება ნებისმიერ დროს
  • დაგროვების სქემა ფიქსირებული ერთეულით წინასწარ განსაზღვრულ რიცხვში - თანხის დაგროვების მეთოდი, როდესაც მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით და წინასწარ განსაზღვრულ რიცხვში, მის მიერ განაცხადში მითითებული ფიქსირებული ერთეულის შესაბამისი თანხა ტრანზაქციის ვალუტით ავტომატურად იქნება გადატანილი შერჩეულ ანაბრის ანგარიშ(ებ)ზე. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია Space აპლიკაციაში მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (ემისირებული საქართველოს კომერციული ბანკების მიერ). მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს ფიქსირებული თანხის კორექტირება და/ან მოახდინოს მის მიერ წინასწარ შერჩეული პერიოდულობის და რიცხვის ცვლილება


კლიენტი უფლებამოსილია ერთ ანგარიშზე და/ან სხვადასხვა ანგარიშზე გააქტიუროს რამდენიმე დაგროვების სქემა. ამასთან, რამდენიმე დაგროვების სქემის გააქტიურებისას, ანგარიშზე ყველა მათგანის შესასრულებლად საკმარისი ნაშთის არარსებობსის შემთხვევაში, ანაბრის ანგარიშ(ებ)ზე დასაგროვებელი თანხის გადატანა მოხდება იმ დაგროვების სქემის მიხედვით, რომლის არჩევა მომხმარებლის მიერ განხორციელდა პერიოდით უფრო ადრე.

ტრანზაქციის შესრულების შემდეგ დასაგროვებელი თანხის კლიენტის მიერ შერჩეულ ანაბრის ანგარიშ(ებ)ზე გადატანა მოხდება სრულად. იმ შემთხვევაში თუ ტრანზაქციის შესრულების შემდეგ ანგარიშზე არსებული ნაშთი დასაგროვებელ თანხაზე ნაკლები იქნება, დასაგროვებელი თანხის ნაწილობრივად გადატანა და/ან ტრანზაქციის დამახსოვრება (მოგვიანებით გადატანა) არ განხორციელდება.

იმ შემთხვევაში თუ განაცხადი ითვალისწინებს ერთზე მეტ შერჩეულ ანაბრის ანგარიშს – დასაგროვებელი თანხა (თანხა, რომელიც დაგროვების სქემის ფარგლებში გადატანილი უნდა იქნეს შერჩეულ ანგარიშებზე) პროპორციულად გადანაწილდება ყველა საანაბრო ანგარიშზე, ხოლო რომელიმე საანაბრო ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, დასაგროვებელი თანხა პროპორციულად გადანაწილდება დარჩენილ (მოქმედ) შერჩეულ საანაბრო ანგარიშებზე.

ბანკის მიერ დაგროვების სერვისის გაუქმება მოხდება ყველა იმ ანგარიშის დახურვისთანავე, რომელზეც გააქტიურებულია დაგროვების სქემები და/ან ყველა იმ ანაბრის დახურვისთანავე, რომელზე გააქტიურებულია “Space ყულაბა“.

დასაგროვებელი თანხის შერჩეულ საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე გადატანა მოხდება ტრანზაქციის განხორციელების დღეს.

ამ დათქმების მიზნებისთვის ტერმინი „ტრანზაქცია“ / „ოპერაცია“ გულისხმობს - ბარათით, როგორც საგადახდო საშუალებით, საქონლის ან მომსახურების შეძენისთვის გამყიდველს/მომსახურების ობიექტს და ბარათის მფლობელს შორის განხორციელებული დებეტური ოპერაციას. ტერმინი ტრანზაქცია არ მოიცავს კონვერტაციას, კლიენტის ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვასა და ბანკის სალაროდან თანხის გამოტანას გარდა შემთხვევებისა, როცა თანხის განაღდება ფილიალიდან ხდება პოს-ტერმინალის მეშვეობით.
;