თანხის გადარიცხვა | Tanxis gadaricxva

გადარიცხე ფული სფეისით

  • ნებისმიერი ბანკის ბარათზე
  • მომენტალურად, 24/7-ზე
  • Სცადე ავტომატური გადარიცხვა

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    თანხის გადარიცხვა

    სფეისში მუდმივად ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ყოველდღიური ბანკინგი უფრო მარტივი და სწრაფი გავხადოთ.

    აპლიკაციაზე მუშაობისას ჩვენთვის უმთავრესია, განვსაზღვროთ რა პრობლემა შეიძლება გაწუხებდეს და მოვძებნოთ მისი გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზები. ისევე, როგორც შენ ჩვენც ძალიან ვიყენებთ სხვადასხვა ფინანსურ სერვისს და ყოველთვის გვაწუხებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვა. ვერასდროს ვხვდებოდით, რატომ არის საჭირო ფულის გადასარიცხად ამდენი დრო, ან რა მნიშვნელობა აქვს კვირის რომელ დღეს გადარიცხავ თანხას?

    ჰოდა, ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტიური მუშაობა დავიწყეთ. დღეს სფეისის აპლიკაციით მეგობართან ანგარიშის ნომრით თანხის გადარიცხვა სულ რამდენიმე წამში შეგიძლია. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, ან უბრალოდ არ გაქვს საკმარისი დრო ბევრნიშნა საბანკო ნომრის შესაყვანად, თანხას მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერის საშუალებითაც მომენტალურად გადარიცხავ.

    მას შემდეგ, რაც მეგობარს მონიშნავ, ის მიიღებს ბმულს და აირჩევს ბარათს რომელზეც უნდა ფული დაისვას. სულ ესაა.

    აქვე, შეგახსენებ რომ სფეისის აპლიკაციას ნებისმიერი ბარათი შეგიძლია მიაბა, მარტივად მართო ისინი ერთ სივრცეში და ყველა ტიპის საბანკო ოპერაცია შეასრულო.

    არ დაგავიწყდეს, რომ ხანდახან ფულის ანგარიშზე ასახვას 3 სამუშაო დღე შეიძლება დასჭირდეს, თუმცა შენ მაინც თავისუფლად შეძლებ თანხის ბანკომატიდან განაღდებას, მისბარათებს შორის გადარიცხვას და ონლაინ შოპინგს.

    ასევე იმასაც შეგახსენებ, რომ სფეისით 50 ლარის ჩათვლით თანხის გადარიცხვა უფასოა, ხოლო თუ 50 ლარზე მეტის გადარიცხვას გადაწყვეტ, ამ შემთხვევაში საკომისიო 90 თეთრი იქნება. და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სფეისში შენთვის 24/7-ზე ვმუშაობთ, ასე რომ თანხის გადარიცხვა ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია.

    მართე შენი ფინანსები ერთ სივრცეში

    რამდენიმე ბანკის ბარათს იყენებ? დაამატე ნებისმიერი ბარათი სფეისის აპლიკაციაში და გადარიცხე ფული 24/7-ზე, მომენტალურად. რაც მთავარია, დამატებული ბარათებით ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის შესრულებასაც პირდაპირ სფეისის აპლიკაციიდან შეძლებ.

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.