თანხის გადარიცხვა ანგარიშზე | Tanxis Gadaricxva

გადარიცხე ფული სფეისით

  • ნებისმიერი ბანკის ბარათზე
  • მომენტალურად, 24/7-ზე
  • Სცადე ავტომატური გადარიცხვა

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    თანხის გადარიცხვა ანგარიშზე

    ფულის გადარიცხვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ლანჩი გამოიძახეთ ერთად თანამშრომლებმა და ფული გაქვს ჩასარიცხი ან მეგობარს ყიდულობთ საჩუქარს და თანხას იყოფთ ან მეგობარმა რაგბის ორი ბილეთი იყიდა და გინდა, შენი წილი უკან დაუბრუნო და ასე უსასრულოდ.

    მარტივი არ არის, ცხოვრების რიტმს ფეხი აუწყო მაშინ, როდესაც გარშემო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია. მუდმივად გრძნობ დროის დეფიციტს, გინდა, რაც შეიძლება მალე გააკეთო საინტერესო თუ რუტინული საქმეები და ყველაფერი მოასწრო. სფეისშიც სწორედ ამაზე ვმუშაობთ, გადავწყვიტეთ თანხის გადარიცხვის და სხვა მოსაწყენი საბანკო ოპერაციის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზები შემოგთავაზოთ.

    ალბათ შენც არაერთხელ გქონია შემთხვევა, როცა მეგობრებთან ერთად გასართობად წასულს ქეში დაგაკლდა და მისთვის ფულის გადარიცხვა დაგჭირვებია. ან იქნებ კინოს ბილეთებს მეგობრები ერთად ყიდულობთ და თანხის გადარიცხვა გინდა. მაშინ შეგიძლია სფეისის იმედი გქონდეს, ჩვენი აპლიკაცია დაგეხმარება თანხა ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე მომენტალურად გადარიცხო.

    სფეის Onlain Sesxebi 24/7-ზე

    გადარიცხვისას ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესი ანგარიშის ნომრის შეყვანაა, ჰოდა სფეისით აღარაა აუცილებელი მიმღების ანგარიშის ნომრის ცოდნა. უბრალოდ გადარიცხე ფული მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით, ადრესატი კი იმ ბარათს აირჩევს, რომელზეც თანხის დასმა უნდა. ფული კი ანგარიშზე მყისიერად დაჯდება.

    არ დაგავიწყდეს, რომ სამუშაო დღეებზე შეზღუდვა ჩვენთან არ არსებობს, დაივიწყე დაგვიანებული ტრანსფერი და თანხის მომდევნო სამუშაო დღეს დაჯდომა. სფეისთან ერთად, შეგიძლია, აღარ იდარდო შაბათ-კვირის დადგომასა და ბანკებს შორის გაჭედილ ფულზე. სფეისით ფულის გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში, კვირის ნებისმიერ დღესა და საათში, თანაც მყისიერად ხორციელდება.

    მართე შენი ფინანსები ერთ სივრცეში

    რამდენიმე ბანკის ბარათს იყენებ? დაამატე ნებისმიერი ბარათი სფეისის აპლიკაციაში და გადარიცხე ფული 24/7-ზე, მომენტალურად. რაც მთავარია, დამატებული ბარათებით ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის შესრულებასაც პირდაპირ სფეისის აპლიკაციიდან შეძლებ.

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.