Denis Gadaxda

ყოველდღიურად ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა გვიწევს. ვცდილობთ, არაფერი გამოგვრჩეს, თუმცა ხანდახან რთულია, კომუნალურების გადახდა არ დაგავიწყდეს. სფეისში ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გაგვემარტივებინა შენთვის რუტინული პროცესები და გადახდის ყველაზე მარტივ მეთოდს მივაგენით.

თუ დენის გადახდის დრო ახლოვდება

გარეთ გასვლა კი ძალიან გეზარება, სფეისით პრობლემას ძალიან მალე გადაჭრი. თითის მარტივი მოძრაობით შეგიძლია გადაიხადო ყველა კომუნალური და დაზოგილი დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმო.

გაითვალისწინე, რომ ჩვენთან განმეორებითი გადახდის გასამარტივებლად შაბლონების შენახვაც შეგიძლია, უბრალოდ მონიშნე სასურველი გადახდა ვარსკვლავით და სულ ესაა.

აქვე გეტყვი, რომ რომ სფეისში შენს ყველა ბარათს ერთ სივრცეში შეგიძლია მოუყარო თავი. თუ ერთ ბარათზე არ გაქვს საკმარისი ფული, გამოიყენე სხვა და გადაიხადე კომუნალურები ან შეივსე მობილურის ბალანსი.

Denis Gadaxda და კომუნალურების კალათა?

შოპინგის დროს სასურველი ნივთების ერთ კალათაში მოქცევა გადახდის პროცესს ალბათ შენც ძალიან გიმარტივებს, მონიშნავ ყველა პროდუქტს და ჯამურ თანხას მარტივად გადაიხდი.

კომუნალურების კალათას სფეისიც გთავაზობს. თუ მობილურის ბალანსის, დენის, გაზის, ან ჯარიმის ერთდროულად გადახდა გინდა, შეგიძლია ჩაყარო ისინი ერთ კალათაში და ყველა დავალიანება თითის ერთი დაჭერით დაფარო.

საკომისიოებზეც გეტყვით რამდენიმე სიტყვას, დაფარული გადასახადები არ გვიყვარს სფეისში. ამიტომ სფეისით კომუნალურების დაფარვას საკომისიოების გარეშე შეძლებ. გამონაკლისი ეხება მხოლოდ ენერგო პროს - Denis Gadaxda, რომლის საკომისიოც ჩვენ არ გვეკუთვნის.

რაც ყველაზე მთავარია, სფეისის აპლიკაცია შენ გვერდით იქნება 24/7-ზე, გადახდისთვის ხელსაყრელი დრო ახლა უკვე თავად შეგიძლია შეარჩიო კვირის ნებისმიერ დღესა თუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

გადმოწერე სფეისი

break;